"იმედი" და "იმედის" შეცდომის მოიმედენი…

გუშინ “ალისაზე” ვიყავი და სახლში რომ მოვედი, ერთი ამბავი დამხვდა… ესაო ისაო, იმედზე ეს აჩვენესო…
ჩემი შეხედულება ამ თემაზე:

1. ჩემი აზრით, აღარ იყო საჭირო ზედმეტი ხაზგასმა იმისა, რომ რუსეთიდან საფრთხე გვემუქრება. ეს ისედაც გასაგებია და სპეციალური რეპორტაჟების და საშინელი დღის სიმულაცია სულაც არ იყო საჭირო.
2. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხსენებინათ ჯარში ამბოხი, ან მსგავსი რამ.
3. რეპორტაჟი ძალიან გაწელილი იყო და ისეთ ტონალობაში მიმდინარეობდა, რომ სინამდვილე გეგონებოდა.
4. მართალია თავიდან გამაფრთხილებელი განცხადება გაკეთდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
5. ჩემთვის მიუღებელია გადაცემის მონაწილეთა წინააღმდეგ რაიმე ზეწოლა.
მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ამის შესახებ. და საშინლად გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ იქ შეკრებილი ხალხი ყველა მოღალატეა, გარდა ლაშა ტუღუშისა, რომელიც ოპოციზიის გარკვეულ ფენებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. თურმე ტუღუში გმირია და დანარჩენები მოღალატეები.
6. ბურჯანაძეს რა ესაქმებოდა იმედთან, ჩემამდე არ დადის… ან იქ შეკრებილმა ხალხმა როგორ გაიჩერა გვერდზე, არც ეს ვიცი…

დასკვნა: ეს იყო დიდი შეცდომა, რომლის გამოც გარკვეულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. მაგრამ საზოგადოების რექციაც გადაჭარბებული იყო მე თუ მკითხავთ… იმ ავადსახსენებელ რეპორტაჟში ძველი კადრები იყო და ხშირად ახსენებდნენ ივნისს… ანუ მიხვდებოდი რომ ეს იმიტაცია იყო. თუმცა ეს არავითან შემთხვევაში არ ამართლებს სიუჟეტის ავტორთა დაუკვირვებლობას და არაპროფესიონალიზმს.

მაგრამ გუშინდელმა დღემ დაგვანახა ჩასაფრებული, გაუბედურებული ოპოზიცია, რომელიც რაღაცა პატარა შეცდომას ეძებს და ამაზე აწყობს თავის პიარს. არჩევნებში დაქსაქსულები ისევ ცდილობენ ახალი მუხტი ააგორონ და ეგრეთწოდებული “ომობანა” ითამაშონ “მკვდარ ქალაქში”.

პ.ს. კიდევ ერთი რამ: გუშინ მაესტროს ვუყურებდი და ერთი “პროფესიონალი” ჟურნალისტი სულ გაიძახოდა “ინსპირირებულ რეპორტაჟს”.
შე კაი ადამიანო, თუ სხვას სთხოვ პროფესიონალიზმს, ის მაინც იცოდე, რას ნიშნავს “ინსპირაცია”…. რა შუაშია საერთოდ აქ ეს სიტყვა? იხმარე “იმიტაცია”, “ინსცენირება”, “მოდელირება” ან “სიმულაცია”.

მოკლედ, გუშინდელმა დღემ ჟურნალისტიკის სფეროში არსებული დიიიიიდი პრობლემებიც გვანახა, შეცდომის “მო-იმედ-ენეიც”, და დაპანიკებული საზოგადოება…

თუმცა ეს ყველაფერი ჩაივლის…

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

12 Responses to “"იმედი" და "იმედის" შეცდომის მოიმედენი…”

  1. Maggot Says:

    ერთი მე3 პუნქტში არ გეთანხმები. 20 წუთი არაა დიდი დრო.
    დანარჩენი ყველაფერში მართალი ხარ 100%

  2. Ilya Says:

    მთავრობის პიარ მენეჯერო 😀

  3. zurriuss Says:

    თანხმუიუ

  4. nightrider Says:

    გეტანხები. იმედაც შეცდომა დაუშვა იმ ხალხმაც რომელმაც ბურჯანაძე გვერდით გაიჩერა, საგინებელი ის იყო და არა ექსპერტები, რომლებიც ჩვეულებრივ მაყურებელზე არანაკლებ გაოცებული იყო

  5. Know-it-aLL ! Says:

    Ilya – what?

  6. Ilya Says:

    მაგრამ გუშინდელმა დღემ დაგვანახა ჩასაფრებული, გაუბედურებული ოპოზიცია, რომელიც რაღაცა პატარა შეცდომას ეძებს და ამაზე აწყობს თავის პიარს. არჩევნებში დაქსაქსულები ისევ ცდილობენ ახალი მუხტი ააგორონ და ეგრეთწოდებული “ომობანა” ითამაშონ “მკვდარ ქალაქში”. << This 😀

  7. Know-it-aLL ! Says:

    რა, ეგრე არ არის?

  8. Ilya Says:

    შესაძლოა, მაგრა ზედმეტად კრიტიკული ხარ 😛

  9. Know-it-aLL ! Says:

    რადიკალი უკეთესად ჯდება : )

  10. Ilya Says:

    შენი შეფასებაა კრიტიკული ( მოგეწონა ? ეს ჯდება ? 😀 ) 😀

  11. Know-it-aLL ! Says:

    კი

  12. Ilya Says:

    Glad 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: