უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი გორში?


ჰო… რა მინდოდა მეთქვა…
ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა იდგეს იოსებ ბესარიონოვიჩის ძეგლი გორში და საერთოდ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში?!
ჩემი აზრით, ეს უბრალოდ სირცხვილია…
ვინ არის ბოლო-ბოლო სტალინი? სტალინი, რომლითაც ბევრი ამაყობს საქართველოში… რა განასხვავებდა მას ჰიტლერისგან? მე რომ მკითხოთ, არც არაფერი…
რა გაუკეთებია საქართველოსთვის? დადებითი მაქვს მხედველობაში, თორე რა უბედურებაც მოგვიტანა, მაგას დღესაც ვხედავთ…
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მისი დატოვებული ბომბებია, რომლებიც უკვე რამდენჯერ ამოქმედდნენ და კიდევ ვინ იცის როდის აფეთქდებიან…

მოკლედ, ამ ნაძირალა ადამიანის ძეგლი რატომ უნდა გვედგას?
ჩემი სურვილია, ან საერთოდ მოაშორონ, ანდაც მუზეუმში გადაიტანონ და იქ დადგან, როგორც უბრალო ექსპონატი.

ჩემი აზრით, ეს იგივეა, რომ პუტინის ძეგლი დადგა თავისუფლების მოედანზე…

ასე რომ, იმედია მალე გააქროვენ ამ უბედურებას…

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , ,

17 Responses to “უნდა იდგეს თუ არა სტალინის ძეგლი გორში?”

  1. Ilya Says:

    მოაშორონ ერთი აქედან … ვის რად უნდა ? :X:X:X

  2. Know-it-aLL ! Says:

    აბა გორელებს კითხე : )

  3. Ilya Says:

    გორელებს უნდათ ანუ 😀 😀 😀 … 😦

  4. Know-it-aLL ! Says:

    ახალგაზრდა თაობას არამგონია… დიდებს ალბათ კი..

  5. ცოტნე Says:

    რა სისულელეა როგორ არ უნდა იდგას ეგ კაცი მსოფლიოს მეექვსედს მართავდა. ცალკე საკითხია რა ქნა და რა არა საქართველოსათვის ამას ჩვენ ვერც გავიგებთ. თვალები მხოლოდ ცუდს ამჩნევს კარგს კი ვერ დავინახავთ უნდა გავიგონოთ მაგრამ საქმე იმაშია რომ არავინ ლაპარაკობს

  6. Ilya Says:

    მსოფლიოს მეექვსედს თუ მართავდა ამიტომ საქართველოში უნდა იდგეს ? : )))) ნამდვილად რომ სისულელეა 😀 ( მე არ მსიამოვნებს და ყველას საკუთარი აზრი აქვს ) ( თემურ ლენგის ან რომელიმე დამპყრობლის ძეგლებიც ხომ არ დაგვედგა (?) , დიდი სახელმწიფოები შექმნეს მაგათმაც 😛 )

  7. Know-it-aLL ! Says:

    არც პუტინი მართავს პატარა ტერიტორიას… დავდგათ მისი ძეგლიც?

  8. Know-it-aLL ! Says:

    სხვათაშორის დედამისი საქართველოში ცხოვრობს…

  9. ცოტნე Says:

    კაით კაით არ ისროლოთ :/
    თემურ ლენგს და სტალინს როგორ ადარებთ ერთმანეთს ან პუტინს კიდე :/ ინტერნეტში ამაზე კამათს არ ვაპირებ ბეჭვდა მეზარება

  10. Ilya Says:

    😀 აქუბარდიასთან ვიკამათოთ მაშინ 😀 (კავკასია 😛 )

  11. Know-it-aLL ! Says:

    სტალინი ყველაზე უარესია მათ შორის..

  12. თაკო Says:

    ძალიან ძნელია ასეთ თემაზე კამათი. არ გიფიქრიათ, რომ ყველაფერს აქვს ისეთი მხარე, რომელიც არ ვიცით და ამ დროს ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამბობენ, პატრიარქი სტალინს ლოცვებში მოიხსენიებსო..

  13. Know-it-aLL ! Says:

    მერე? ეგ იმას ნიშნავს, რომ სტალინი პატრიოტია?

  14. Dissolved Girl Says:

    წინა დღეს ბიბისის გადაცემას ვუყურე სწორედ ამ თემის შესახებ. ბრიტანელმა ჟურნალსიტმა იგივე კითხვა დაუსვა გორის მაცხოვრებლებს და დადებით პასუხებზე გადაირია 🙂 90%-მა უნდა იდგესო. და იგივე რაოდენობის ხალხს სულაც არ უნდა დაიჯეროს ის სისხლიანი ისტორიები რაც სტალინს რეალურად უკავშირდება.
    ჩემი აზრით, უნდა იდგეს, ოღონდ შესაბამის ადგილას-მუზეუმში, მაგალითად ან მუზეუმის ეზოში.

  15. komisia Says:

    როცა ქალაქის ცენტრში ძეგლს დგამ, მინიმუმ ღვაწლი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე.
    სტალინის ძეგლი სამუზეუმო ექსპონატი არის თუ არა ეგ არ ვიცი, მაგრამ გორიდან რომ უნდა მოშორდეს – დარწმუნებული ვარ.
    ეს ერთგვარი პოზიციაც იქნება, რომ რუსეთი მაგრად გვკიდია.

  16. komisia Says:

    და ხო კიდე გიო, პოსტში ჩასმულ სურათს სახელი შეუცვალე. რა შუაშია south ossetia გორთან? მერე იტყვიან ეგეც ჩვენიაო 😀

  17. Know-it-aLL ! Says:

    უი.. არ შემიმჩნევია. : ) გამოვასწორებ : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: