ჩემი ესე: ადამიანი ქმნის დროს, თუ დრო ადამიანს?

ჩემი მორიგი თემა… არ ვიცი მოგეწონებათ, თუ არა, მაგრამ მაინც…

ადამიანი ქმნის დროს, თუ დრო ადამიანს?

ცალსახად ვერაფერს იტყვი… ადამიანი ქმნის დროს? თუ დრო ადამიანს? იქნებ არც ერთი იყოს ჭეშმარიტი და არც – მეორე…

ერთი მედლის ორი მხარეა… უმჭიდროვეს კავშირში არიან ერთმანეთთან… და მაინც, რომელი მათგანია სწორი?

ეს ისეთი ღრმა ფილოსოფიური საკითხია, ჩემმა მოკლე ჭკუამ, იქნებ, ვერც კი შეძლოს მასზე რაიმე ფასეულის თქმა, მაგრამ, ბოდიშის მოხდით, მაინც დავფიქრდები და ჩემი “სიბრძნის” ერთ-ორ მარცვალს მაინც გესვრით…

დრო… ადამიანი…

ადამიანი… დრო…

დრო პირობითი ცნებაა და ჩემი აზრით, არ შეუძლია მას ადამიანის შექმნა. პირიქით, თავად ადამიანი ქმნის ყველაფერს, რაც სჭირდება, მათ შორის დროსაც… ადამიანმა შექმნა კანონები… ადამიანმა გამოიგონა მეცნიერება… ადამიანის წარმოსახვის ნაწილია თვით რელიგიებიც, ენებიც და ა.შ. სხვადასხვა ნაციონალური იდენტობის გათვალისწინებით…

“ღმერთი რომ არ არსებობდეს, ადამიანი გამოიგონებდაო” – ნათქვამია. ასეცაა… განა არა?

ადამიანს სჭირდება საწყისი წერტილი, მიზანი, რომლისკენ სვლასაც იგი შეეცდება… ამ შემთხვევაში ეს მიზანი, მამოძრავებელი ძალა -ღმერთია… ღმერთი ჩვენს ცნობიერებაში არსებობს.. ჩვენი წარმოსახვის ნაწილია… ღმერთი ყველაფერია და ყველაფერი ღმერთშია… ღმერთი სიყვარულია – ანუ ღმერთი ძალაა… ღმერთი ადამიანის წარმოსახვაში ყოვლისშემძლე, ზებუნებრივი ძალაა… ეს ის ძალაა, ის ულევი ძალა, რომელიც ადამიანის მამოძრავებელი გამხდარა…

ჯემალ ქარჩხაძის “ანტონიო და დავითში” შევხვდებით დიალოგს მსგავს თემაზე. დავითი ანტონიოს ჰკითხავს: “ცოდნა სად მაქვს? – ანტონიო პასუხობს: “გონებაში”. “გონება?” – “სულში”. “სული?” – “რწმენაში”. “რწმენა?” – “ღმერთში”. “ღმერთი სადღაა?” – “ღმერთი ყველაფერია, რასაც ხედავ და რასაც ვერ ხედავ”…

ღმერთი ჩვენს წარმოსახვაში ყველაფრის თავი და ბოლოა… ღმერთია საწყისი და ღმერთია დასასრული…  ყველაფერს, რისი ამოხსნაც ვერ შეძლო ადამიანმა, ღმერთი უწოდა…

ღმერთი ისაა, რისი წარმოდგენაც არ შეუძლია ადამიანს… ღმერთი – ეს ის უდიდესი გამოცანაა, რომელიც ადამიანმა ვერა და ვერ ამოხსნა… თავის დღე და მოსწრება ცდილობს, მაგრამ ამაოდ… ვერც ამოხსნის… რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს საკუთარი თავი ვერ შეუცვნია… არ იცის ვინ არის…

კარგად რომ დავფიქრდეთ, რა არის სამყარო? ამაოებაა და მეტი არაფერი… უტოპიაა…

ის ძალა, რომელსაც ჩვენ პირობითათ ღმერთს ვუწოდებთ, მარადიულია… არც იწყება და არც მთავრდება… უბრალოდ არის… და არის… და არის….

ადამიანი მთელი თავისი შეგნებით ისწრაფვის მარადიულობისკენ და საკუთარი ადგილი ვერ უპოვნია ამ  წუთისოფელში…

ცდილობს, ამოხსნას უდიდესი გამოცანა: ვინ ვარ მე? –  თუ ადამიანი შეძლებს ამის გაგებას, მაშინ იგი მიხვდება ვინაა ღმერთი…

იმავე ჯემალ ქარჩხაძეს თუ მოვიშველიებთ, “ზებულონში”, ზებულონი რას სთხოვს იოველ ბატონიშვილს? თავის წარმოსახვაში, ოცნებაში, მან ყველა ენა იცის, ბუნებისაც ესმის, მაგრამ ვერ ამოუხსნია საიდუმლო – რა არის ადამიანი? იგია დროის შედეგი, თუ მანვე გამოიგონა დრო?

მეორე მხრიდან თუ შევხედავთ საკითხს, მაშინ შეიძლება  ისიც ვთქვათ, რომ დრო ქმნის ადამიანს… დროის განმავლობაში ვითარდება ადამიანი… უვითარდება როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შესაძლებლობები…

მაგრამ თუ დრო ადამიანის გამოგონილია, შეუძლია ადამიანს მისი შეჩერება?  მე გეუბნებით – კი ! შეუძლია… ყველაფერი იწყება და მთავრდება… ასევეა დროც… მაგრამ წარმოიდგინეთ სამყარო… უსაზღვრო, უკიდეგანო სივრცე… ჰორიზონტივითაა… უახლოვდები – გშორდება…  რაც უფრო ცდილობს ადამიანი სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას, მით უფრო დიდ სასოწარკვეთილებაში ვარდება და მიდის დასკვნამდე, რომ სამყარო ერთი დიდი ამაოებაა…

ჩვენ, ადამიანები, ჩერჩეტები ვართ…

ვეძებთ ღმერთს… ვეძებთ მას სადღაც სხვაგან… და იმას კი ვერ ვხვდებით, რომ იგი ჩვენშია…

. . .

შეიძლება მოგეწონათ, შეიძლება არა… შეიძლება ჩემი შეხედულება თქვენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მგონი ღირდა თუნდაც რადიკალურად განსხვავებული აზრის მოსასმენად 5 წუთის დაკარგვა…

Advertisements

Tags: , , , , , , , , , ,

9 Responses to “ჩემი ესე: ადამიანი ქმნის დროს, თუ დრო ადამიანს?”

  1. Tomushka Says:

    პირველი ქათამი იყო თუ კვერცხი?

  2. TreZoRA Says:

    კარგი ესეა რას ერჩი?

    შეიძლება სადმე გამომგადგეს 🙂

  3. Know-it-aLL ! Says:

    პირველი იყო ზიგოტა 😀 მერე იყვნენ ქათამიც და კვერცხიც : )

  4. teish Says:

    ბედნიერებას მაშინ აფასებ, როცა უბედურება გაქვს გამოვლილი. ჰოდა, ჩემი უბედური თემა რომ არ დამეწერა ალბათ ვერ მივხვდებოდი რამდენად კარგი ესე გაქვს დაწერილი… სხვადასხვა ნაწარმოებების შესახებ საუბარმაც დიდი ხიბლი შემატა მსჯელობას. წიგნიერობასა და ფართო მსოფლმხედველობას აშკარად ვხედავ…
    Bravo!Bravissimo!

  5. როდრიგო სანტორო Says:

    ბრწყინბალე აზრებია! მიხარია ასეთი შეხედულებების მოსმენა. კარგი პოსტია ნამდვილად! მეც დაახლოებით ასეთი წარმოდგენა მაქვს ამ ყველაფერზე 😉

  6. Know-it-aLL ! Says:

    მშვენიერია : )

  7. გიო Says:

    მშვენიერი პოსტია,დასკვნა მომეწონა!

  8. Know-it-aLL ! Says:

    თენქიუ : )

  9. Ilya Says:

    ჰოო …. ამას მიმალავდი ? 😀
    ძალიან მაგარია …. აბა ჩემს ერთ გვერდიან თემას კი არ გავს 😀 : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: