კარლ დენიცი – Karl Dönitz

დარწმუნებული ვარ ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ჰიტლერი არ ყოფილა გერმანიის პირველი და ბოლო ფიურერი… ბევრი ფიქრობს, რომ ჰიტლერის მერე არავინ ყოფილა… მაგრამ ეს ასე არ არის…
ჰიტლერის გარდაცვალების შემდეგ, ნაცისტურ გერმანიას სათავეში ჩაუდგა კარლ დენიცი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე მოუწია ამ პოსტზე ყოფნა.

ცოტა რამ კარლ დენიცის შესახებ:

დენიცი დაიბადა 1891 წელს ბერლინში. იგი იყო გროსადმირალი, მესამე რეიხის სამხედრო საზღვაო ძალების მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომში.
ჰიტლერის გარდაცვალებამდე იგი ამ პოსტზე იმყოფებოდა, თუმცა ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ დენიცი გახდა მისი მემკვიდრე რაიხსპრეზიდენტისა და ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე 1945 წლის მაისში.

დენიცი, ისევე როგორც ჰიტლერი, პირველ მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა სადაც იგი ტყვედ ჩავარდა.
ტყვეობაში ჩავრდნამდე სამსახურის პერიოდში დენიცი მიხვდა, რომ გერმანული სამხედრო სტრატეგია გამოეყენებინათ წყალქვეშა ნავები მხოლოდ და მხოლოდ გემების დამცავ-გამცილებელ ერთეულებად არაეფექტური იყო. ამიტომ 1919 წლიდან, როცა ის გაათავისუფლეს ტყვეობიდან, იგი წყალქვეშა ნავების სამხედრო შესაძლებლობების თეორიულ შემუშავებას შეუდგა.

მისი მოკლე დოსიე:

01.10.1912-11.09.1916 – კრეისერი »ბრესლაუ/მიდილი»
12.09.1916-00.12.1916 – სამხედრო აეროპორტი »სან-სტეფანო» და »დარდანელი»
00.12.1916-16.01.1917 – წყალქვეშა ნავის მეთაურის საგანმაათლებლო კურსი
17.01.1917-28.02.1918 – „U39“-ის ზედამხედველი ოფიცერი
01.03.1918-04.09.1918 – „UC27“-ის კომენდანტი
05.09.1918-04.10.1918 –„UB68“-ის მეთაური
05.10.1918-15.07.1919 – სამხედრო ტყვეობა
16.07.1919-13.03.1920 – სამხედრო პორტის შტაბსოფიცერი
14.03.1920-19.04.1920 – ტორპედო-ხომალლდის „V5“ მეთაური
20.04.1920-14.03.1923 – ტორპედო-ხომალლდების „T 157“ და „G8“ მეთაური
20.03.1923-02.11.1923 – ტორპედოებისა და ნაღმთმცოდნეობის ინსპექტორი, რეფერანტი და ადიუტანტი
03.11.1924-02.10.1927 – საზღვაო თავდაცვის განყოფილების რეფერანტი
03.10.1927-16.12.1927 – სასწავლო პრაქტიკა კრეისერ „ნიმფე“-ზე
17.12.1927-23.09.1928 – კრეისერ „ნიმფე“-ს ნაციგაციის ოფიცერი
24.09.1928-29.09.1930 – ტორპედო-ხომალდების მე-4 ნახევარფლოტილიის შეფი
30.09.1930-09.09.1934 – ჩრდილოეთ ზღვის საზღვაო შტაბის 1-ლი საადმირალო შტაბსოფიცერი
29.09.1934-21.09.1935 – კრეისერ “ემდენი”-ის კომენდანტი
27.09.1935-13.10.1936 – წყალქვეშა ნავების ფლოტილია „ვედინგენი“-ის შეფი
01.01.1936-16.10.1939 – წყალქვეშა ნავების ფლოტის სარდალი
17.10.1939-30.01.1943 – წყალქვეშა ნავების ფლოტის სარდალი.
30.01.1943-30.04.1945 – «კრიგსმარინეს» მთავარსარდალი.
17.04.1945-30.04.1945 – ამასთანავე «ვერმახტის» ჩრდილოეთის ფრონტის მთავარსარდალი.
01.05.1945-დან – «ვერმახტის» მთავარსარდალი.

ალბერტ შპეერი თავის მოგონებებში იხსენებს, რომ 1945 წლის თებერვალში ერთ-ერთ თათბირზე დენიცმა შექმნილ ვითარებაზე თქვა: “მე აქ მხოლოდ ფლოტს წარმოვადგენ. სხვა დანარჩენი ჩემი საქმე არაა. ფიურერმა იცის რასაც აკეთებს.” ადოლფ ჰიტლერმა თავისი ანდერძით დენიცი ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობის მემკვიდრედ დატოვა, თუმც ამ ანდერძის კანონიერი საფუძველი საკამათო საგანს წარმოადგენს. 1945 წლის 1 მაისს ფიურერის თვითმკვლელობიდან 1 დღის შემდეგ დენიცი გერმანიის უკანასკნელი რაიხსკანცლერი და რაიხსპრეზიდენტი გახდა. მან იმავე დღეს რადიოთი მიმართა გერმანელ ხალხს: “ მე მთელი პასუხისმგებლობით ვიღებ თავზე გერმანელი ხალხის წინამძღოლობას ამ საბედისწერო საათში. ჩემი პირველი ამოცანაა გერმანელები შეტევაზე მყოფი ბოლშევისტი მტრის მიერ განადგურებას გადავარჩინო. ბრძოლა მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად გრძელდება .”

დენიცი და მისი მთავრობა ცდილობდა ზავი დაედო დასავლელ მოკავშირეებთან. თუმცა ასეთი ნაწილობრივი კაპიტულაციის პუნქტი მოკავშირეთა 1943 წლის კასაბლანკას კონფერენციაზე უარყოფილ იქნა. ამის შემდეგ დენიცის მთავრობის ერთადერთ ამოცანას რაც შეიძლება მეტი გერმანელი მებრძოლის დასავლელ მოკავშირეთა ტყვეობაში ჩაგდება წარმოადგენდა. ამით ისინი გადარჩებოდნენ წითელი არმიის შურისძიებას. ეს ამოცანა შესრულდა კიდეც და ასიათასობით «ვერმახტის» მებრძოლი ამერიკელთა და ბრიტანელთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადასროლილი.

დენიცის მთავრობის არსებობამ კაპიტულაციის შემდეგ აზრი დაკარგა. 1945 წლის 23 მაისს დენიცი და მთელი რაიხის მთავრობა, ისევე როგორც «ვერმახტის» უმაღლესი მთავარსარდლობა ბრიტანელთა მიერ დაპატიმრებულ იქნენ მიურვიკში, ქალაქ ფლენსბურგთან ახლოს. 1945 წლის ოქტომბერში დენიცი სამხედრო დამნაშავეთა ტრიბულნალს გადასცეს ნიურნბერგში.
სასჯელის სრული ვადის მოხდის შემდეგ კარლ დენიცი 1956 წელს გაათავისუფლეს და რადგან მისი მეუღლე ინგებორგი უკვე 1952 წელს გარდაიცვალა და მისი ორივე ვაჟი კლაუსი და პეტერი ომში დაიღუპა, მარტოდმარტო ცხოვრობდა აუმიულეში ჰამბურგთან. 1968 წელს მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია „ჩემი ცვალებადი ცხოვრება“, რომელშიც თავის თავს ნაცისტური რეჟიმისაგან დისტანცირებულ სამხედრო მოღვაწედ წარმოადგენს.

უკანასკნელი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მარშლის რანგს ატარებდა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა 1980 წლის 24 დეკემბერს. კარლ დენიცი დაკრძალულია ვალდფრიდჰოფის სასაფლაოზე აუმიულეში.

წყარო: ვიკიპედია.

ძირითადი ნაწილები ამოვკრიფე, რათა ადვილად წასაკითხი იყოს…

უფრო დაწვრილებით: http://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_დენიცი
და თუ ქართული ვიკიპედია ვერ დააკმაყოფილებს თქვენს ცნობისმოყვარეობას, მაშინ ინგლისურად გაეცანით : http://en.wikipedia.org/wiki/Karl_Dönitz

Advertisements

Tags: , , , , , ,

One Response to “კარლ დენიცი – Karl Dönitz”

  1. David Says:

    საინტერესოა.

    დარწმუნებული ვარ რუდოლფ ჰესს დაუტოვებდა ჰიტლერი ყველაფერს ბრიტანეთში რო არ გადაფრენილიყო და ტყვედ რო არ აეყვანათ.
    ასტროლოგების რჩევით გადაფრინდა და ჩამოაგდეს თვითმფრინავი.

    ისე რამოდენიმე დღის გამო 11 წელი იჯდა ციხეში. შეეძლო გაქცეულიყო და გადაერჩინა თავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: