რელიგია და საქართველო

არ შემეძლო ეს პოსტი არ დამეწერა…
ამას წინათ “DAV1D“-მა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა უბრალო სტატია რელიგიური უმცირესობის ერთ-ერთ მიმდინარეობაზე, რასაც კომენტარებში მოყვა დიდი აურზაური…

რით ვერ გადავლახეთ ეს პრობლემა, ჩემამდე არ დადის… ვინც მართლმადიდებელი არ არის, ესე იგი ეშმაკია, ან ეშმაკის მოციქულია… ან მკრეხელია.. ან ან ან ან ……. და ა.შ….

ჯერ ერთი, რომ ზემოაღნიშნული სტატია იყო უბრალოდ ინფორმატიული ხასიათის  და არანაირი სხვა დატვირთვა  არ ჰქონია…

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში…

ხალხო, როდემდე უნდა გაგრძელდეს რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია?

სხვა თუ არაფერი, დავით აღმაშენებლი ხომ იყო მართლმადიდებელი? ეკლესიამ ხომ შერაცხა წმინდანად?

ჰოდა, თვით დავითი დადიოდა მეჩეთებში… და პატივს სცემდა სხვის რელიგიას…

“დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში… ისმენდა ხუტბასა და ყურანის  კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუიზინებს მრავალ ოქროს.  იგი მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ სცემდნენ პატივს ისლამის მფლობელები”. – ალ-ჯაუზი (არაბი ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის შესახებ).

რომელი ვართ დავითზე უფრო მორწმუნე?

და ჩვენ კი კათოლიკეებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მუსულმანებზე, სექტას ვუწოდებთ და ცრუმორწმუნეებს ვეძახით…

მგონია, რომ არასწორია ასეთი მსჯელობა… და ყველას პატივისცემისკენ მოვუწოდებ…

ასე რომ, უმეცრება იწვევს ყველა უბედურებას… გირჩევთ შეისწავლოთ ყველა რელიგია… გაიგოთ რა არის კარგი და რა არის ცუდი…   მე პირადად დაწყებული მაქვს ეს საქმე….

პ.ს. რაც შემეხება მე, ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ, და არც იყო საჭირო ამის აღნიშვნა… თუმცა საბოლოოდ რომ გავაქარწყლო ეჭვები, მაინც….

Advertisements

Tags: , , , , , , ,

53 Responses to “რელიგია და საქართველო”

  1. David Says:

    გაგრძელდება მანამ სანამ არ გაიგებენ რომ სხვა რელიგია არ კლავს და ყველა რელიგიაში არის კარგი რაც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს ცხოვრებაში.

    ვინც სხვა რელიგიაზე ლაპარაკობს, მაინც და მაინც იმ რელიგიის წარმომადგენელი გონიათ და თვლიან რომ მართლმადიდებელმა სხვა რელიგიაზე არ უნდა ილაპარაკონ ..

    სიბნელეა ..

  2. Ilya Says:

    ნაწერზე გეტყობა გაბრაზებული ხარ … იცი რა არის ? უკვე იმდენს საუბრობენ ამ თემაზე, რომ ცოტა არ იყოს დავიღალე , ყველას აქვს არჩევანის უფლება (მიუხედავად იმისა , რომ ზოგ ზოგიერთებს პირზე აკერიათ ეს ფრაზა , მაინც უნდა დავწერო) … შენ ხომ არ გაქვს პრობლემა რლიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით ? ზოგს აქვს , ჩემს ახლო წრეშიც კი , რამდენიც არ უნდა “უჩიჩინო” მაინც თავისას “აწვებიან” , ასე რომ ჩემო გიორგი ვფიქრობ , რომ აზრი არ აქვს ამ ყოველივეს , მაინც ვერ გაიგებენ სანამ თავად არ მივლენ მაგ დასკვნამდე …. ეს პროცესი კიდევ უფ უფ უფ დიდ დროს მოითხოვს 😛

  3. David Says:

    კაი რა ილია .. რას საუბრობენ? ვინც საუბრობს იმას ან ცემენ, ან აგინებენ, ან აკრიტიკებენ.

    კაი შეიძლება ისლამი და ბუდიზმი არ მოგწონდეს მარა კათოლიკეებიც და სხვა ქრისტიანული რელიგიური განხრების წარმომადგენლებიც რომ ეზიზღებათ ეგ მიკვირს.

    გეთანხმები იმაში რომ დიდი ხანი არ შეიცვლება არაფერი.

  4. Ilya Says:

    ხო დათო ზუსტად ერთ და იგივე რამეს ვიძაიხთ , უბრალოდ მე ვამბობ ,რომ ქართველი საზოგადოებისთვის ამ ყველაფრის გათვიცნობიერება ფაქტობრივად შეუძლებელია … (დიდი დროა საჭირო)

  5. Know-it-aLL ! Says:

    ჰოდა, დიდი დრო რო სჭირდება ეგ გასაგებია. უბრალოდ თუ არ ვისაუბრეთ ამ თემებზე და ისევ ტაბუდადებული დავტოვეთ, იქნება და იქნება… და არაფერიც არ გამოსწორდება…
    ჩაკეტილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაგრამ იმედია მალე რაღაც სინათლე მაინც შემოაღწევს..

  6. ირაკლი Says:

    ძალიან საინტერესო დისკუსიაა!!! ვეთანხმები მათ ვინც მიიჩნევს აუცილებლად ამ თემის ხშირად გადახედვას. თუ ქართველებს გვაქვს პრეტენზია ვიწოდებოდეთ ეპროპულ სახელმწიფოდ და საზოგადოებად, მაშინ უნდა ვისწავლოთ სხვა რელიგიის წარმომადგენელთა პატივისცემა. კი ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია აქ უბრალოდ რაიმე სტერეოტიპთან კი არა, არამედ ერის შეგნებაში ჩადებულ მანკიერ წარმოდგენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რაც უფრო გვიან დავიწყებთ საუბარს იმაზე რომ რაც მიღებულია ის ყოველთვის სწორი არაა, მით უფრო მეტ ხანს მოგვიწევს ამ გაუგებრობაში ყოფნა.

  7. Ilya Says:

    აბა დააკვირდით , ჩვენ აქ ვსაუბრობთ საზოგადოების ისევ და ისევ ის ნაწილი , რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს ამ თემასთან დაკავშIრებით, და ცოტა არ იყოს მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ ახლა ამ ყველაფერს ტაბუ ეხსნება …
    … როგორ ფიქრობ პრობლემა აღმოიფხვრება იმითი რომ თემაზე 4 კომნეტარია და არანაირი ოპოზიცია ? : )

  8. Know-it-aLL ! Says:

    ეს პოსტი რატომაც დავწერე, ის თუ იცი, მაშინ გაიგებ : )

  9. ნატოშა Says:

    სინამდვილეში, ის ადამიანი, რომელიც ასე მწვავედ რეაგირებს სხვა რწმენებზე, არ არის ქრისტიანი.
    ქრისტე იყო ყველაზე შემწყნარებელი, ყველაზე ლიბერალი ადამიანი ( ან ღმერთ-ადამიანი) და სიყვარულს ქადაგებდა, ესენი კიდევ გარშემო მარტო სიძულვილს და აგრესიას ავრცელებენ, რა ქრისტიანობაზეა ლაპარაკი? ისიც კი არ იციან, თავისი ღმერთი რას ეუბნებოდა 🙂

  10. Know-it-aLL ! Says:

    100 % გეთანხმები, ნატოშ : )

  11. გ.გ. Says:

    მართმადიდებლებო რამდენმა იცით მრწამსი,ან თუნდაც მამაო ჩვენო???რაის ევროპა და რის გლობალიზაცია,ცოტა აზრზე მოდით,თქვენისთანა (შემწყნარებლებმა) დაღუეს ეს ქვეყანა,
    დავით აღმაშენებელს როცა ახსენებთ პირში წყალი გამოივლეთ და ისე დაიწყეთ ლაპარაკი მის ღვაწზე და ნამოქმედარებზე(ჯერ ეს ერთი),და მერე მიედარეთ და ისაუბრეთ

  12. გ.გ. Says:

    ასე ერთიანად რამ გადაგვაგვარა ხალხო??? რატო ვიცავთ და ვაფარებთ ხელს იმათ ვინც მწვალებლობას და ანტიქრისტიანულ (ვითომ) ცნებებს ქადაგებენ,შემზარავია უბრალოდ თქვენი პოზიცია

  13. გ.გ. Says:

    გირჩევთ რო ამ სასინელებების წერას და სექტების შემწყნარებლობას ჯობია რო რეალურად საქმე აკეტოტ და არ იქადაგოთ საულელური მხარდაჭერები

  14. Know-it-aLL ! Says:

    არავინ არაფერს არ ქადაგებს მეგობარო : )

  15. გ.გ. Says:

    ნატოშა მინდა გკითხო….ვინ ავრცელებს სიძულვილს და აგრესიას???? ჩვენ ხალხი არ გვძულს პირიქით გვეცოდება და ქრთული მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ლოცვას აღავლენს შეცდომილების მიმართ (ხშირად უნდა კითხულობდე ჩემო კარგო ლოცვას და იქ ნახავ რო წერია “აცხოვნე უფალო და შეიწყალენ უარისმყოფელნი მართმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტ გზათა შეცდომილნი წვალებათაან დაბნეულნი….”)აბა სხვაგან სად წერია ეს???ქართველობა ,რომელიც მართლმადიდებლობასთან ასოცირდება ეს ჯილდოა,ჩვენ გვტკივა ნამდვილად მაგათი ასეთი შემცდარობა და ვლოცულობთ მათთვის(ცნობისათვის)

  16. Know-it-aLL ! Says:

    მე ვცხოვრობ საერო სახელმწიფოში და მაქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.. : ) ასე რომ, ეს ჩემი აზრია, და მიუხედავად იმისა, იზიარებ თუ არა, პატივი უნდა სცე..
    მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და არაფერს არ ვქადაგებ.. უბრალოდ, ტოლერანტული ვარ სხვა რელიგიების მიმართ… და არცერთს არ ვგმობ. პატივს ვცემ მათ…

  17. გ.გ. Says:

    როგორ შეიძლება იწამო და ხელი დააფარო ისეთ სექტას რომელიც არ ცნობს ღმერთად ქრისტეს?და ამბობს რო არ არის საჭირო ლოცვა წიგნიდან თუ სხვა რამეებიდან,შენებურად უნდა ილოცო და შესმენილი იქნება შენი ლოცვაო,განა ეს სასაცილო (სატირალი) არაა????სულიწმინდის მგმობელს ხელი როგორ უნდა დააფაროთ ხალხო???

  18. Know-it-aLL ! Says:

    საქართველოში და მის გარეთ ცხოვრობს უამრავი მუსულმანი, რომელიც ისტორიულად მუდამ ქართველი იყო და მუდამ იბრძოდა ერთიანი საქართველოსთვის…. მათ რა ვუთხრათ???
    რა ვუთხრათ ფერეიდნელ ქართველებს?
    ან ინგილო მუსულმანებს?
    ან თურქეთში მცხოვრებ ლაზებს და ქართველებს?
    და ბოლოს და ბოლოს, აჭარაში მცხოვრებ მუსულმან ქართველებს??? ისინი ვისზე ნაკლები ქართველები არიან?
    ხაზი გადავუსვათ მათ?

  19. გ.გ. Says:

    კი ბატონო აზრი გამოხატე მარა ქრისტიანი მართმადიდებელის მოსაზრებას აქ ვერ ვხედავ,საერთოდ ვერ ვხედავ იმათგან ვინც აქ ჩაბმულია ამ პოლემიკაში,ამაზე მტკივა გული ჩემო მეგობარო,რაღაცნაირად ყველა ერთნაირად ხართ განწყობილები,ვერაფრით ვერ ვხვდები რატო???

  20. Know-it-aLL ! Says:

    ერთი საინტერესო რამ შევნიშნე თქვენს საუბარში…
    მილიარდ ნახევარი მუსულმანი, მილიარდ ნახევარი ჩინელი არ თვლის ქრისტეს ღმერთად… რატომ მათ არ აკრიტიკებთ ასე თავგამოდებით???
    დავიჯერო იეღოველების პრიმიტიული სექტა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქრისტიანობისთვის???

    კათოლიკეებს სექტას უწოდებთ და პრინციპში ამათზე საუბარი ხომ აღარცაა….

  21. Know-it-aLL ! Says:

    მე პატივს ვცემ შენს აზრს… მაგრამ ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს…

  22. გ.გ. Says:

    იმიტომ ჩემო ძამია რო კონკრეტულად მათზეა საუბარი ამ წუთში და სართოდ ამ თემაში
    რაც შეეხება კათოლიკებს და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს რა თქმა უნდა სექტები არიან (თუ ჩემ პასუხებში ეჭვი გეპარება ნებისმიერ მღვდელს კითხე)
    აბსოლიტურად იგივე პასუხს გაგცემს რასაც მე ვამბობ
    უბრალოდ ცნობის მოყვარეობისთვის იკითხე და მერე მიპასუხე აქ ძამი

  23. Know-it-aLL ! Says:

    კარგი “ძამი”, გიპასუხებ… : )

  24. Know-it-aLL ! Says:

    სხვა რელიგიები ცოტა მაინც შესწავლილი გაქვთ? ელემენტარულ დონეზე მაინც? თუ ბრმად გწამთ იმის, რისიც გწამთ?

  25. გ.გ. Says:

    ახლა შენ რაც მითხარი ძალიან შეურაცმყოფელია ჩემთვის რას ქვია ბრმად მწამს???შენ რა კითხვა დასვი თუ იცი საერთოდ ახლა???

  26. Know-it-aLL ! Says:

    შეურაცხყობა თუ მოგაყენე, მაპატიე…
    მაგრამ მაინტერესებს, სხვა რელიგიები გაქვს შესწავლილი?

  27. გ.გ. Says:

    მე შენ სტატიებში ქრისტიანულს ვერაფერს ვერ ვხედავ სამწუხაროდ

  28. Know-it-aLL ! Says:

    ეს თავისუფალი ბლოგია… ქრისტიანული რა უნდა დაინახო? ქადაგებას მე ვერ დავიწყებ და საკმაოდაა სხვა საიტები სადაც ნახავ, რასაც ეძებ…

    ეს ბლოგი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს მსგავსი სტატიები…
    და თუ ქრისტიანულს ვერაფერს ხედავ, ვერც რაიმე მის მგმობ სტატიას იპოვნი…

  29. გ.გ. Says:

    სხვა რელიგიები (სექტები) არა და არც გამჩენია ამის სურვილი იმიტო რო ეს ქრისტიანობაში ეჭვის შეტანას და ძიებას ნიშნავს (ჩემთვის პირადად),თუმცა იყო ადრრე ასეთი რაგაცაც,შემთხვევით ხელში რამოდენიმე ასეთი სისულელე ჩამივარდა და რაგაცეები რო ამოვიკითხე იმდენად ზღაპარი და სიცრუე იყო აღარც დამაინტერესსა

  30. Know-it-aLL ! Says:

    სხვა რელიგიების შესწავლა, სულაც არ ნიშნავს ქრისტიანობაში ეჭვის შეტანას… ჩემი თუ არ გჯერა, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენე… მან შეისწავლა სხვა რელიგიებიც, და რაც სწორად მიიჩნია, ის აირჩია…
    ასე რომ, ძიება და მეტის გაგება, სულაც არ არის ცოდვა…

  31. გ.გ. Says:

    ჭეშმარიტ სარწმუნოებას კირკიტი-და კირკიმალი არ სჭირდება,კი გეტანხმები შეისწავლა მაგრამ მერე რა გამოვიდა ამითი??? უფრო განმტკიცდა რწმენა ჭეშმარიტებისადმი იმიტო რო სხვა ყველაფერი მცდარია ჩემო კარგო….

  32. Know-it-aLL ! Says:

    მოკლედ, კამათს აზრი აღარ აქვს.. მოვრჩეთ : )

  33. გ.გ. Says:

    იმიტო აღარააქვს რომ განათლება გაკლიათ ამ კუთხით და მეტი სათქმელი აღარაფერი გაქვთ,აღარ იცით რა თქვათ ყველამ

  34. Know-it-aLL ! Says:

    შენ თუ ეგრე ფიქრობ, აბა შენ იცი… : ) წარმატებები მეგობარო : )

  35. KIt_Kat Says:

    მდაააჰ…უფრო უარესად ყოფილა საქმე ვიდრე მე წარმომედგინა…G.G იცი რა მაინტერესებს??
    მე რომ ზიმბაბვეში დავბადებულიყავი…მიუვალ ჯუნგლებში და არავითარი შეხება რომ არ მქონოდა ქრისტიანულ სარწმუნოებასთან (მაგალითად აბო ავიღოთ..თუმცა ვინ იცის რამდენი მართლმადიდებელი გადავიდა სხვა სარწმუნოებაზე,ანუ აბოსნაირები ყველა რელიგიაშია)…ხოდა ამიტომ მე ჯოჯოხეთში უნდა დავიხრუკო??? განა მართლმადიდებლობა ამას არ ქადაგებს??

  36. გ.გ. Says:

    ახლაა გლახად შენი საქმე მაგ კითხვის მერე, სუფთა წარმართული კითხვაა
    ქრისტე მოვიდა როგორც მართალთა ისე ცოდვილთათვის
    მეორედ მოსვლის დროს როცა ქრისტე მთელი მსოფლიოს წინაშე იქადაგებს,ვინც შეიცნობს მას ჭეშმარიტ ღმერთად (ვაი იმას ვისაც ამის არ ჯერა) ისინი გადარჩებიან ჩემო კარგო
    საკითხავები იკითხე

  37. KIt_Kat Says:

    უკვე გეტყობა როგორი მორწმუნეც ხარ, შენ მე რომ მიწოდებ გლახას…და წადი იკითხეო ( ანუ თვლი რომ ჩემზე მეტად ხარ ნახითხი) და ამას დამატებული შენივე სიტყვები :”(ვაი იმას ვისაც ამის არ ჯერა) “…. ანუ შენ გებრალება ჩემნაირი ადამიანები….ასეა თუ მე გავიგე სხვანაირად…
    ხოდა ესეთმა მორწმუნემ უნდა იცოდე რომ ქრისიტიანული რელიგია თავისი შემწყალებლობოთა და თავმდაბლობით გამოირჩევა…( რასაც შენზე ვერ ვიტყვი)
    ხოდა ჯობია ამას მიხედო..ვიდრე მეორედ მოსვლაზე მელაპარაკო…იოანეს წინასწარმეტყველება წაკითხული მაქვს, მე, უვიც ადამიანს…

  38. გ.გ. Says:

    ჩვენ ყველა შენნაირი გვებრალება ჩემო კეთილო 🙂

  39. Know-it-aLL ! Says:

    სასაცილოა რა : )

  40. გ.გ. Says:

    ღმერთმა გიშველოთ!!!

  41. Know-it-aLL ! Says:

    u too : )

  42. G.D Says:

    DAV!D შენ რასელის გზას ადგეხარ და რაც შეეხება დავითის ცხოვრებას მასზე ჭორების გავრცელებას შეეშვი

  43. G.D Says:

    მართლმადიდებლობა იმდენად ამოუწურავია რომ თუ მართლმადიდებელი ხარ სხვა რელიგიაზე სასაუბროდ არც უნდა გეცალოს თუ მაინც და მაინც რელიგიაზე ლაპარაკი გინდა.

  44. G.D Says:

    გ.გ მე მინდა ძმურად გირჩიო რო ამათთან საუბარი არ გამოგივა. მე ვხედავ შენს მცდელობას, გინდა რომ ქართული ტრადიცია და სული არ გაქრეს. მე ვიზიარებ შენს მწუხარებას. ვისაც ევროპელობა უნდა იმას უკვე ვერაფრით დაეხმარები.
    მე პროტესტის ნიშნად ამ საიტზე აღარ შემოვალ და შენც იგივეს გირჩევ. იყვნენ მარტო უმრავლესობაში გაუზიარონ თავიანთი ცრუ აზრები ერთმანეთს. იცხოვრონ მშვიდად.
    ნუ დაუყრი მარგალიტს ღორებ.

  45. გ.გ. Says:

    🙂 🙂 🙂 სამარცხვინოა ამათი პოზიცია,ამ არასწორად ნაცხოვრები ხალხის,არც იციან და არც უნდათ რო გაიგონ,ამაშია ყველაზე დიდი პრობლემა,ზუსტად ამნაირების უნდა გეშინოდეს(ქართველებს მეზარბაზნეები რო არ ყავდათ)ესენი არიან ყორღანაშვილები და გამყიდვლები ზუსტად,ასეთებს რას უშვრებოდა აქ ნახსენები ჩვენი წმინდა მეფე (დავით აღმაშენებელი )კი ვიცით

  46. გ.გ. Says:

    ვაი ქართველებო შორს ჩვენგან,და საერთოდ საზოგადოებოიდან,ნუ ცდილობთ საკუთარი (მცდარი აზრის) დამკვიდრებას ზაზოგადოებაში ,მაინც არაფერი გამოგივათ

  47. Know-it-aLL ! Says:

    G.D. და გ.გ, მგონი არავინ გაძალებთ აქ შემოსვლას… და კარგი იქნება თუ მალე დატოვებთ აქაურობას და მომავალში აღარ მომიწევს თქვენი ქადაგების მოსმენა…
    თქვენ თავს მიხედეთ… თუ უკვე დიდი ხანია ზემოთ დაჯავშნეთ ბილეთები??? რაღაც არამგონია…. თქვენ რომ შეისწავლით თეოლოგიის ისტორიას, ან თუნდაც ქრისტიანობას მაინც, მერე გადმოაფრქვიეთ თქვენი მარგალიტები… და ღორები თქვენკენ მოიკითხეთ, და არამგონია რომელიმე მარგალიტებს ისროდეთ აქ..
    ასე რომ, მშვიდობით… თქვენი გზით იარეთ… წარმატებები..

  48. გ.გ. Says:

    ვინც აწი შემოვიდეს თქვენზე უარესად შეცდეს…

  49. Tornike Says:

    😀 eseni vin arian? 😀

  50. gijmaj Says:

    დიდი დასტური ამ პოზიციას. 🙂 დანარჩენი კიდევ, უფრო კონკრეტულად. სხვებმა თქვს და არაერთხელ…
    გიყვარდეს მოყვარე შენი და, რაც უფრო მტავარია (და რის გამოც ერაელემა შეაჩვენეს ქრისტე) – გიყვარდეს მტერი შენი >> მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს იმისათვს, ვინც თავს ქრისტეს მიმდევარს უწოდებს……

    პ.ს. სხვისი გაკიცცხვა ადვილია, მაგალითის მიცემა – ძნელი. წარმატებები ყველას 🙂

  51. Know-it-allz ! Says:

    დასტური რომელ პოზიციააას? : ))

  52. gijmaj Says:

    აი ამას:

    ხალხო, როდემდე უნდა გაგრძელდეს რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია?

    სხვა თუ არაფერი, დავით აღმაშენებლი ხომ იყო მართლმადიდებელი? ეკლესიამ ხომ შერაცხა წმინდანად?

    ჰოდა, თვით დავითი დადიოდა მეჩეთებში… და პატივს სცემდა სხვის რელიგიას…

    “დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში… ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუიზინებს მრავალ ოქროს. იგი მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ სცემდნენ პატივს ისლამის მფლობელები”. – ალ-ჯაუზი (არაბი ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის შესახებ).

    რომელი ვართ დავითზე უფრო მორწმუნე?

    და ჩვენ კი კათოლიკეებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მუსულმანებზე, სექტას ვუწოდებთ და ცრუმორწმუნეებს ვეძახით…

    მგონია, რომ არასწორია ასეთი მსჯელობა… და ყველას პატივისცემისკენ მოვუწოდებ…

    ასე რომ, უმეცრება იწვევს ყველა უბედურებას… გირჩევთ შეისწავლოთ ყველა რელიგია… გაიგოთ რა არის კარგი და რა არის ცუდი…

  53. Know-it-aLLz ! Says:

    მშვენიერია… მე მეგონა პირიქით ფიქრობდი… ესე იგი, ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: