პლიუს მინუსობანა რეალურ ცხოვრებაში….

არ გეგონოთ ან “ადნაკლასნიკების” პლიუს-მინუსებზე ვწერდე, ან კიდევ ბლოგროლის პოსტებისაზე… არაფერიც : )

ძალიან პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა პლიუს-მინუსის დაუწერელ, თუ დაწერილ თუ რაც არის და როგორც არის, კანონს.

+ + = + ჩემი მეგობრის მეგობარი, ჩემი მეგობარია…
+ – = – ჩემი მეგობრის მტერი, ჩემი მტერია…
– + = – ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია…
– – = + ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია…

ჰო.. უბრალო არითმეტიკის ამ წესს, ცხოვრებაშიც ვხვდებით, როგორც ხედავთ…

მაინტერესებთ, როგორ ფიქრობთ, მართლა ასეა?


მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამგვარ განსაზღვრებებს… ჩემი მეგობრის მეგობარი თავისუფლად შეიძლება არ იყოს ჩემი მეგობარი, უფრო მეტიც, შეიძლება ჩემი მტერიც კი იყოს…
ან მტრის მტერი რატომ უნდა იყოს აუცილებლად ჩემი მეგობარი? გასაგებია, საერთო მტრის წინააღმდეგ გვაერთიანებს ინტერესი, მაგრამ ხვალ შეიძლება იგი ჩემი მტერი გახდეს… ასე რომ, არც ამას ვეთანხმები…
მეგობრის მტერი ჩემი მტერია თუ არა? ჰმმ.. აბა რა გითხრათ… მეგობრიდან გამომდინარე, შეიძლება ასეც იყოს…
მტრის მეგობარი ჩემი მტერი ან შეიძლება იყოს, ან არა…
ასე რომ, ჩემს შემთხვევაში, “არითმეტიკ-ცხოვრების” ეს წესი არ გამოდგება…
თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს დამთხვევა… არც ესაა გამორიცხული… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ეს კანონი, თუ წესი, თუ რაცაა, მტკიცდება…
აი ასე…

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , ,

12 Responses to “პლიუს მინუსობანა რეალურ ცხოვრებაში….”

  1. Ilya Says:

    ” ან მტრის მტერი რატომ უნდა იყოს აუცილებლად ჩემი მეგობარი? გასაგებია, საერთო მტრის წინააღმდეგ გვაერთიანებს ინტერესი, მაგრამ ხვალ შეიძლება იგი ჩემი მტერი გახდეს ” << ხვალ შეიძლება შენი მეგობარიც შენი მტერი გახდეს (ვერ გაიგებ ) : )

  2. gijmaj Says:

    რეალურ ცხოვრებაში პლიუსისა და მინუსის გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს. :)))

  3. Know-it-aLL ! Says:

    მართლა? : ))

  4. ცოტნე Says:

    გამრავლებამ და გაყოფამ ქასთინგი ვერ გაიარეს? 😀 😀

  5. Know-it-aLL ! Says:

    : ) როგორც ჩანს ვერა : (

  6. ნათიი Says:

    ჩემს შემთხვევაში არცერთი არ ემთხვევა :):) არც ჩემი მეგობრის მეგობარი არ არის ჩემი მეგობარი,არც ჩემი მეგობრის მტერია ჩემი მტერი,არც მტრის მეგობარია ჩემი მტერი და არც მტრის მტეერია ჩემი მეგობარი რატომღაც მართლა ასეა :):)

  7. Ilya Says:

    ზოგჯერ მეგობარიც ვერ გიწევს მეგობრობას არამც თუ მეგობრის მეგობარი .. . : )

  8. Ilya Says:

    ზოგჯერ კი მტერი ვერ გიმტრებს ისე როგორც მტრის მტერი

  9. Know-it-aLL ! Says:

    ზოგჯერ ყველაფერი ხდება…

  10. Ilya Says:

    მაგრამ ხდება .. ის რაც ხდება ინგლისურად რომ ვთქვა it always takes its toll .. და ეს ყოველთვის ასეა

  11. Know-it-aLL ! Says:

    : )

  12. დიანიკო Says:

    ხდება, ყველაფერი ხდება… ქრება, ყველაფერი ქრებააა!

    ეს ისე, ხუმრობით…
    ცხოვრებაში არსებობს ძალიან ბევრი წესი და არსებობს კიდევ უფრო მეტი გამონაკლისი ამ წესიდან… ასე რომ, წინასწარ ვერ განსაზღვრავ და ყოველი ურთიერთობა ცალკე შეფასებითი კატეგორიაა! 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: