Archive for the ‘სხვადასხვა’ Category

ფიგურალური გამოთქმები

March 12, 2010

იცით რას ნიშნავს ბალამის ვირი?  ან იანუსი ? ანდაც პასკვილი? თუ არ იცით, და გინდა იცოდეთ, მაშინ მე გთავაზობთ  ფიგურალური გამოთქმების მოკრძალებულ, მაგრამ საკმაოდ ნორმალურ კრებულს, რომელსაც ბლოგზე ცალკე გვერდი აქვს მიძღვნილი.

ფიგურალური გამოთქმების გვერდი

აქ გაიგებთ, თუ საიდან მომდინარეობს ისეთი გამოთქმები, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად ვიყენებთ, ან ყოველდღიურად ვაწყდებით საუბარში. არის შემთხვევები, როცა წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა, გამოთქმა.

ჰოდა მე ცოტას დაგეხმარებით…

მაგალითისთვის, იცით თუ არა საიდან მომდინარეობს სიტყვა ჰულიგანი/ხულიგანი ? არა ხომ?

აი რას ნიშნავს ხულიგანი და სად წარმოიშვა იგი:

ჰულიგანი/ხულიგანიქუჩის ავარა, გამოუსწორებელი უწესო, უსაქციელო, უხამსი, უშვერი

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, გვარად ჰულიგანი, რომლის წევრები ცნობილი იყვნენ, როგორც გამოუსწორებელი უწესონი, უსაქციელონი, უხამსნი, უშვერნი, და ეს გვარი ნელ-ნელა ასეთი ზნის ადამიანების საზოგადო სახელად იქცა.

ამ გვარის გადაქცევამ საზოგადო სახელად ხელი შეუწყო იმან, რომ ჰულიგანის ოჯახის შესახებ შეითხზა სახუმარო სიმღერა, რომელიც „კომიკურად“ აღწერდა მათ „ვაჟკაცობას“. სიმღერას ხალხურ საესტრადო თეატრში ასრულებდნენ და ამრიგად მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ჰულიგანი მკვიდრდებოდა, როგორც ქუჩის ავარას აღმნიშვნელი სიტყვა. შემდეგ ინგლისურიდან ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობით გადავიდა სხვა ენებში.

მგონი უინტერესო არ უნდა იყოს, არა?

მსგავსი სიტყვები და გამოთქმები ურიცხვია, თუმცა მის პატარა ნაწილს შეგიძლიათ ჩემთან გაეცნოთ…

მოკლედ, ეს პოსტი, ფიგურალური გამოთქმების პოპულარიზაციას ემსახურება : ))

ჰოდა აი ისინიც !     ფ ი გ უ რ ა ლ უ რ ი    გ ა მ ო თ ქ მ ე ბ ი

ჩემი უნიჭო ლექსი ბანალურ სიყვარულზე…

March 5, 2010
Luv U…

ჰო…

რაღაც ლექსისდამაგვარი უნდა განახოთ….
აშკარად უნიჭობაა… მაგრამ მაინც…
დარწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ, მაგრამ ჯანდაბას… მაინც დავწერ. : )
ლექსი ეხება ბანალურ თემას, სიყვარულს : )
ბაანალუურო
სიყვარულო….
მოვდივარ !
…………………………………………………………………….
აი ისიც:
ვხედავ შენს სახეს… მესმის შენი ხმა…
და მონატრება შენი მაწვალებს…
სად ხარ? სად ხარ? სად ხარ?
მე მელანდება შენი უტკბეს ტუჩების თრთოლვა,
რომელთაც დაჰკრავს სიყვარულის მძაფრი სურნელი…
შენი შეხება პლაცებოა… მავიწყებს ირგვლივ ყველაფერს…
ნაზად გეხები… და სამყაროს ცენტრში ვექცევი…
მე არ შემრცხვება გითხრა – მიყვარხარ !
განა ათასჯერ არ მითქვამს იგი?
მე არ შემრცხვება გითხრა – მიყვარხარ !
მე შენ ვერასდროს ვერ შეგელევი…
და ვნატრობ იმ დღეს,
იმ ერთ დღეს…
როცა მე შენ,
და შენ მე,
და ჩვენ
და ჩვენ
ვიქნებით ერთნი!
და აღმოვაჩენ
რომ უკვე არსებობს მოგონებაში ამ ერთობის ამსახველი ფირი…
და მერე ვხვდები, რომ ყოველი დღე ასეთია…
სულ ეს ფირი ტრიალებს და ტრიალებს და ტრიალებს…
და ჩვენ ყოველდღე ვ-ერთ-დებით…
ჩვენ ყოველდღე გვიყვარდება ერთმანეთი…
გ.ტყეშელაშვილი

მათემატიკის საერთაშორისო დღე !

March 2, 2010

3 მარტი არის მათემატიკის საერთაშორისო დღე. www.worldmathsday.com არის საიტი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეეჯიბროთ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან… არანაირი სერიოზული მათემატიკა საჭირო არაა, უბრალო არითმეტიკა და სისხარტე დაგჭირდებათ გასამარჯვებლად… მე შევდივარ და ვერთობი ხოლმე ხანდახან : )

ასე რომ, ძალიან კარგია პატარებისთვის და არა მარტო პატარებისთვის.
ადვილი არ გეგონოთ გამარჯვება ! : )

თანდათან უფრო ძნელ მოწინააღმდეგეებს შეგირჩევთ Random-ი : )

გიყვარდეთ მათემატიკა !

აი ჩემი გვერდიც : )

: )

წამო შევიშალოთ, როგორც პოეტები – "ანტიბიოტიკი"

March 1, 2010

რამოდენიმე დღის წინ ე.წ. პოეზიის საღამოზე ვიყავი… აი საფინალო სცენა:

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

February 25, 2010

ჰო… ძალიან მინდოდა თქვენთან ამ თემაზე მესაუბრა… წინასწარ გადავიკითხე ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” და ჩემს პირად შეხედულებასთან ბევრი საერთო ვიპოვნე… ვაჟას წერილი მით უფრო დასაფასებელია, რადგან იგი სხვა დროს ცხოვრობდა და იმ დროისთვის ასე პრაგმატულად აზროვნება ბევრს ნამდვილად არ შეეძლო… ამიტომაც მიყვარს ვაჟა ძალიან… მოკლედ…

რა არის კოსმოპოლიტიზმი და რა არის პატრიოტიზმი? ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი ერთმანეთს?

ბევრს ჰგონია (ვაჟაც ასე იწყებს წერილს), რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. სინამდვილეში ეს რასაკვირველია მცადი მოსაზრებაა.

რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს პატრიოტად მიიჩნევს, ცდილობს რომ ემსახუროს საკუთარ სამშობლოს.

ხოლო, კოსმოპოლიტი ადამიანი ხშირად ჰგონიათ, რომ არაპატრიოტი და უფრო მეტიც, ანტი-ეროვნული იდეოლოგიის მატარებელია, რაც თავისთავად სისულელეა.

ვაჟას შესანიშნავად აქვს დახასიათებული კოსმოპოლიტიზმიც და პატრიოტიზმიც.

ძალიან მარტივია : თუ ადამიანი პატრიოტია და საკუთარ სამშობლოს ემსახურება, მაშინ რა გამოდის? განა ის მთელი კაცობრიობისთვის  და მისი კეთილდღეობისთვის არ შრომობს?

უდიდეს მოაზროვნეებს კოსმოპოლიტებს უწოდებს ხალხი, მაგრამ ის კი არ ესმით, რომ ისინიც კონკრეტულ საზოგადოებაში, კონკრეტულ ნაციონალურ ერთეულში არიან გაზრდილები.

ვაჟას შესანიშნავი შედარება მოაქვს: განა შექსპირის დაბადება შესაძლებელია საქართველოში? ან რუსთაველის ინგლისში? რა თქმა უნდა არა, რადგან მათი ნაწარმოებები, მათი შედევრები, ორივე იქაური საზოგადოების გამოძახილია, იმ ნაციონალური იდენტობის ნაწილია, სადაც ეს ორი გენიოსი აღიზარდა…

პატრიოტიზმი რა არის? იგი უფრო გრძნობის, ემოციების მატარებელი რამ არის, ვიდრე ცივი გონების…

კოსმოპოლიტიზმი კი ადამიანის გონების, ჭკუის ნაყოფია, ცივ გონებაზე გაანალიზებული. მას ადამიანის ემოციასთან, გულთან შეხება ნაკლებად აქვს.

ასე რომ, კოსმოპოლიტიზმი უნდა გვესმოდეს ამგვარად: (როგორც ვაჟა წერს) გიყვარდეს სამშობლო შენი და პატივი ეცი სხვა ქვეყნებსაც და იზრუნე კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.

უფრო მარტივი მაგალითი თუ გნებავთ: ნებისიერი ქვეტანა, როგორც მოგეხსენებათ, იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად: გუბერნიებად, შტატებად, ფედერაციულ ერთეულებად ან რამე ასეთად. ყოველ მათგანს საკუთარი გამგებელი, მმართველი ჰყავს, რომელიც ცდილობს ესა თუ ის კუთხე, რომელსაც ის განაგებს, ააყვავოს. მაგრამ ამით იგი ავტომატურად ხომ ქვეყანას აძლევს სარგებელს?  ასევეა კაცობრიობაც, რომელიც დაყოფილია ქვეყნებად და ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელიც თავისი ქვეყნის სამსახურშია, ავტომატურად კოსმოპოლიტიცაა, რომელიც კაცობრიობას ემსახურება…

ძალიან გამიგრძელდა? მგონი არა…

საბოლოოდ, მგონი გასაგებია ეს პოზიცია…

ევოლუცია – როგორც ტრადიცია !

February 25, 2010

Interesting, isn't it?

საინტერესოა საქართველოში რა სიტუაციაა ამ მხრივ? : )
ერთი პატარა ჭიაყელაა და არის და არის???? და არისსსს……..?? : )

ბითბოქსერების ჯახი ნიჭიერში ! : )

February 23, 2010

საინტერესო შედარებაა… ფრანგი და ქართველი ბიტბოქსერები !

ეს უკვე მერამდენე პარალელია : ) ჯერ სუზენ ბოილი და გულნაზი, ახლა კი ეს : )

მშვენიერია…
ქართული ვერსია : )

ეს კი ფრანგული : )

იაკუტსკის მთავარი გზატკეცილი – Yakutsk Highway

February 23, 2010

ეს არის მოსკოვისა და იაკუტსკის დამაკავშირებელი გზატკეცილი… თავად შეაფასეთ….

რაგბი: საქართველო Vs რუსეთი

February 21, 2010

გუშინ გავიგე, რომ მარტში, ტრაპზონში მივდივარ საქართველო – რუსეთის თამაშზე…  ძალიან გამიხარდა  : )

წინასწარ დავიჭერ თადარიგს და აღვიჭურვები  საჭირო ატრიბუტიკით : )

მგონი საქართველოდან ბევრი მიდის, მარა რუსებიც ბლომად იქნებიან…

ასე რომ, მოგიწოდებთ, ვისაც შეგიძლიათ წამოდით : ) პრინციპის ამბავია, თორე ახალ ზელანდიამდე თითქმის აღარაფერი გვაშორებს !

რატომ ჰქვია ბლოგს "YobSpace.Com"

February 18, 2010

არ გაინტერესებთ რას ნიშნავს საიტის მისამართი ქართულად? : )
რუსულად თუ წაიკითხავთ, კარგს არაფერს იფიქრებთ…
ნუ პრინციპში არც ინგლისურადაა პოზიტიური ამ ბლოგის სახელწოდება…
კაცმა არ იცის რატომ დავარწვი… ისე.. უბრალოდ…
მოკლედ :
“Yob” ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს გაიძვერას, თაღლითს (სლენგზე)…
არც ერთი ვარ და არც მეორე… მაგრამ მაინც ჰქვია ამ ბლოგს და რას იზამ?

ვიკიპედია ამბობს:

Yobbo or Yob, an uncouth individual or thug

ანუ ალბათ მიხვდით.. რაც მე გითხარით იგივეა თითქმის რა : )

მოკლედ…. “იობსფეისი” კი არის, მაგრამ სულაც არ არის გაიძვერა ბლოგი : )