კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ჰო… ძალიან მინდოდა თქვენთან ამ თემაზე მესაუბრა… წინასწარ გადავიკითხე ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” და ჩემს პირად შეხედულებასთან ბევრი საერთო ვიპოვნე… ვაჟას წერილი მით უფრო დასაფასებელია, რადგან იგი სხვა დროს ცხოვრობდა და იმ დროისთვის ასე პრაგმატულად აზროვნება ბევრს ნამდვილად არ შეეძლო… ამიტომაც მიყვარს ვაჟა ძალიან… მოკლედ…

რა არის კოსმოპოლიტიზმი და რა არის პატრიოტიზმი? ეწინააღმდეგებიან თუ არა ისინი ერთმანეთს?

ბევრს ჰგონია (ვაჟაც ასე იწყებს წერილს), რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. სინამდვილეში ეს რასაკვირველია მცადი მოსაზრებაა.

რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს პატრიოტად მიიჩნევს, ცდილობს რომ ემსახუროს საკუთარ სამშობლოს.

ხოლო, კოსმოპოლიტი ადამიანი ხშირად ჰგონიათ, რომ არაპატრიოტი და უფრო მეტიც, ანტი-ეროვნული იდეოლოგიის მატარებელია, რაც თავისთავად სისულელეა.

ვაჟას შესანიშნავად აქვს დახასიათებული კოსმოპოლიტიზმიც და პატრიოტიზმიც.

ძალიან მარტივია : თუ ადამიანი პატრიოტია და საკუთარ სამშობლოს ემსახურება, მაშინ რა გამოდის? განა ის მთელი კაცობრიობისთვის  და მისი კეთილდღეობისთვის არ შრომობს?

უდიდეს მოაზროვნეებს კოსმოპოლიტებს უწოდებს ხალხი, მაგრამ ის კი არ ესმით, რომ ისინიც კონკრეტულ საზოგადოებაში, კონკრეტულ ნაციონალურ ერთეულში არიან გაზრდილები.

ვაჟას შესანიშნავი შედარება მოაქვს: განა შექსპირის დაბადება შესაძლებელია საქართველოში? ან რუსთაველის ინგლისში? რა თქმა უნდა არა, რადგან მათი ნაწარმოებები, მათი შედევრები, ორივე იქაური საზოგადოების გამოძახილია, იმ ნაციონალური იდენტობის ნაწილია, სადაც ეს ორი გენიოსი აღიზარდა…

პატრიოტიზმი რა არის? იგი უფრო გრძნობის, ემოციების მატარებელი რამ არის, ვიდრე ცივი გონების…

კოსმოპოლიტიზმი კი ადამიანის გონების, ჭკუის ნაყოფია, ცივ გონებაზე გაანალიზებული. მას ადამიანის ემოციასთან, გულთან შეხება ნაკლებად აქვს.

ასე რომ, კოსმოპოლიტიზმი უნდა გვესმოდეს ამგვარად: (როგორც ვაჟა წერს) გიყვარდეს სამშობლო შენი და პატივი ეცი სხვა ქვეყნებსაც და იზრუნე კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.

უფრო მარტივი მაგალითი თუ გნებავთ: ნებისიერი ქვეტანა, როგორც მოგეხსენებათ, იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად: გუბერნიებად, შტატებად, ფედერაციულ ერთეულებად ან რამე ასეთად. ყოველ მათგანს საკუთარი გამგებელი, მმართველი ჰყავს, რომელიც ცდილობს ესა თუ ის კუთხე, რომელსაც ის განაგებს, ააყვავოს. მაგრამ ამით იგი ავტომატურად ხომ ქვეყანას აძლევს სარგებელს?  ასევეა კაცობრიობაც, რომელიც დაყოფილია ქვეყნებად და ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელიც თავისი ქვეყნის სამსახურშია, ავტომატურად კოსმოპოლიტიცაა, რომელიც კაცობრიობას ემსახურება…

ძალიან გამიგრძელდა? მგონი არა…

საბოლოოდ, მგონი გასაგებია ეს პოზიცია…

Advertisements

Tags: , , ,

8 Responses to “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”

  1. zurriuss Says:

    ასეთი სასიამოვნო განხილვა დიდი ხანია, არ წამიკითხავს.
    მადლობა ამისთვის 😉

  2. Know-it-aLL ! Says:

    არაფრის : )

  3. gijmaj Says:

    გასაგები პოზიციაა ნამდვილად. და იცი კიდევ როგორი… ძალიან პოპულარული სალაპარაკოდ, და უუუუუუუუუუუკიდურესად არაპოპულარული საკეთებლად. 🙂 მე მგონია რომ პარტიოტიზმი – ეს არის კავშირი წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან. სულიერი კავშირი წინაპრებთან, მათგან საუკეთესო მაგალითების აღება იმისათვის, რომ გონიერი პოლიტიკით, გნებავთ ქცევებით შექმნა ბედნიერი მომავალი. 😀

  4. Know-it-aLL ! Says:

    გეთანხმები

  5. gijmaj Says:

    შენ რა ყველაფერში მეთანხმები :))) არ გინდა რამეში წინააღმდეგონა გამიწიო? :))))))))))))

  6. Know-it-aLL ! Says:

    ნუ რა ვქნა? რაშიც გეთანხმები – გეთანხმები : ) და რაშიც არა, გეტყვი, არც ეგაა პრობლემა : )

  7. როდრიგო სანტორო Says:

    ვიზიარებ შენს შეხედულებებს. კარგად აზროვბენ;) უფროსმა თაობამ უნდა დაიზეიროს ეს სტატია, მაგრამ მაინც ვერფერს მიხვდებიან

  8. გიო Says:

    ძალიან მომწონს შენი ბლოგი! 🙂 ქიფ ემ ქამინ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: