როცა საქმე გვაქვს რთულ ტიპებთან…

ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგხვედრიათ ალბათ უცნაური ტიპები, რომლებიც სხვებისაგან განსხვავებულად იქცევიან… დღეს ადამიანთა რამოდენიმე ტიპზე გესაუბროთ…

1. The Know-it-aLL

“Know-it-aLL”-ები, როგორც ეს სიტყვიდან ჩანს, საკუთარ თავს თვლიან ექსპერტებად ყველაფერში. ისინი თავს გვაჩვენებენ ვითომ ყველაფერი იციან, დარწმუნებით შეუძლიათ ნებისმიერ რამეზე საუბარი და ხშირად აგრძნობინებენ მათ გარშემომყოფთ თავს დამცირებულად. ისინი ყველას ზევიდან უყურებენ. ესეთი ტიპები რთული ხასიათის არიან და ხშირად ძალიან აგრესიულად რეაგირებენ სხვის აზრზე და არ იზიარებენ მას.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

პირველ რიგში, პირადად თქვენს თავზე ნუ მიიღებთ მათ მოქმედებას. უფრო ხშირად მათ უჭირთ “Know-it-aLL”-ებთან ურთიერთობა, ვინც მათთან კონტაქტში შედის. მათ უნდათ ადამიანების გაკონტროლება და ფარად თავიანთ ცოდნას იყენებენ. თუ გინდათ რომ კარგად შეეგუო ასეთ ტიპს, შენ უნდა აიძულო გაიზიარონ შენი იდეები ისე, რომ პირდაპირ არ მიუთითო მათზე , რადგან ეს მათ “ღირსებაზე” იმოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ მათთან მიმართებაში მეტი დიპლომატიურობა გვმართებს.

შემდეგი ადგილი უკავიათ “The Cry Baby”-ებს.

2. The Cry Baby

“The Cry Baby” – სახელწოდებიდან გამომდინარე აქაც ჩანს, რომ ესეთი ტიპის ადამიანები იქცევიან ბავშვურად, როცა მათი სურვილისდა მიხედვით არ ვითარდება მოვლენები. ისინი იყენებენ უხასიათობას რათა იმანიპულირონ ხალხით. ისინი შეიძლება მთელი დღის განმავლობაში იყვნენ ჩუმად, ან უცებ მორთონ ღრიალი იმის გამო, თუ როგორ არავინ არ ითვალისწინებს მათს აზრს. ისინი იქცევიან ინფანტილურად და ასაკისთვის არაადეკვატურად.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

უნდა გავარკვიოთ რატომ იქცევიან ისინი ასე. თუ მიზეზი ეგოისტობაა, მაშინ საუკეთესო გზაა მათი იგნორირება. მაგრამ მათ თუ მართლა აკლიათ ყურადღება და ამის გამო იქცევიან ასე, მაშინ საჭიროა მათი დახმარება და შეგულიანება.

3. The Bossy-Boots

ასეთი ტიპის ადამიანები ყოველთვის ცდილობენ უკარნახონ სხვებს თავისი თამაშის წესები, ანუ მათ სურთ იყვნენ “ბოსები”. მათ ძალიან ძლიერი ხასიათი აქვთ და თუ ნებას მისცემთ, შეიძლება მიწასთან გაგასწორონ. ისინი მიმწოლები არიან და სურთ ადამიანების კონტროლი.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

არც ეცადოთ მათი დამარცხება მათივე თამაშის წესების მიხედვით. აზრი არ აქვს. თავიდან უნდა ისწავლოთ უარის თქმა! თავიდან ეს შეილება რთული იყოს, მაგრამ როცა ერთხელ იტყვი, მერე უფრო და უფრო იოლი გახდება. მთავარია ზრდილობიანობა და სიმშვიდე არ დავკარგოთ. თუ ასე მოიქცევით, თავიდან აირიდებთ მათთან უსიამოვნებებს.

4. The Loose Cannon

ესეთი ტიპები არიან პრობლემების თავი და თავი. ძნელია მათი ზრახვების გამოცნობა. ისინი ძალიან იმპულსური ადამიანები არიან და საკუთარი ქმედების თანმდევ შედეგებზე არ ფიქრობენ.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

არ უნდა აყვეთ მათ. როცა დამშვიდდებიან, მაშინ შეეცადეთ მათთან კონტაქტში შესვლა.

5. The Wet Blanket

“The Wet Blanket”-ები არიან ნეგატიურები და კრიტიკულები. ისინი ყოველთვის პესიმისტურად არიან განწყობლი და ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ცუდზე.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

არის 2 გზა: 1. მათ უნდა დაანახოთ პოზიტიური იმაში, რასაც ისინი ნეგატიურად მიიჩნევენ. და 2. უბრალოდ დაეთანხმეთ. მაგალითად: როცა დაპატიჟებთ მათ პიკნიკზე, ისინი იტყვიან, “ალბათ იწვიმებს” – შენ უბრალოდ უნდა უპასუხო: ” კარგი, ესეიგი არ წამოხვალ?”

6. The Space Cadet

ესეთი ტიპის ადამიანები ძალიან ინტრიგულები არიან : ) თითქოს საკუთარ სამყაროში არიან ჩაკეტილები და რეალობას არიან მოწყვეტილები. ხშირად ისინი ვერ იმახსოვრებენ ვერაფერს, იქცევიან უცნაურად და ეს ხანდახან მათ გარშემომყოფებს დისკომფორტს უქმნის.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

ეცადეთ მათში კარგი დაინახოთ, მათს უნიკალურობას პოზიტიური თვალით შეხედოთ. მაგრამ ნუ ენდობით მათ : )

მგონი საინტერესო გამოვიდა, არა? : )

Advertisements

Tags: , , , , , ,

4 Responses to “როცა საქმე გვაქვს რთულ ტიპებთან…”

  1. კაკნა Says:

    კაია , მაგრამ მე 34-ე ადამიანთა კატეგორიში შევდივარ 😀

  2. Annie Says:

    ნამდვილად =)

  3. ნათიი Says:

    აუ რა ნაცნობი თემაა :):) :*

  4. admin Says:

    : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s