წითელი თებერვალი . . .

25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღეა საქართველოს ისტორიაში. 1921 წლის 25 თებერვალს დაესვა წერტილი საქართველოს 3-წლიან დამოუკიდებლობას. შემოვიდა წითელი არმია და მოახდინა საქართველოს ანექსია

ამ დღის დეტალების მოყოლას ნამდვილად არ დავიწყებ. უბრალოდ მინდა რომ გვახსოვდეს ეს დღე..

გთავაზობთ კოლაუ ნადირაძის ლექსს:

“25 თებერვალი, 1921 წელი”

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

. . .

Advertisements

Tags: , , , , , , , , , ,

3 Responses to “წითელი თებერვალი . . .”

  1. გიგლა (მტრედა) Says:

    კაია ეს უნდა ვიცოდე

  2. nightrider100 Says:

    eს ლექსი ყოველთვის მომწონდა 😀

  3. როდრიგო სანტორო Says:

    😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: