ცოტა რამ ო'ჰენრის შესახებ

ცოტამ თუ იცის ვინ იყო უილიამ სიდნი პორტერი , მაგრამ ო’ჰენრი ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველას ეცოდინება, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა  მის შემოქმედებას…

სინამდვილეში კი უილიამ სიდნი პორტერი და ო’ჰენრი ერთი და იგივე პიროვნებაა. ო’ჰენრი მისი ფსევდონიმია, რომელიც სავარაუდოდ იმ ციხის (Ohio Penitentiary) შემოკლებაა, რომელშიც მან სამი წელი გაატარა…

ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ მოხვდა ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ციხეში.

იგი მოლარედ მუშაობდა ტეხასის ერთ-ერთ ბანკში. ერთხელაც, რევიზიის დროს, ხუთი ათასი დოლარის ოდენობის დანაკლისი აღმოუჩინეს და ფულის უმიზნოდ განკარგვა მას დაბრალდა.  ამის გამო იგი 1 წელი ჰონდურასში ემალებოდა მართლმსაჯულებას. აშშ-ში კი იმის გამო დაბრუნდა, რომ ცოლი გაუხდა ავად. პოლიციას ჩაბარდა. 5 წლის მაგივრად 3 წელი მოიხადა სასჯელი.  “კარგად მოქცევისათვის” ორი წელი მოუხსნეს…

მთავარი კი ისაა, რომ მან სწორედ ციხეში დაიწყო ამ მართლაცდა საოცარი მოთხრობების წერა…

იგი მოთხრობების ( short story ) დიდოსტატია. არ დაუწერია რაიმე მოზრდილი ნაწარმოები. სიკვდილის წინ თქვა, რომ რაც აქამდე დავწერე, ამ დიდი წიგნისთვის მზადებაა, ახლა რომ დავწერო, თუმცა არ დასცალდა.

იგი 1910 წელს, ნიუ-იორკში  გარდაიცვალა დიაბეტისა და ღვიძლის ციროზისაგან, უკიდურესად ღარიბი და მარტოხელა.

რაც შეეხება მის ნაწარმოებებს, ისინი, როგორც აღვნიშნე, ძირითადად მოთხრობებია, რომლებიც გამოირჩევიან მოულოდნელი, თავბრუდამხვევი დასასრულით, რაც ო ‘ ჰენრის მთავარი ხიბლია…

მისი მოთხრობებიდან გამოვარჩევდი “მოგვების ძღვენს” (Gift Of The Magi), “უკანასკნელ ფოთოლს” (The Last Leaf), “ნამდვილ ამბავს” (No Story) და “სანამ ავტო იცდისს” (While The Auto Waits).
ჩამოთვლილთაგან, ყველაზე ძალიან “მოგვების ძღვენი” მომეწონა… დაგანახებს ნამდვილ სიყვარულს, რომლისთვისაც მზად ხარ ყველაფერი გაიღო…
“უკანასკნელი ფოთოლი” კი მწერლის აღიარებული შედევრია… რომელიც გინდათ თუ არა, მაინც უნდა წაიკითხოთ : )

საბოლოო ჯამში, გიყვარდეთ ო’ჰენრი ! : )

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , , , , ,

5 Responses to “ცოტა რამ ო'ჰენრის შესახებ”

  1. Ilya Says:

    ამ კაცის შემოქმედება რუსულ ენაზე მაქვს წაკითხული , მოგვთა საჩუქარი ყველაზე ძალიან მიყვარს

  2. Know-it-aLL ! Says:

    ჰო… მოგვების ძღვენი მაგარია…

  3. Sophie Golden Says:

    მე რამდენიმე მოთხრობა მაქვს ო’ჰენრის წაკითხული და ვერ ვიტყვი, მიყვარს-მეთქი. თუმცა შემეცოდა ღარიბი და მარტოხელა რომ გარდაცვლილა.

  4. Know-it-aLL ! Says:

    მე მომწონს ძალიან : )

  5. CGსაბა Says:

    არ მაქვს წაკითხული არაფერი და ამ პოსტის მერე მოვიძიებ 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: