"ლ" – გუშინ, დღეს, ხვალ

ჰუუჰ…… დიდი ხანია პოპუ”ლ”არული გახდა “ლ”-ს კრიტიკა, ქილიკი, დაცინვა და ასე შემდეგ…
ყველა დასცინის მათ, ვინც “ლ”-ს ამბობს ლ-ს მაგივრად…. უკვე აუტანელი ხდება…
არის კატეგორია ხალხისა, რომელიც “ლ”-ებით საუბრობს, არის კატეგორია, რომელიც ხანდახან გაურევს ხოლმე “ლ”-ს საუბარში, არის კატეგორია, რომელიც ჩვეულებრივად საუბრობს, არის კატეგორია, რომელიც ჩვეულებრივად საუბრობს და დასცინის მათ, ვინც “ლ”-ს ხმარობს ხოლმე, და თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს კატეგორია იმ ხალხისა, რომლებიც თავად საუბრობენ “ლ”-ებით და სხვებს დასცინიან ამის გამო.

მოკლედ, რა მინდა ვთქვა… ერთიც აუტანელია და მეორეც… ვთქვათ მე ვსაუბრობ “ლ”-ებით და ვიღაცა დამცინის, ვინ ეკითხება? რა მისი საქმეა? როგორც მინდა ისე ვისაუბრებ… თვითონ ისაუბროს ლ-ებით ან საერთოდ მეორე უკიდურესობაც ჩანს. მაგარი ლ-ებით… რომელიც არც “ლ”-ა არც ლ, უფრო “სვეცკი” ვარიანტია რა…
რა უბედურებაა ხალხო ეს?
ვინც “ლ”-ებით საუბრობს, ეს მათი პრობლემაა და მათი საქმეა. როგორც უნდა ისე ისაუბრებენ… არავის არ აქვს ვინმეს დაცინვის უფლება…

“ლ”-ების გადამკიდე, მეორე უკიდურესობამდე მივედით, სიღრმისეულ ლ-მდე. რაღაც “ძააან” მაგარზე….

მარაზმია რა….

დასკვნა: ყველამ თავის თავს მიხედოს…
ამოვიდა ყელში….
შემოთავაზება მაქვს: ასო ბგერა საერთოდ ამოვიღოთ ანბანიდან.
ისე მიდის ხოლმე ამაზე ბჭობა, გეგონება სხვა პრობლემა არ არსებობდეს საზოგადოებაში..
კი ბატონო, არაა ლამაზი “ლ”. ჩემთვისაც ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მაქვს უფლება ვინმეს დავცინო იმის გამო, რომ ის “ლ”-ს ხმარობს…

ეს მინდოდა მეთქვა…..

Advertisements

Tags: , ,

5 Responses to “"ლ" – გუშინ, დღეს, ხვალ”

  1. David Says:

    😀 მართალია მაგრამ დაცინვას რა გადააჩვევს ხალხს .. მარტო “ლ” არაა. დამცირებისთვის და დაცინვისთვის თემას რა გამოულევს ადამიანს : )

    P.S აუ ისე ამათმა ლათინო ამერიკელები უნდა ნახონ 😀

  2. Kate_AlukaЯD Says:

    დასტურ! იყო დრო მეც ვკაიფობდი მაგაზე =)) ცოდვა გამხელილი ჯობია 🙂 მაგრამ დიდი ხანია აღარ მაწუხებს 🙂 მივეჩვიე 🙂 მაგაზე დაცინვაც უკვე ძალიან შაბლონური გახდა 🙂 სვეწკი გოგოშკები რომ ლაპარაკობენ და რომელიმე უცებ “ლ”-ს იტყვის და შეიძლება ვერავინ შეამჩნიოს მაგრამ თვითონვე შენიშნავს ” ვაიმე რა “ლ” ჩავურტყიიიი აზროოოოოობ?!” :D:D ხოდა მერე სადმე სუფრაზე კურიოზადაც მოყვებიან :D:D:D

  3. admin Says:

    😀 : ) “დაჟე” რუსულში, სადაც მართლა საჭიროა იმასაც კითხულობს ზოგი რბილად… 2 უკიდურესობაა.. ქართველებმა ზომა არაფერში არ ვიცით…

  4. ლენა Says:

    ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს.. ამ”ლ”ზე ყველა მართალც ისე ბჭობს თითქოს ხალხს სხვა გასაჭIრი არ აქვს

  5. Ilya Says:

    ლь – ებით და ლъ – ებით საზოგადოების გა-თბილისებული ნაწილი საუბრობს (ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ), მაგრამ მათი დაცინვის უფლება არავის აქვს ნამდვილად , ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ისე როგორც მათ სურთ , ან როგორი მეტყველებაც აქვთ ,რა პრობლემაა ? ჩემი აზრით არანაირი 😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: