American Ways – შესავალი – ნაწილი 1

აი, როგორც დაგპირდით გითარგმნეთ პირველი თავის  ნახევარი…  დრო არ მქონდა მეტის… ასე რომ, ესეც იმყოფინეთ ჯერჯერობით : )

პ.ს. შეიძლება არ მოგეწონოთ თარგმანი. ხანდახან ძალიან ხელოვნური შეიძლება  ჩანდეს, მაგრამ ნუ გამაკრიტიკებთ. პროფესიონალი თარჯიმანი მე არ ვარ და რაც არის ეს არის.

დავიწყეთ….

American Ways

შესავალი  – Introduction

ამერიკელთა უმრავლესობა თავის თავს გახსნილ, გულწრფელ და მეგობრულ ადამიანად მიიჩნევს. თუ რაიმეს ჰკითხავთ – მაშინვე გიპასუხებენ. არაფერი აქვთ დასამალი. ამერიკელებს არ ესმით რატომ ვერ უნდა გაუგონ მათ უცხოელებმა. რა თქმა უნდა, არის ენის პრობლემებიც.

უცხოელთა უმეტესობას უჭირს ამერიკელთა პიროვნების გაგება, გააზრება, იმათაც კი, ვინც კარგად ფლობს ინგლისურს(ამერიკულს).

რაზე ფიქრობენ და რას განიცდიან ამერიკელები? რა აზრი და დამოკიდებულება იმალება მათი მოქბედებების მიღმა? რა არის მათი მასტიმულირებელი? რა აიძულებს მათ ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც ამას აკეთებენ?

ეს წიგნი სწორედ ამ კითხვებს შეეხება. იგი განკუთვნილია სწორედ იმისთვის, რომ დაეხმაროს უცხოელებს, მიუხედავად იმისა თუ რა ვადით სტუმრობენ ისინი აშშ-ს, ამერიკელების გაგებაში და მათი მენტალიტეტის თითოეული ნიუანსის გააზრებაში.

On Understanding

წიგნის იდეა ის არ არის, რომ აიძულოს უცხოელები მოეწონოთ ამერიკა. ზოგს პოზიტიური შეხედულება შეექმნება ბევრი ამერიკელის მიმართ, ზოგს შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს აშშ და ამერიკელები. ზოგს დიდი ხნით დარჩენა სურს აშშ-ში, ზოგსაც კი ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება თავის სამშობლოს.  მაგრამ ორივე ჯგუფი ამ ადამიანებისა მხოლოდ და მხოლოდ ისარგებლებენ იმით, რომ სწორად გაუგეს ამერიკელებს.

“გაგება” (გააზრება, გაანალიზება) აქ ნიშნავს  განსაზღვრული იდეების, აზრების  ქონას გარკვეული კონკრეტული მოქმედებების მიმართ.

ახლა კი მოდით განვიხილოთ მაგალითი, რის გამოც ბევრს ნეგატიური დამოკიდებულება შეექმნა ამერიკელებზე.

ტარიკ ნასარი ( Tariq Nassar) ეგვიპტელია. მის საზოგადოებაში, ხალხი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახურ ლოიალობას.  მოვალეობებსა და ვალდებულებებს (obligations) მშობლებსა და შვილებს შორის, დიდი ადგილი უჭირავთ მათ ცხოვრებაში. ტარიკი აშშ-ში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად. იგი აქ სწავლობს უნივერსიტეტში და ჰყავს “მასპინძელი ოჯახი” ( Host Family), რომელიც ხშირად პატიჟებს ხოლმე მას თავისთან სადილად ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. ეს არის უილსონების ოჯახი. მისტერ უილსონი საშუალო ასაკის მამაკაცია, პროფესიით ინჟინერი. მისი ცოლი დროის ნახევარს იურიდიულ ფირმაში ატარებს. მათი შვილები, 22 წლის გოგონა და 19 წლის ბიჭი,  უნივერსიტეტში სწავლობენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მოშორებით შტატში. მისტერ უილსონის მამა 2 წლის წინ დაიღუპა. დედა კი მოხუჩთა საერთო საცხოვრებელში (Nursing Home)  ცხოვრობს. კვირას, სადილის შემდეგ, ტარიკი ვილსონებთან ერთად მიდის მოხუცის სანახავად. საერთო საცხოვრებელი სავსეა  მოხუცებით, რომელთა უმრავლესობა ან მოსასვენებელში ზის,  ან  თავის ოთახშია, ან ბანქოს და დომინოს თამაშობს და ან ტელევიზორს უყურებს.

უილსონის დედა აშკარად მოხუცია, მაგრამ ნორმალურად შეუძლია გადაადგილება. ცოტა ხმამაღლა თუ დაელაპარაკები, გაიგებს. მისტერ უილსონი ამბობს, რომ კვირაში ერთხელ ნახულობს დედას. ხანდახან კი ქალაქიდან გასვლა უწევს და შესაბამისად ვიზიტებს შორის შუალედი რამდენიმე კვირა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში მისი მეუღლე ნახულობს ხოლმე მოხუცს. შვილები ნაკლებად, რადგაც ერთ-ერთი შორს ცხოვრობს.

ამ ყველაფრის შემხედვარე, ტარიკი გაოგნებულია ( horrified). როგორ შეუძლია მისტერ უილსონს, რომელიც ძალიან გულთბილი და თავაზიანია, დედამისი აქ აცხოვროს? რაცომ თავისთან არ წაიყვანს?

რა დახასიათებას მისცემდა ტარიკი მისცემდა ტარიკი მისტერ უილსონის ქცევას?  რამოდენიმე ვარიანტია:

ვილსონი ეგოისტი და უპასუხისმგებლოა, რომელსაც არ ესმის რა ვალდებულებები აკისრია შვილს მშობლების წინაშე.

ან უილსონის დედას რაიმე სამედიცინო ან ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და სპეციალურ მეთვალტურეობას და ზრუნვას მოითხოვს და რასაც უილსონი სახლში ვერ გაუწევს.

ან კიდევ,  უილსონის ცოლი დომინირებს ოჯახში და არს სურს ქმრის დედასთან (“დედამთილთან”) ერთად ცხოვრება.

ყველა ეს ვარაუდი შესაძლოა სწორი იყოს, მაგრამ არსებობენ კიდევ სხვები, რომლებიც უკეთ ახსნიან სიტუაციას, რომელიც ტარიკმა იხილა. ტარიკს რომ სცოდნოდა, თუ როგორ იზრდებიან ამერიკელები, დამოუკიდებელ ინდივიდუალებად, იგი უკეთ გაიგებდა თუ რატომ იყო მისტერ უილსონის დედა მოხუცთა თავშესაფარში. იგი გაიაზრებდა, რომ უილსონის დედას შესაძლოა თავშესაფარში ცხოვრება ურჩენია იმას, რომ შვილს ტვირთად დააწვეს (be a “burden”).  ტარიკი ალბათ მიხვდებოდა, რაღაც დონეზე მაინც, რომ პირადულობა (Privacy) და პირადი ცხოვრება ამერიკელებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მის ქვეყანაში.

თუ ტარიკი სხვა ინტერპრეტაციას მისცემდა სიტუაციას, ის შეიძლება საკმაოდ ცივი და შესაძლოა აგრესიულიც კი გამხდარიყო უილსონის და მისი ოჯახის მიმართ.  და მათი ურთიერთობა შეიძლება დამთავრებულიყო. ამის გამო იგი დაკარგავდა შანსს სოციალიზაციისა, საზოგადოების უკეთ გაცნობისა. დაკარგავდა შანსს თავისი პროფესიის, ინჟინერიის უკეთ შესწავლისა.

მაგრამ მეორეს მხრივ, ტარიკს რომ გაეთავისებინა და გაეანალიზებინა რეალობა ისე, როგორ ამას უილსონი და მისი ოჯახი აკეთებდნენ, იგი სავარაუდოდ პირიქით, უფრო მჭიდრო და ახლო ურთიერთობას დაიჭერდა უილსონების ოჯახთან.

ასე რომ, თუ გავუგებთ ამერიკელებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანი იქნება ჩვენთვის. თუ ვერ შევძლებთ ამას, დიდი შანსია ჩვენი შანსები შემცირდეს და ნეგატიური გრძნობები და სხვა პრობლემები წარმოიქმნას.  ამ წიგნს შეუძლია დაეხმაროს უცხოელებს ამერიკელების მენტალიტეტის, ხასიათის სწორად გაგებაში და იმავე დროს მიზნების მიღწევაში აშშ-ში ყოფნის დროს.

How much generalizing is acceptable? – ანუ – რა დონის, სიხშირის განზოგადებაა მისაღები?

ვინ არიან ამერიკელები? აშშ-ს ფართობია 9,408,802 კვ.კმ. და დასახლებულია 281,000,000 ადამიანით. 2000 წლის მონაცემებით ხალხის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 2,564 ადამიანია ნიუ ჯერსიში, ხოლო დაახლოებით 2 ადამიანი  ალასკაში. აქ არის წარმოდგენილი უდაბნოები, დაბლობები, მაღლობები, მთები, ტყეები, ტუნდრა, და ა.შ.

აშშ-ს მოსახლეობა ეთნიკურად ძალიან ჭრელია.  ამერიკელების უმრავლესობა არის ეთნიკურად  არა-ესპანური ეთნოსის ( Non-Hispanic), 12.5 % ეთნიკურად ესპანელია (Hispanic), 12% აფრო-ამერიკელია, 4% აზიელი და 1% ადგილობრივი ( Native Americans) ამერიკელები, ანუ “ინდიელები”. 2000 წელს 28,4 მილიონი უცხოელი რეზიდენტი იყო აშშ-ში, რომლებიც მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ეთნიკური მემკვიდრეობის ხალხი: აზიელი ამერიკელები, იტალო-ამერიკელები, არაბი ამერიკელები და ა.შ. აქ ყველანაირი კანის ფერის მქონე ადამიანს შეხვდებით: თეთრს, შავს, ყავისფერს, ყვითელს, წითელს…

ამერიკელები არიან კათოლიკებიც, პროტესტანტებიც, იუდეველები, მუსულმანები, ბუდისტები, და სხვა… ზოგს საერთოდ არ სჯერა რაიმე ზეციერი ძალის, ანუ ათეისტია. აქ არიან ისეთებიც, რომელთაც საერთოდ არანაირი განათლება არ გააჩნიათ და ისეთებიც, რომელთაც მრავალწლიანი განათლება აქვს მიღებული.  აქ მულტიმილიონერსაც ნახავთ და უკიდურესად ღარიბსაც. აქ არიან რესპუბლიკელები, დემოკრატები, სოციალისტები, კომუნისტები, მემარცხენეები და სხვა პოლიტიკური მრწამსის ადამიანები. აქ არიან ადვოკატები, ფერმერები, “პლამბერები”, მასწავლებლები, მუშები და სხვა ათასნაირი პროფესიის მქონე ხალხი. ზოგი ქალაქში ცხოვრობს, ზოგიც ქალაქგარეთ.

ყველა ამ მონაცემის გათვალიწინებით, შეიძლება ამერიკელებზე სიღრმისეულად ვისაუბროთ? რა  თქმა უნდა არა.

გასათვალისწინებელია, რომ :

ზოგ საკითხში ყველა ერთნაირია.

ზოგ საკითხში თითოეული ადამიანი უნიკალურია.

ზოგ საკითხში ისინი ჰგვანან ერთმანეთს.

ზოგ საკითხში ყველა ერთნაირია. ექიმები და ფსიქოლოგები სწავლოვენ შემთხვევას, რომელშიც ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქციები მოქმედებენ მიუხედავად რასისა, რელიგიისა, შემოსავლისა თუ პოლიტიკური მრწამსისა.

მეორეს მხრივ,  ზოგ საკითხში თითოეული ადამიანი უნიკალურია. ფსიქოლოგები სწავლობენ მანერას, რომელშიც თითოეული ადამიანის ხასიათი და გამოცდილება საფუძველს უყრის და წარმოქმნის მის კონკრეტულ დამოკიდებულებას და აზრს რაიმეს მიმართ.

ზოგ საკითხში ადამიენები ჰგვანან ერთმანეთს. შეიძლება საერთო  ფიზიკოსების, დედების, ოლიმპიური ჩემპიონების, და ჩვეულებრივი მუშების ხასიათში. ჩვენ ასევე შეგვიძლია საერთო ნიშნები აღმოვაჩინოთ ამერიკელების, ნიგერიელების, ირლანდიელების, ეგვიპტელების და ა.შ. ქცევაში.   ამ ეთნიკური ჯგუფების წევრები იზიარებენ გარკვეულ საერთო გამოცდილებას, რაც მათ შორის მსგავსებებში აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ხანხადან თავად არ ცნობენ ამ საერთო ნიშნებს. ამერიკელები შეიძლება ყველა განსხვავებულად მოგეჩვენოთ, სანამ თქვენ მათ არ შეადარებთ მაგალითად იაპონელებს, როგორც ჯგუფს. შემდეგ უკვე ნათელი ხდება, რინ გარკვეული ქცევები და დამოკიდებულა რაიმეს მიმართ ნიშანდობლივი და დამახასიათეველია ამერიკელებისთვის და შორს დგას ტიპიური იაპონელისაგან.

პრედომინანტური იდეები, ღირებულებები და ქცევები ამერიკული საზოგადოების “მეინსტრიმული” ჯგუფისა, ძირითადად საშუალო კლასის თეთრებს ეკუთვნით. ამ კატეგორიის ხალს უკავია ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოსტები უმრავლესობა. ისინი არიან პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, უნივერსიტეტის რექტორები, მეცნიერები, ჟურნალისტები და ნოველისტები, რომლებიც დიდ ზეგავლენას ახდენენ ამერიკულ საზოგადოებაზე. ამერიკული კულტურა, რაზეც შემდგომში ვისაუბრებთ, უმეტესწილად თეთრი, საშუალო კლასის მამაკაცების გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

ნათელია, რომ ყველა ამერიკელი არ არის თეთრი და არც  საშუალო კლასის წარმომადგენელი.  მოსახლეობის არა თეთრი ნაწილის რაოდენობა მკვეთრად იზრდება და რა თქმა უნდა დიდ  გავლენას ახდენს საერთო კულტურაზე. ამის და მიუხედავად, საზოგადოების მთავარი იდეალები თეთრების საშუალო კლასს ეკუთვნის. სხვა ჯგუფის წევრები ძირითადად  (და არა ყოველთვის) ეთანხმებიან ამ იდეალებს, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დონემდე მაინც. თუმცა უცხოელებმა შეიძლება შენიშნონ ამერიკელები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან  ამ იდეალებს.

უცხოელი ვიზიტორები ხშირად შეხვდებიან ვარიაციებს “ამერიკული კულტურისა”, რომლებიც რამოდგენილია ამ წიგნში.  აქ არის წარმოდგენილი, როგორც უკვე ითქვა, რეგიონული, ეთნიკური, ოჯახური, ინდივიდუალური განსხვავებები და თავისებურებები. სამხრეთელები (ფლორიდელების გარდა), ცნობილი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ცხოვრების წყნარი სტილით და ტრადიციების პატივისცემით. ნიუ ინგლანდელები ცშირად თვითონ ამერიკელების მიერ დახასიათებულები არიან, როგორც წყნარები და არაექსპრესიულები. ტეხასელები უფრო ხისტიები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, ვიდრე მათი შედარებით რბილი ხასიათის მქონე თანამემამულენი მისვესტიდან.

ეთნიკურ “ბექგრაუნდთან” დაკავშირებული ვარიაციები ასევე მნიშვნელოვანია. ჩინელი ამერიკელები განათლებას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ზოგადად ამერიკელები. აფრო-ამერიკელები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც შავ ერთობებში ( communities) ცხოვრობენ, უფრო ფიზიკური მხარის განვითარებისკენ იხრებიან, ვიდრე თეთრები. ასევე არიანი იტალო-ამერიკელები.

იზრდებიან რა ეთნიკურად და კულტურულად განსხვავებულ გარემოში, ამერიკელები თავიანთი ოჯახებიდან ითვისებენ ქცევებს. ოჯახები შეიძლება განსხვავდებოდნენ თავიანთი უკმაყოფილების, უთანხმოების და კონფლიქტების დროს მოქცევით, და  იმის მაჩვენებლით, თუ რა დონით იზიარებენ სხვების აზრებს და შეხედულებებს.

რა თქმა უნდა, აქ არის ინდივიდუალური განსხვავებებიც. ზოგს სახლში ჯდობა ურჩევნია, ზოგს გარეთ ბორიალი. ზოგი მშვიდია, ზოგიც თავგადასავლების მოყვარული და ა.შ.

განზოგადებები, როგორც აქაა მოყვანილი, გამონაკლისების და დახვეწის საგანია.

მკითხველებმა არ უნდა იფიქრონ ის, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველა ამერიკელს გაუგებენ. მაგრამ კარგ შემთხვევაში, მათ გაგებას მაინც დაიწყებენ.

დავიღალე წერით… ჯერჯერობით სულ ესაააა……

Advertisements

4 Responses to “American Ways – შესავალი – ნაწილი 1”

  1. David Says:

    ძალიან კარგია 🙂 Thanks

    ისე ამ წიგნის წაკითხვასთან ერთად ცოტა ამერიკის ისტორიის ცოდნაცაა საჭირო. მერე მიხვდება მკითხველი რატო აქვს თეთრებს ჩაგდებული ძალაუფლება : ) არ ვიცი .. შეიძლება განხილულიცაა შემდეგ თავებში.

    ჩემმა მასწმა მითხრა, დედაჩემი ირლანდიაში რო არ იყოს ალბათ მოხუცთა თავშესაფარში იქნებოდაო. უკეთესად უვლიან და მეთი თავისუფლება აქვთო იქო. 😀 მართალიცაა .. თან არც უნდათ მოხუცებს შვილებთან ცხოვრება (ზოგს შეიძლება კი)

  2. Annie Says:

    საინტერესოა.. ველი მომდევნო პოსტს 😉

  3. გიგლა (მტრედი) Says:

    ეს თუ შენ გადათარგმნე ქედს ვიხრი 😀

  4. admin Says:

    მოიხარე : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: