აუცილებლად უნდა ნახოთ "აუცილებლად" !

ჩემი პატარა თავისუფალი თემისმაგვარი….

დავიწყეთ…

აუცილებლად უნდა დავწერო “აუცილებელზე”.

აუცილებლად ვიტყვი – აუცილებლად…

დღეს აუცილებლად შევჭამ საჭმელს..

დღეს აუცილებლად დავლევ წყალს…

აუცილებლად “შევძვრები” კომპიუტერში…

აუცილებლად წავიკითხავ წიგნს…

აუცილებლად დავიძინებ…

აუცილებლად გავიღვიძებ (ჯერჯერობით არ ვაპირებ სიკვდილს )…

აუცილებლად გაგრძელდება ეს ჩამონათვალი უსასრულოდ…

მაგრამ რა არის აუცილებელზე აუცილებელი?

ა(უ)ცილებ-ლად… ე.ი. აუცილებელია… ვერ ავიცილებთ…

გარდაუვალია სიკვდილი და გადასახადებიო, ნათქვამია…

მაგრამ ეს ხომ უკვე ნათქვამია…

რასაც მე ვიტყვი, შეიძლება ესეც ნათქვამი იყოს, მაგრამ, მაინც ვიტყვი, რადგან ამას მე ვამბობ…

ვერ ავიცილებთ სიხარულს…

ვერც – წყენას…

ვერც – უდიდეს იმედგაცრუებას…

ვერც – გამარჯვებას…

რადგან დაცემას აუცილებლად მოსდევს აღზევება… დეკადანსს აუცილებლად მოსდევს რენესანსი, რეგრესს – პროგრესი, ბარს – მთა… ვერ ავიცილებთ ამ კანონზომიერებას.. ეს აუცილებლად შესრულდება…

აუცილებლად გვიღალატებენ…

აუცილებლად მოგვატყუებენ…

აუცილებლად დაგვივიწყებენ…

აუცილებლად გაგვაკრიტიკებენ…

გაგვლანძღავენ კიდეც…

აუცილებლად, რას არ გვიზამენ !…

აუცილებლად ვეცდებით უზრუნველი ცხოვრების შექმნას…

აუცილებლად ვიფიქრებთ ფულზე ! – არაო, არავინ თქვას !

აუცილებლად ვიწუწუნებთ ჩვენს ბედსა თუ უბედობაზე…

აუცილებლად ვიქნებით უკმაყოფილო არსებულით…

აუცილებლად გვენდომება მეტი… იმაზე მეტიც, რასაც ჩვენი გონება ვერ სწვდება…

აუცილებლად გვეყოლება მეგობარი…

აუცილებლად გაგვიჩნდება მტერი…

აუცილებლად მოგვეცემა არჩევანი…

აუცილებლად გავაკეთებთ არჩევანს, ან სწორს, ან მცდარს..

აუცილებლად განსაზღვრავს ეს არჩევანი ჩვენს ბედს…. მომავალს…

აუცილებლად…. აუცილებლად….

აუცილებლად დავინახავთ მზის ჩასვლას ზღვის პირას…

აუცილებლად ვნახავთ აისს…

აისს დაისი მოჰყვება…

აუცილებლად ვისვრით ერთ კენჭს მაინც ზღვაში…

აუცილებლად გამორიყავს ზღვა ამ კენჭს ოდესმე…

აუცილებლად აიღებს ვინმე ამ კენჭს და ისევ ისვრის ზღვაში…

კიდევ გამორიყავს… კიდევ ისვრიან…. აუცილებლად…

აუცილებლად….აუცილებლად….

აუცილებლად ჩავიხედავთ სარკეში ! – და ისიც აუცილებლად “აგვრეკლავს!”

აუცილებლად იქნება ვინმე უკმაყოფილო…

აუცილებლად იქნება პოზიცია, რომელსაც ეყოლება ოპოზიცია…

აუცილებლად შეიქმნებიან მცდარი სტერეოტიპები…

აუცილებლად იქნება განსხვავებული აზრი…

აუცილებლად მოგვატყუებენ…

აუცილებლად გაგვაცურებენ…

აუცილებლად გაგვაწბილებენ…

აუცილებლად გაგვლანძღავენ…

აუცილებლად გამოიშვერენ ჩვენკენ თითს…

აუცილებლად დაგვივიწყებენ, მაგრამ აუცილებლად ვემახსოვრებით ვინმეს…

აუცილებლად დავტოვებთ დედამიწას…

აქ დავტოვებთ მეგობრებს…. მტრებს…

მაგრამ ამდენი “აუცილებლად”-ის საპირწონედ მე ერთ “აუცილებელს” დავაყენებდი…

უცილებლად ვეყვარებით ვინმეს ! ! ! აუცილებლად ! ! !

ეს ბალანსიც აუცილებლად იქნება დაცული…..  აუცილებლად ! ! !

Advertisements

Tags: , , ,

6 Responses to “აუცილებლად უნდა ნახოთ "აუცილებლად" !”

  1. კაკნა Says:

    ოოო ნიჩივო ნიჩივო კაი პოსტია ხო იცი შენ =)) …

  2. წყარო Says:

    აუცილებლად დავწერ ამ პოსტზე კომენტარს
    აუცილებლად გეტყვი რო მომეწონა
    აუცილებლად ვიტყვი რომ ეს აუცილებელი იყო

  3. Know-it-aLL ! Says:

    აუცილებლად გეტყვი – მადლობა : )

  4. Ilya Says:

    აუცილებლად ვეყვარებით ვინმეს ! ! ! აუცილებლად ! ! ! <<< Ai aman "daglija" 😛

  5. David Says:

    აუცილებლა დ ა უცილებლად აუც ილებლად აუცილ ებლად აუ ცილებლად აუცილებლად .. : )

    კაი პოსტია

  6. გიგლა Says:

    …….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: