კათოლიკე იერარქის ხედვა დასავლურ ცივილიზაციაზე

კრისტოფ შონბორნი

ამას წინად ინტერნეტში წავაწყდი კათოლიკე კარდინალს, კრისტოფ შონბორნს, რომელიც ძალიან საინტერესო “რაღაცებს” ამბობს… ძალიან დამაინტერესა და წავიკითხე მისი სტატია…
აი სტატიის მისამართიც ვისაც ვრცლად გსურთ მისი წაკითხვა, ოღონდ რუსულადაა..
ს ტ ა ტ ი ა

მოკლედ, ეს კაცი მსჯელობაში აღნიშნავს ზუსტ ასპექტებს…

იგი ამბობს, რომ ქრისტიანობა ახლანდელი დასავლური ცივილიზაციისთვის უცხო რამ არის, თუმცა მეორეს მხრივ ეს ცივილიზაცია ზუსტადაც რომ ქრისტიანობას ეფუძნება.” პარადოქსია, მაგრამ ასეა…”

შონბორნი, თავის გამოსვლაში აღნიშნავს, რომ იგი მიესალმება ეკლესიის ჯანსაღ კრიტიკას. უფრო მეტიც, იგი  აცხადებს, რომ კრიტიკა აუცილებელიც კია ეკლესიის მოდერნიზაციისთვის…

ანუ მისი თქმით, თანამედროვე, სეკულარული ევროპა და მისი კრიტიკა, პირიქით უფრო აძლიერებს ეკლესიას და ფილტრავს მას მოძველებული ტრადიციებისა და დოგმებისაგან…

“ქრისტიანობას დაუშრეტელი რესურსი გააჩნია” – ამბობს კარდინალი შონბორნი, ” და ეს ქრისტეს სიტყვებში ჩანს: მე თქვენთან ვარ უკუნითი უკუნისამდე”.

შონბორნი თვლის, რომ ქრისტიანობა, ეკლესია, მუდმივად უნდა განიცდიდეს განახლებას, მუდმივად უნდა ხდებოდეს მისი მოდერნიზაცია, სიახლის არ უნდა ეშინოდეს…

P. S.  ძალიან მომწონს ამ კაცის ხედვა და დიდი სურვილი მაქვს ჩვენს ეკლესიაშიც გამოჩნდეს ვინმე ასეთი პიროვნება, რომელიც იქნება პროგრესის მომხრე, არ შეეშინდება ჯანსაღი კრიტიკის, შეცდომის აღიარების და სიახლის…

Advertisements

Tags: , , , , , , ,

6 Responses to “კათოლიკე იერარქის ხედვა დასავლურ ცივილიზაციაზე”

  1. David Says:

    გამოჩნდება და ეგრევე ანათემაზე გადასცემენ 😀

  2. Know-it-aLL ! Says:

    ერთი იყო ეგეთი და ისიც ისე შეავიწროვეს,რომ წამოსვლა არჩია…

  3. კაკნა Says:

    “ეკლესიის მოდერნიზაცია” ამას რა მნიშვნელობითაც არ უნდა ამბობდეს არ არის სწორი :D:D:D

    “ქრისტიანობა ახლანდელი დასავლური ცივილიზაციისთვის უცხო რამ არის, თუმცა მეორეს მხრივ ეს ცივილიზაცია ზუსტადაც რომ ქრისტიანობას ეფუძნება” – ევროპაში აღარც ახსოვთ რას ეფუძნებიან ჩვენ კი გვახსოვს.. ერთი + ევროპასთან შედარებით.. 🙂

  4. Know-it-aLL ! Says:

    ჩვენ რომ გვახსოვს, სწორად ვიყენებთ ამას?
    შენ გგონია, საქართველოში უფრო მორწმუნე ხალხი ცხოვრობს, ვიდრე თუნდაც ლიტვაში? ან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში?

  5. kakna Says:

    გვახსოვს და ვის როგორ რა წამს მაგას ვერ გეტყვი =))

  6. Know-it-aLL ! Says:

    ევროპელებსაც ახსოვთ, დამიჯერე : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: