პრობლემები განათლების სისტემაში (ზედაპირულად)

პრობლემები როა განათლების სისტემაში, ამას ვერავინ უარყოფს.
ზუსტად გუშინ იყო ამაზე საუბარი გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში “წითელი ზონა”.
მთავარი, რისი თქმაც მსურს, არის ის რომ, მასწავლებლები სამწუხაროდ ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე.
რა მაქვს მხედველობაში?
პირველი: არაპროფესიონალიზმი. რაც დამღუპველია და სხვა დანარჩენ პრობლემას წარმოშობს ან ხელს უწყობს რომ წარმოიქმნას.
მეორე: მასწავლებელი, რომელსაც ნახევარი დღის განმავლობაში უსმენ და უყურებ, უნდა იყოს მისაბაძი. მისაბაძში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მისაბაძი დედა უნდა იყოს, ან მისაბაძი ცოლი, – არა. მასწავლებლის პირადი ცხოვრება მოსწავლის საქმე არ არის. მაგრამ მასწავლებელი, ცოდნის გარდა, მოსწავლეს უნდა გადასცემს ღირებულებებს, ფასეულობებს. მასწავლებელი დიდ როლს თამაშობს ბავშვის ჩამოყალიბებაში. და რა სიტუაციაა დღეს ჩვენთან?
მასწავლებლების უმეტესობა საბჭოთა მენტალიტეტის მქონეა. ისინი იმ დროს გაიზარდნენ, ეს მათი ბრალი არაა. მაგრამ ისინი მუდმივად უნდა პროგრესირებდნენ… ამის მაგივრად დღეს ისინი ბავშვებს ასწავლიან (ხშირად, ყველაზე არ მაქვს საუბარი), საპირისპიროს. ისინი არ არიან თანამედროვე ღირებულებების მატარებლები და შედეგად ახალ თაობასაც ასეთივეს ვიღებთ. თუმცა საბედნიეროდ ინტერნეტი მაინც არსებობს და რაღაცას მაინც გაიგებს ბავშვი დამოუკიდებლად…

სხვა მრავალი პრობლემაა სახეზე… რომელთა შესახებ საუბარს მომავალში გავაგრძელებ….

Advertisements

Tags: , , , ,

4 Responses to “პრობლემები განათლების სისტემაში (ზედაპირულად)”

  1. admin Says:

    რას ფიქრობთ ?

  2. თაკო Says:

    ამბობ,” მასწავლებელი, რომელსაც ნახევარი დღის განმავლობაში უსმენ და უყურებ, უნდა იყოს მისაბაძი. მისაბაძში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მისაბაძი დედა უნდა იყოს, ან მისაბაძი ცოლი, – არა.” ანუ ავტომატურად საუბრობ ქალ მასწავლებელზე, იმიტომ, რომ სკოლისთვის კაცი მასწავლებელი გარკვეულ ფუფუნებად იქცა. როგორ ფიქრობ, ეს არაა პრობლემა? და რა არის მისი სათავე?

  3. Know-it-aLL ! Says:

    კი. მართალი ხარ… რატომღაც საქართველოში არის დამკვიდრებული ეგ სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს მასწავლებელი….
    ხალხს ჰგონია, რომ ქალები უკეთ უგებენ ბავშვებს, ვიდრე მამაკაცები… რაც არასწორია…

  4. თაკო Says:

    არა მგონია, მარტო სტერეოტიპი იყოს მიზეზი. თანაც, მე კაცი მყავდა დამრიგებელი, რომელიც არაჩვეულებრივად გვიგებდა და ძალიან გვიყვარდა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: