ალექსანდრე ქართველიშვილი

F-105 Thunderchief

ძალიან ცოტამ თუ იცის ამ პიროვნების შესახებ. ისიც ალბათ ყურმოკრული ექნებათ. მე ძალიან მოკლედ, გიამბობთ მის შესახებ…

ალექსანდრე ქართველიშვილი (1896-1974) იყო ამერიკული ავიაციის ერთ-ერთი მამა.
იგი თბილისშია დაბადებული. სკოლაც აქვე დაამთავრა. სკოლის შემდეგ, 1892 წელს ჩააბარა საავიაციოზე, პარიზში. გარკვეული დროს განმავლობაში იგი მუშაობდა ადგილობრივ კომპანიაში და შექმნა “ბერნარი” და “ფებრუა”.
1924 წელს, ერთ-ერთმა მისმა შექმნილმა თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიოს რეკორდი სისწრაფეში.

1927 წელს, ამერიკელმა მილიონერმა, ჩარლზ ლევინმა, მიიპატიჟა ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში, სადაც იგი მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. 1931 წელს გაიცნო მეცნიერი, ალექსანდრე დე სევერსკი, და გახდა მთავარი ინჟინერი კომპანიისა ” Seversky Aircraft Corporation”.
1939 წელს, ამ კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა “Republic Aviation Company”.
ეს დუეტი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და მის მერეც ქმნიდა სხვადასხვა მოდელებს. მათგან ყველაზე ცნობილია Republic P-47, Republic F-84 Thunderjet და Republic F-105 Thunderchief.

ალექსანდრე ქართველი(შვილი) გარდაიცვალა 1974 წელს, ნიუ-იორკში.

სხვათაშორის, სევერსკიც თბილისშია დაბადებული : )

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , , , , , , ,

6 Responses to “ალექსანდრე ქართველიშვილი”

  1. gijmaj Says:

    <<>> კაი კაცო… მათუსალას ბიძაშვილი იყო? :)))

  2. gijmaj Says:

    <<<>>> ამის დაკოპირება დამვიწყებია :)))

  3. gijmaj Says:

    არ აკოპირებს თუ? … :)))

  4. Know-it-aLL ! Says:

    რას აკოპირებ ასე გამალებული? : )

  5. Know-it-aLL ! Says:

    შემშლია. 1892 წელს ჩააბარა. : )

  6. Maggot Says:

    დავამატებ რომ სხვა ბევრი კოსტრუქტორისგან განსხვავებით მისი ყველა თვითმფრინავი დაფრინავდა და მონაწილეობა აქვს მიღებული რეალურ საბრძოლო მოქმედებებში. ქართველიშვილის ბოლო ქმნილებაა მოიერიშე A-10 Thunderbolt II რომელსაც დღესაც აქტიურად იყენებენ აშშ საჰაერო ძალები.
    ამერიკული A-10 და რუსული Су-25 დღსდღესიობით ორადორი “წმინდა სისხლის” მოიერიშე თვითმფრინავებია რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით დაახლოვებით ერთ დონეზე დგანან.
    ისე, რა უცნაურია, ორადორი მოიერიშეა შემორჩენილი მსოფლიოშ და ორივე საქართველოსთანაა კავშირში (ვინც არ იცის Су-25–ები საქართველოში 31–ე ქარხანაში, ახლანდელ თბილავიამშენში იწყობოდა)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: