სწრაფი კვება, იგივე "Fast Food"


პატარა პოსტი მინდა სწრაფ კვებასაც მივუძღვნა, რომელიც ასე მჭიდროდ იკიდებს ფეხს ჩვენს ცხოვრებაში… და თუ არ გვინდა რითმს ჩამოვრჩეთ, მაშინ ეს პრობლემა არ იქნება ჩვენთვის უცხო…
რა თქმა უნდა, სწრაფი კვება საშინელებაა…
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მთლად ისე ვერ ვართ, როგორც სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ჯერჯერობით განუვითარებლებად ვითვლებით, მაგრამ ნელა ნელა ამაშიც ვეწევით დანარჩენ მსოფლიოს : )
სწრაფ კვებას ვერც აღმოფხვრი და არც უნდა აღმოფხვრა, რადგან მაგარი ბიზნესია, და მისი შეჩერება – ეკონომიკისთვის დიდი და აუნაზღაურებელი ზარალის მიყენებაა…
მაგრამ საქართველოში ფეხი მოიკიდა “შაურმების კულტურამ”. ფაქტობრივად, ახალ თაობას, “შაურმების თაობა” შეიძლება ვუწოდოთ…

რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ მაკდონალდსი, დღესდღეობით, ქართველებისთვის ფუფუნების საგანია. ანუ ის, რაც უცხოეთში ძალიან იაფია, და ხელსაყრელია, აქ ფუფუნების საგანია…

მაკდონალდს, ჩვენთან, ორი ლულა გამოუჩნდა კონკურენტად, და მე თუ მკითხავთ, საკმაოდ კარგ კონკურენციასაც უწევს. ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ერთი, რომ შედარებით იაფია. მეორე, რომ ქართული სამზარეულოდან რამდენიმე კერძი შედის მის მენიუში (რაც ქართველისთვის ფსიქოლოგიურად დიდი ზეგავლენის მატარებელია) და ბოლო, უფრო მეტი ფილიალია გახსნილი, ანუ ბევრგანაა ორი ლულა…

მაგრამ სახლში ჭამას რა სჯობს? : ) არც არაფერი.. ჰოდა თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, თავი შეიკავეთ მსგავსი ნაგვის ჭამისაგან… რადგან დღითიდღე შეატყობთ, როგორ იზრდება თქვენი მუცელი, და ასაკთან ერთად, ბევრ პრობლემასაც გაიჩენთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულს…

ერთ კარგ ბიგ თეისთის თავისი კარტოფილით და ნაგეტსებით რა სჯობს, მაგრამ მერე აღმოაჩენთ, რომ თურმე სჯობს, თუნდაც ერთი თეფში წიწიბურა : )

Advertisements

Tags: , , , , , , , , ,

15 Responses to “სწრაფი კვება, იგივე "Fast Food"”

  1. SaLoMea_Mze Says:

    😀 ერთი თეფში წიწიბურა მომეწონააა 😀 😀

    არადა როგორ მიყვარს “ორი ლულაც” და “მაკდონალდსიც” 🙂

    აი შაურმასი რა მოგახსენოთ 😀 არასდროს გამისინჯია და მგონია რომ ეგ მარტო კაცების საჭმელია 😀 მელოტი და ღიპიანი კაცების 😀

  2. Ilya Says:

    მე გამისინჯავს ამიტომ მელოტი და ღიპიანი ვარ ? 😀 (არაფერიც) ძალაინ მიყვარს მაკდონალდსი , არც ფიგურას ვუჩივი და არც ზედმეტ წონას 😛

  3. Know-it-aLL ! Says:

    ჰმმ.. შაურმა ცოტა არაკომფორტული საჭმელია : )
    მე არ მომწონს…

  4. zurriuss Says:

    აბსოლუტურად გეთანხმები!
    ვერ ვიტან მაგდონალდსს, მძულს! მანდ მხოლოდ ვაფლის ნაყინს ვჭამ და მორჩა! თან რა სიძვირეა!!!!
    შაურმა კი მიყვარს, მარა ბოლო დროს ეგეც შემჯავრდა…

  5. Know-it-aLL ! Says:

    უნდა ვაღიარო, მიყვარს მაკდონალდსი : )
    მაგრამ ნელ-ნელა უნდა გადავეჩვიო…

  6. Ilya Says:

    მაგდონალდსი ? : ) )

  7. Ilya Says:

    ვეგეტარიანელი გავხდი და ამოვიღე ჩემი კვების რაციონიდან 😀

  8. CGსაბა Says:

    გეთანახმები აბსოლიტურად.
    საშინელება ვას ფუდება.

    მე როცა ამ პრობელმის წიანშე დვგები ხოლმე. ყოველთვის ვაჩევ ვიყიდი ბანანი, ბოთლის იოგურთი.
    შიMშილსაც მოგიკლავთ სანამ სახლამდე მიაღწევდთ და ჯანნმრთელობასაც გაუფრთხილდებით
    🙂

  9. David Says:

    მაკდონალდს ვერ ვიტან : ( და საერთოდ ვერიდები სწრაფი კვების ნაგავს

    ეხლა ვცდილობ ხორცის ჭამა შევამცირო 50-70% ით

    აი შაურმა კი მომენატრა 😀

  10. Know-it-aLLz ! Says:

    😀 : )

  11. Alice Says:

    სწრაფი კვების რაციონთან ერთად ჯანსაღ საჭმელსაც თუ მიიღებ, ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.. მთავარია, დააბალანსო 🙂
    ისე, “ორი ლულა” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ❤ მაკდონალდსი მომბეზრდა ცოტა არ იყოს.. 😀

  12. Dissolved Girl Says:

    სწრაფ კვებაზე წერ და ფენოვან ხაჭაპურებს არ ახსენებ? 🙂 ყოველ “პადზემკაში” როა გახსნილი 🙂 ეგაა ნამდვილი ქართული ფასტ ფუდი
    იდეაში გეთანხმები. მაგრამ, რეალურად, ვერ ვიტან სახლში ჭამას და მაკდონალდსი ბევრად მირჩევნია 🙂

  13. მაკა ასათიანი Says:

    ძირს სწრაფი კვება ! პ.ს. მაკდონალდსის შეიკებს თუ მივეპარები ისიც უიშვიათესად 🙂 და უნდა გადავეჩვიო 😐

  14. gijmaj Says:

    თუკი გშია ზაქარია, ღორბურგერიც შაქარიაო, არ გაგიგია შენ? :)))

  15. Know-it-aLL ! Says:

    საბედნიეროდ არა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: