American Ways – On Asking "Why?"

ვაგრძელებთ… აქამდე დრო არ მქონდა, ეხლაც ცოტა მაქვს და შესაბამისად ცოტა ვთარგმნე… მაგრამ, იმყოფინეთ…

წავიდა….

ეს არ არის არც ფილოსოფიური და არც პოლიტიკური წიგნი. იგი ფაქტოვრივად არის გიდი უცხოელებისთვის, რომლებიც ამერიკაში აპირებენ ცხოვრებას. წიგნი მთლიანად ეხება იმას,თუ “რატომ” იქცევიან ამერეკელები ისე, როგორც იქცევიან. კულტურულად და მენტალურად განსხვავებული ხალხისთვის ძალიან საინტერესო და უცხოა ამერიკელების ქცევა.

“რატომ საუბრობენ ისინი ასე ხმამაღლა?” “რატომ უყვართ მათ თავიანთი ძაღლები შვილებზე მეტად?” “რატომ იღიმიან და მეგობრულად გესაუბრებიან მაშინ, როცა შენი სახელიც კი არ ახსოვთ?” ამოუწურავია მსგავსი შეკითხვების ჩამონათვალი და თქვენ წარმოიდგინეთ უმრავლესობაზე შეუძლებელია  პასუხის  გაცემა. ფაქტი ერთია: ხალხი იქცევა ისე, როგორც იქცევა. ამერიკის ზოგადი დახასიათება მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს, როგორებიცაა კლიმატი, XIX საუკუნის სპეციფიკური ისტორია, მოქალაქეების ცხოვრების დონე, ტექნოლოგიური განვითარების მაღალი მაჩვენებელი, ქრისტიანობის გავლენა, პარალელურად ამ გავლენის უარყოფა, კაპიტალისტური სისტება და “ღმერთის კეთილმოწყალე ყურადღება” და ა.შ.

ვერავინ იტყვის, რომელია ამათგან სწორი. ერთმა კომენტატორმა თქვა, რომ ამ აუარებელ რაოდენობაზე შეკითხვებისა “რატომ”  – არის ერთადერთი პასუხი – “იმიტომ”.

მაგალითად, რატომ არიან ამერიკელები ასე პრაქტიკულები? – იმიტომ რომ მათი განათლების სისტემა უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს პრაქტიკას, ვიდრე თეორიას. რატომ ანიჭებს უპირატესობას?- იმიტომ რომ ამერიკელების აზრით თეორია ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რაც მართლა მუშაობს. რატომ ფიქრობენ ასე? იმიტომ… იმიტომ… იმიტომ…

და თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს ამ “რატომებით” სპეკულირება, არ არის აუცილებელი ყოველდღიურ ურთიერთობებში ვიცოდეთ, რატომ იქცევიან ამერიკელები ისე, როგორც იქცევიან…

მთავარი იდეა ამ წიგნისა, ამერიკული და სხვა ქვეყნების კულტურებზე მსჯელობისას არის ის, რომ “ხალხი იქცევა ისე, როგორც ასწავლეს.. და ყველას განსხვავებული მასწავლებელი ჰყავს…”

ახლა დავიწყებთ ამერიკული კულტურის შესწავლა-გამოკვლევას, მაგრამ მანამდე, შემდეგ პოსტში მოგითხრობთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ ამერიკელები თავიანთ თავზე…

დროებით…

Advertisements

Tags: ,

2 Responses to “American Ways – On Asking "Why?"”

  1. David Says:

    საინტერესო იყო მაგრამ ცოტა : (

    შემდეგს ველოდები 😛

  2. ირაკლი Says:

    შენს წიგნს ველოდები! ;)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: