გაიცანით ზებულონი !

დღეს მსურს ჯემალ ქარჩხაძის “ზებულონზე” გესაუბროთ…
არ ვიცი საიდან დავიწყო… მაგრამ დავიწყებ საუბარს და იდეებიც ალბათ მოვა…

“ზებულონი” ისტორიული რომანია… მისი მთავარი პერსონაჟი, ალბათ მიხვდით, რომ ზებულონია.
ძალიან რთულია ზუსტად დაახასიათო ეს მართლაც რომ ტრაგიკული გმირი…
ზებულონმა ცხოვრება შურისძიებით დაიწყო, რამაც საბოლოოდ შეცვალა მისი მომავალი და მისი პიროვნება… იგი სასწავლებლად უნდა მიბარებოდა იოველ ბატონიშვილს, მაგრამ მამის მკვლელობის გამო, მან შური იძია დაროაშვილების ოჯახზე და საზარელად მოკლა ისინი…
ზებულონი ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო სხვებიდაგან, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით…
როცა მოახლოვებული იყო ის სანატრელი დღე, როცა სასწავლებლად უნდა წასულიყო, მაშინ მოხდა ტრაგედია, მაშინ დაუშვა პირველი და საბედისწერო შეცდომა ზებულონმა, რამაც შემდეგ მთელი მისი მომავალი ცხოვრება შეცვალა… ეს შეცდომა მას მთელი ცხოვრების მანძილზე სტანჯავს, თუმცა მომავალშიც არაერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა…

შურისძიების შემდეგ, ვეღარ გაჩერდება წყაროსთვალში, მის მშობლიურ სოფელში, და გზას გაუდგება… შეხვდება მანუჩარ ბატონიშვილს და ბექა ამილახვარს, და ეს დღე საბოლოოდ განსაზღვრავს ზებულონის დარჩენილ ცხოვრებას. მას თავიდანვე შეატყობენ, რომ არაადამიანური ძალის პატრონია, და ჯარში აიყვანენ. დროთა განმავლობაში კი ზებულონი ისეთ სახელს მოიხვეჭს ბრძოლებში, რომ შეგირდების აღზრდასაც ავალებენ…

ნაწარმოების შინაარსზე არ მსურს საუბარი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ცოტა შევყევი მის თხრობას.

ზებულონის მეორე შეცდომა ნესტანი იყო. ნესტანი თავადიშვილია და ისე მოხდება, რომ ზებულონს მის მამულში მოუწევს ცხოვრება. და ნესტანი ზებულონის ხელში გაიზრდება…
ზებულონი ებრძვის საკუთარ თავს, მაგრამ მაინც შეუყვარდება ნესტანი…
მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იგი ნესტანს იმედებს გაუცრუებს…

ნაწარმოებში დასმულია ისეთი კითხვები, როგორიცაა ადამიანის თვითგამორკვევა (დავით გურამიშვილი), სწავლისა და შრომის ომი (ილია) და ა.შ.

“ზებულონში” ორი იდეაა ერთმანეთს დაპირისპირებული. კათალიკოსისა: „განა მართლაც ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ ცხოვრებას ანაცვალო“ და ზებულონისა: „ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!“

აქ, ჩემი აზრით, არასწორადაა დასმული სახელმწიფოებრიობისა და პიროვნების თავისუფლების საკითხები. ჩემი აზრით, ერთი მეორეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს…

ზებულონს სურდა ნესტანი ჰყვარებოდა, და მასთან ერთად ეცხოვრა. მაგრამ ეს ქართლის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ნესტანი ისკანდერ-ხანის საცოლე იყო, და მისი ვერ შერთვის შემთხვევაში, ქართლს ააოხრებდა…

მაგრამ აქვე ისმის მეორე საკითხი, ადამიანური ტკივილი: რატომ არ ჰქონდა ზებულონს ისმი უფლება, რომ ისე ეცხოვრა, როგორც მას სურდა???

ზებულონი დარჩენილი ცხოვრება იტანჯება… იგი მართალია ქვეყნის სამსახურშია, დარდს ამით იქარწყლებს, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა! მას მოუსპეს არჩევანის უფლება…
როცა სწავლა უნდა დაეწყო, მაინცდამაინც მაშინ მოკლეს მამამისი. როცა ნესტანი უნდა ჰყვარებოდა, მაშინ არ შეიძლებოდა მისი სიყვარული.
მაგრამ აქვე ჩნდება ზებულონის პიროვნული სისუსტეებიც.
მას შეეძლო შური არ ეძია და სწავლა დაეწყო… და მეორე შემთხვევაში, მას შეეძლო აქამდე არ მიეყვანა საქმე და ან მანამდე შეერთო ცოლად ნესტანი, ან საერთოდ არ მიეცა მისთვის იმედი…

მოკლედ, ძალიან ტრაგიკული პერსონაჟია ჩვენი ზებულონი…

ნაწარმოებში, ჩემი რჩეული გმირია ბექა ამილახვარი, რომელიც ზებულონზე დიდი კაცია, ჩემი აზრით… მან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საყვარელ ადამიანებს და მთელ საქართველოს თავი შეაძულა… ცოლიც არ შეირთო… და ბოლოს საკუთარი ფეხით ეახლა შაჰს ირანში (იცოდა, რაც ელოდა) , სადაც მოკლეს….

იგი იყო ძალიან გონიერი, უდიდესი პატრიოტი, რომელმაც ყველაფერი გვერდზე გადადო, რათა სამშობლოსთვის ბოლომდე დაუღალავად ემსახურა…

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, “ზებულონი” ის ნაწარმოებია, რომელიც უნდა წაიკითხოთ ! ! !

Advertisements

Tags: , , , , , , , ,

4 Responses to “გაიცანით ზებულონი !”

  1. SaLoMea_Mze Says:

    ვაიმე ეს წიგნი ბავშვობიდან მახსოვს.. 🙂 მამიდაჩემი კითხულობდა და მეც მეუბნებოოდა წაიკითხე ძალიან საინტერესოაო მარგამ რატომგაც გული არ მიმდიოდა მიუხედავად იმისა რომ წიგნების კითხვის გარდა მგნოსი სხვას არაფერს ვაკეთებდი 🙂

    ხოდა შენ ისე დაახასიაათე და გატობ იმდენად მოხიბლული ხარ რომ მგონი მართლა ღირს წაკითხვა 🙂 მოვძებნი კარადაში 🙂 🙂

  2. Know-it-aLL ! Says:

    მართლაც რომ მონუსხული ვარ : )) კარგი იქნება თუ წაიკითხავ : )

  3. zurriuss Says:

    ვაუ!
    მრცხვენია, რომ არ მაქვს წაკითხული. ღმერთმა მომცეს დრო და ნებისყოფა, რომ წავიკითხო დიდი სიამოვნებით! 😉

  4. Know-it-aLL ! Says:

    გადაირევი, ისე მოგეწონება : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: