დილემა: სამშობლო თუ ჭეშმარიტება?!

სამშობლო თუ ჭეშმარიტება?

ამას წინათ ჟურნალში”ჩვენი მწერლობა”, ვიპოვნე საინტერესო სტატია სათაურით, “ერთია ქვეყანაზედა!”

რა არის ამ ქვეყანაზე ერთი და უმაღლესი,  სამშობლო თუ ჭეშმარიტება?

ძალიან დამაინტერესა, წავიკითხე და ახლა მსურს ამაზე გესაუბროთ…

სამშობლო უფრო მაღლა დგას თუ ჭეშმარიტება?

აქ სამი მხარეა წარმოდგენილი:

1. მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფოსი, ამბობს, რომ “ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

2. მუხრან მაჭავარიანი, რომლის ლექსში სამშობლო ჭეშმარიტებაზე და საერთოდ ყველაფერზე უმაღლესია:

-არ ეწყინება ყოვლადძლიერსო!-
და, ჩვენში წინათ,
ძალიან ხშირად,-
პინას,-
რომელზეც იდგა იესო,-
მამულიანი ჯაბნიდა
პინა.
……….
არაფერია, მე მგონი, ახლაც,-
ღირსი
დადგომის
მამულზე
მაღლა!

აი მ.მაჭავარიანის ლექსიც…
და

3. რაფიელ ერისთავი, რომელიც ორივეს, სამშობლოსაც და ჭეშმარიტებასაც, ანუ უფალს, თანაბარ დონეზე აყენებს:

“როგორც უფალი, სამშობლო,
ერთია ქვეყანაზედა!”

ძალიან საინტერესოა, რომელი მათგანია მართალი?

ჭეშმარიტი პატრიოტი, რა თქმა უნდა, სამშობლოს დააყენებს პირველ ადგილზე.
ჭეშმარიტი მორწმუნე, ალბათ, ჭეშმარიტებას, ანუ უფალს…

ორივეს გააჩნია თავისი სიმართლე, მაგრამ რომელი მათგანის პოზიციაა ჭეშმარიტი???

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მაინც რაფიელ ერისთავის პოზიცია დავიჭირე…

ძალიან მაინტერესებს ახალი თაობის აზრი ამ თემის შესახებ….

ასე რომ, ველი კომენტარებს…..

Advertisements

Tags: , , , , , , , , , , ,

9 Responses to “დილემა: სამშობლო თუ ჭეშმარიტება?!”

  1. HerzoG Says:

    ეგ ადამიანზეა დამოკიდებული.

    ზოგისთვის სამშობლო და უფალი ერთ ადგილზეა. არამორწმუნეებისთვის სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია. არის ხალხი რომლისთვისაც მარტო სარწმუნოებაა მთავარი (ერთი მაგალითი ცოტა ხნის წინ გავრცელებული ვიდეოა სადაც ქართველი მღდელი “ქადაგებს”)

    მაჭავარიანის ლექსს ვემხრობი: )

  2. Know-it-aLL ! Says:

    მშვენიერი პოზიციაა : )

  3. gijmaj Says:

    სამშობლო, როგორც ასეთი, არ არსებობს. სამშობლო ჩვენი წარმოსახვის, ცრურწმენებისა და საზოგადოებრივი აზრის ნაყოფია. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, თუ რა არის მაგიდა, ანდა მატარებელი, ან საპნის ბუშტი, კომპიუტერი, ხე, მთა, შოკოლადი… მაგრამ არ არსებობს სამშობლოს უნივერსალური და სრულყოფილი განმარტება. ის არის ძალიან სუბიექტური. და თუ ვინმე აღმოჩნდება, რომელიც რამენაირად ჩამოაყალიბებს “სამშობლოს” შესახებ საკუთარ შეხედულებას, ყოველთვის გამოჩნდება მეორე, რომელიც აუცილებლად შეიტანს რამე შესწორებას/დამატებას. იმიტომ რომ სამშობლო არის ძალიან აბსტრაქტული, მაშასადამე, ძალიან სუბიექტური და არარეალური.

    ლექსებით გამოხატული პატრიოტიზმისაც არ მჯერა. ეს იმიტომ რომ ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს აკეთებს ხოლმე. ჭეშმარიტებაზეც დაახლოებით მგავსის თქმა შეიძლება… ვისთვის რა… ყველას თავისი სიმართლე აქვს… და საკუთარი სუბიექტური ჭეშმარიტება. ვფიქრობ, რომ ის კი არაა მტავარი, ვინ უფრო ხმამაღალი მგრგვნავი სიტყვით დადგება სამშობლოსა და ჭეშმარიტების სადარაჯოზე, არამედ ის, თუ როგორი ერთგული მიმდევარია საკუტარი “ჭეშმარიტების” ანუ რამდენად პირნათელია საკუთარ სინდისთან….

  4. Know-it-aLL ! Says:

    გეთანხმები… სამშობლო და საერთოდ ნაციონალური იდენტობა ძალიან ზოგადი რამაა… მაგრამ მაინც შეიძლება გარკვეულ პირობით ჩარჩოებში მისი მოქცევა…

    თვითგამორკვევის პრობლემატიკა ძველ ნაწარმოებებშიც გვხვდება, ოიდიპოსია ამისი ნათელი მაგალითი…

    სამშობლო შეიძლება გავიაზროთ როგორც რაიმე ერთი ეთნიკურ კოლექტივზე დაფუძნებული ერთობა… რაც მაგალითად ამერიკას არ აქვს… ანუ გეთანხმები, რომ სამშობლო ზოგადი დეფინიციაა…

    ჩემი აზრით, სამშობლო ჰქვია ამ ერთობას, რაც ზემოთ ავღნიშნე, ანუ ენობრივი ან ეთნიკური ჯგუფის ერთობას…

    ამ თემაზე (ნაციონალური იდენტობა) ძალიან კარგი ნაშრომი აქვს ენტონი სმითს, რომელიც, სხვათაშორის, ქართულადაცაა ნათარგმნი…

    სასარგებლო წიგნია… და ეს თემა თუ გაინტერესებს, გამოგადგება…

  5. gijmaj Says:

    ადრე რაფიელ ერისთავის “სამშობლო ხევსურისას” შესახებ დავწერე ფორუმ.გე-ზე, ეს ის ლექსია რომელიც ტავგზას უბნევს მეთქი თანამედროვე ახლაგაზრდას და დროის გამოწვევბზე არაადეკვატურს ხდის… დაახელოებით ასეთი შინაარსის… დამესივნენ… 🙂 ახლაც იგივეს ვფიქრობ და შენს კითხვაზე: <> ერთმნიშვნელოვნად გიპასუხებდი: ჭეშმარიტება, თუკი მას სამყაროს მამოძრავებელ მთავარ ძალად მივიჩნევთ.
    რჩევისტვის გმადლობ, თუ სადმე წავაწყდი მაგ წიგნს, აუცილებლად წაიკითხავ. 🙂

    ეთნიკურობაზე დაფუძნებული ერთობა… საქართველოში… ? რა ვიცი… ? სწორია? ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ საქართველოს და ამერიკას ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის მრავალეთნიკური საზოგადოება. განსხვავება ისაა, რომ ისინი 200 წელზე მეტია რაც ჩამოყალიბდნენ სახელმწფოდ, ჩვენ კი 3000 წელზე მეტია რაც ვაშენებთ მას :)) ეთნიკურობაზე საუბარი ჩვენთან ძალიან მტკივნეულია. არა? 😉

  6. gijmaj Says:

    სამშობლო კი… რაფიელ ერისთავი მონოეთნიკურ საქართველოს უმღეროდა, კუთხეებად დაქუცმაცებულს, მუხრან მაჭავარიანი საბჭოთა საქართველოს მოქალაქე იყო. თანამედროვე პოეტები რას წერენ სამშობლოს შესახებ?

  7. zurriuss Says:

    აუ, გავიჭედე…
    ჭეშმარიტება მიყვარს ყველგან და ყველაფერში. მეტიც, ვერ ვიტყუები, როცა მინდა..
    ჰოდა ალბათ ჭეშმარიტებას ვარჩევდი. მაგრამ თუ ერთხელაც ამ ჭეშმარიტებიდან გამოვა, რომ საქართველომ არ უნდა იარსებოს, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას ავირჩევ (თუკი კარგ ხასიათზე ვიქენი).
    ხომ ხედავთ, ერთიანი მოსაზრება არ გამაჩნია.
    შეიძლება, არც უნდა იყოს სწორი ამ არჩევანის გაკეთება ასე ცალსახად. ალბათ, გააჩნია სიტუაციას.
    დღეს, მაგალითად, ჩემთვის ჭეშმარიტება გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო. ხვალ – არ ვიცი, რა იქნება 🙂

  8. Know-it-allz ! Says:

    ეს ისეთი ზოგადი თემაა, რომ რაიმე ერთ, კონკტერულ აზრზე ვერც მე შევჩერდი… თუმცა დაგეთანხმები ზურიუს, რომ თუ საქართველოს ყოფნა არყოფნაზე მიდგა საქმე, მეც სამშობლოს ვარჩევ…

  9. თაკო Says:

    როგორი მართალი კაცია რაფიელი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: