ჩემი ესე : "სარკე"

სარკე... სარკე.. სარკე......

“სარკე” – ეს არის ჩემი თავისუფალი თემა ქართულში, რომელიც ძალიან მოეწონათ და მირჩიეს ბლოგზე დადეო… ჰოდა, აი ისიც…

სარკე
სარკე…. სარკე… სარკეე…… ს, ა, რ, კ, ე. უკუღმა თუ წავიკითხავთ, მაშინ “ეკრას”. სარკე სარკეში – “ეკრას”. ამ “ეკრას”-ს თუ ისევ სარკეში მოვახვედრებთ, მაშინ ისევ “გასარკდება”. ფიზიკაში არსებობს ცნება – “სარკული არეკვლა” – ანუ სარკე გვაძლევს ზუსტად იმავე ზომის, იმავენაირ გამოსახულებას, ოღონდ შებრუნებულს. სარკე ბუმერანგივითაა… რასაც მისცემ, იმასვე გიბრუნებს. დააკვირდით, როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან რელიგია, მეცნიერება და ჩვენი ყოველდღიურობა. ბიბლიაში ამოვიკითხავთ ასეთ ფრაზას: “მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ მოგექცნენ”. ეს სხვა არაფერია, თუ არა სარკული არეკვლის პრინციპი, ოღონდ ამ ფრაზას თან სდევს სინერგია, ადამიანური მორალის და ღვთიური ნების შერწყმა.
ისევ ფიზიკას თუ მოვიშველიებთ, კიდევ უფრო დავრწმუნდებით, რომ სარკული არეკვლა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია. გარეთ გაიხედეთ… რა ძალითაც უბერავს ქარი, სწორედ ისე შრიალებენ ფოთლები, ისევე ირხევიან ხეები, ისევე ბიბინებენ სინქრონულად თვალუწვდენელ მდელოზე პურის თავთავები.
ქმედება იწვევს უკუქმედებას. ფიზიკაში ეს ცნობილია ნიუტონის მესამე კანონით, F1=-F2. ანუ, სარკული არეკვლისას ჩვენ ვიღებთ ზუსტად იმავე გამოსახულებას, ოღონდ შებრუნებულს და ამ კანონის მიხედვითაც (ნიუტონის მესამე კანონი) – იმავე ძალის ქმედებას, ოღონდ შებრუნებულს.
დააკვირდით, ამ ყველაფერს როგორ უკავშირდება “ვეფხისტყაოსანი”.
“რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია”. რა არის ეს, თუ არა სარკული არეკვლა, რომელსაც დამატებული აქვს ბიბლიური ჭეშმარიტების სიბრძნე, ადამიანური მორალის სასწავლებელი ელემენტები. მაგრამ, პრინციპი ხომ იგივეა???

ნახეთ, როგორი წრედი შეიკრა (ისევ და ისევ ფიზიკა- “წრედი”).

აქედან რომელიმეს თუ მოვაშორებთ, წრედი დაირღვევა, ჭეშმარიტება “სარკული არეკვლის შესახებ” ვეღარ დამტკიცდება.
ასე რომ, ნახეთ, სარკე, ერთი შეხედვით ჩვენი გარეგნობის ამსახველი ნივთი, თურმე რა ყოფილა.
სარკე, თურმე, ჩვენ მეცნიერებას, ბიბლიასა და “ვეფხისტყაოსანს” გვასწავლის და ჩვენ კი როგორ ვპასუხობთ? – თმის დავარცხნით…. და ა.შ.
სარკეც გაბრაზდა და “აგვრეკლა”. აღარ გვასწავლის არც ბიბლიას და არც არაფერს. რასაც ვუკეთებთ – იმასვე გვპასუხობს.
აბა, მიდით სახლში, სარკის წინ ბიბლია, ან “ვეფხისტყაოსანი” აიღეთ, სარკე ორივეს აირეკლავს და ორივეს შეგასწავლის.
ასე რომ, გიყვარდეთ სარკე ! მაგრამ ცხოვრებაში სარკესავით ნუ მოიქცევით. ხანდახან ცუდი გამოსახულება კეთილად გადატეხეთ და ისე დააბრუნეთ უკან. სხვებს სარკესავით ნუ გაუბრაზდებით….
ჩემი რჩევაა, სხვისგან ყოველთვის ელოდეთ სარკული არკვლის პრინციპს, მაგრამ თავად ნუ იხემძღვანელებს მისით…
რადგან ეს ისევ აირეკლება თქვენზე…
სარკე არ გაპატიებთ… !

Advertisements

Tags: , , ,

9 Responses to “ჩემი ესე : "სარკე"”

  1. David Says:

    საინტერესოა .. : )სარკე ერთ ერთ საოცრებად ითვლებოდა ძველ დროში.გეთანხმები, მარტო ვიზუალური მხარე არ უნდა დავინახოთ სარკეში ჩახედვისას.

    სამწუხაროდ ერთმანეთს “ჭამენ” რელიგია და მეცნიერება. ხალხიც სწორად ვერ გებულებს ვერც ერთს და ვერც მეორეს.

    კარგი ესეა 🙂

  2. ნათიი Says:

    გიო ჩემი შთაბეჭდილება ხო გითხარი…

  3. Know-it-aLL ! Says:

    ოჰ.. კარგი ეხლა..

  4. mari Says:

    კააარგიიააა:))) მომწონს:D 😛

  5. Landish Says:

    გიო მომეწონა, მაგალითებიც რომ მოიყვანე…
    მორალი გასაგებია… და ამას ბოლო აზბაცებში ხაზგასმით ამბობ..

    საკმაოდ სუფთად და ლაკონურად წერია თემა…
    მასწავლებლის ადგილას უმაღლეს ნიშანს დაგიწერდი 🙂

  6. Know-it-aLL ! Says:

    თენქიუ თენქიუ : )

  7. ლილიანი Says:

    nice!!!

  8. დჯ-გურო Says:

    ნუ, რელიგია და მეცნიერებაზე იმას ვიტყვი რომ კაი ხანი დაობდნენ, სოკოები მცენარეები იყვნენ თუ ცხოველები. საბოლოოდ კი ცალკე კლასად გამოყვეს საერთოდ. 😀 ასე რომ ნუ ავურევთ ერთმანეთში რელიგიას და მეცნიერებას.

    პოსტში ყველაზე საინტერესოდ მეჩვენა მოსაზრება: სარკე ხომ უკან აბრუნებს იგივეს, რასაც მიიღებს, ოღონდ ნიშნით საპირისპიროს. იქნებ ბოროტებაც სიკეთედ დააბრუნოს როგორმე, ა?

  9. Know-it-aLL ! Says:

    კარგი იქნება : ))მმმმმაგრამ ეგეთი სარკე, მე არ ვიცი : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: