"კარდუს ორდენი" – what is this???

ამასწინათ  “ინტერნეტში ძრომიალის” დროს აღმოვაჩინე “კარდუს ორდენი”. ეს არის ქართველი ახალგაზრდების  მიერ შექმნილი ორდენი, რომელიც იდეაში ატარებს ეროვნულ-პატრიოტულ-ნაციონალისტურ ხასიათს.  კარდუს წევრები აცხადებენ რომ ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ პოლიტიკაში გამოჩენას. მათი მიზანია :

“ჩვენი მიზანი დღესდღეობით და კიდევ 3-4 წელი იქნება ის რომ რაც შეიძლება მრავალი წევრი შემოვიმატოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გავეცნოთ, შევეკრათ დავუახლოვდეთ ერთმანეთს ,განათლება მივიღოთ და ვისწავლოთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება იმ ხალხმა რომელნიც ნაციონალისტური იდეოლოგიას ვიზიარებთ. რათა უახლოესი წლების განმავლობაში ჩამოვყალიბდეთ ერთ გუნდად მთლიან ორგანიზმად სადაც კარდუს ორდენის წევრები ერთმანეთისთვის დები და ძმები იქნებიან. განვავითაროდ, დავხვეწოთ და ჩამოვაყალიბოთ მწყობრი, ზუსტი, ნათელი ნაციონალისტური პოლიტიკურ-იდეოლოგიური თეზისები, პრინციპები და დოქტრინა რომელიც იქნება ჩვენის აზრით ქართველი ერის, სახლმწიფოს კეთილდღეობის მომტანი, რომელსაც შემდგომ გავყვებით და რომლისთვისაც ვიბრძოლებთ. შევქმნათ მყარი ფუნდამენტი რომელზედაც შემდგომ ძლიერი მყარი ნაგებობა აშენდება!!! ჩვენ არ ვიქნებით უბრალოდ პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვიქნებით ორდენი, მოძრაობა, გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა რომელნიც სახელდახელოდ კი არ იქნებიან შეკრებილნი ,არამედ რომელთა სულებიც მძლავრი, მწყობრი მენტალურ-იდეური ჯაჭვებით იქნება ერთმანეთზე გადაჭდობილი, ერთ მუშტად შეკრული არსება ,ორგანიზმი .რომლისაგანაც წამოვა ძალზედ დიდი მუხტი, ძალა და ენერგია.და ამით ჩვენ განსხვავებული ვიქნებით ყველა სხვა ძალისაგან ხოლო როცა მოვა ჟამი ჩვენი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად გამოსვლისა ჩვენ ვიქნებით ის ძალა რომელიც თავის ერთიანობით, პროფესიონალიზმით შეეცდება დიდი საქმეების გააკეთებას..სამშობლოსათვის!”

მოდით ვისაუბროთ ფაქტებით:

გამაგებინეთ, ეს ნაციონალისტურ-პატრიოტული მოძრაობაა, თუ ფაშისტური???

და თუ არ არის ფაშისტური, მაშინ რა შუაშია ჰიტლერის სურათები, სვასტიკები და ა.შ. რომლებიც კარდუელთა ავატარებს ამშვენებს???

ამასაც არ მივაქცევდი ყურადღებას, ერთ-ერთ გვერდზე შემდეგი რამ რომ არ მენახა. განთლება და პროფესიონალიზმიო გაიძახიან და ანტისემიტები კი არიან :

“სიონისტების სამუკვარ მიზანს წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის შუაზე გახლეჩა, მაგრამ მაგას ვერ ეღირსებიან!!! ვიმეორებ, იუდეველთა საწინააღმდეგო სწავლება პირველი საუკუნეებიდანვე ჩამოყალიბდა ეკლესიაში და მას ვერავინ შეცვლის!!!”აი რას წერს ერთ-ერთი კარდუელი.

ჯერ ერთი, საიდან მოიტანეთ, რომ ეკლესიაში იუდეველთა საწინააღმდეგო სწავლებაა? ან თუ არის, განა ეს კარგია???

ამ ბიჭებს ვერ გაუგიათ სად გადის ზღვარი ნაციონალიზმს, ჭეშმარიტ პატრიოტიზმს და ფაშიზმსა და ნაციზმს შორის, და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს მათივე ხედვაში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები.

კარდუელთა ფორუმზე საკმარისი იყო ერთ-ერთ კარდუელს (შედარებით ლიბერალური იდეების მატარებელს სხვებისაგან განსხვავებით) და წამოეწყო საუბარი ეკლესიაზე, რომ მაშინვე თავს დაესხნენ მას.

ბოლო ბოლო, თუ ფაშიზმი უნდათ და ჰიტლერის ციტატები მოყავთ რაიმეს დამამტკიცებლად ხანდახან, ბოლომდე ფაშისტები მაინც იყავით და ის მაინც იცოდეთ რომ ფაშიზმის პირობებში ნებისმიერი რელიგია იკრძალება.

მოკლედ, ძალიან გაურკვეველი მოძრაობაა…

არ აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა, თუნდაც ეს ჩემთვის მიუღებელი იყოს. მართლაც რომ იყვნენ პროფესიონალები, კი ბატონო, პატივს ვცემ, მაგრამ არ ვეთანხმები… მაგრამ როცა მათი ერთი ქმედება მეორეს ეწინააღმდეგება, აქ უკვე კამათიც არ ღირს…

არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ეს მათი არჩევანია. მაგრამ პროფესიონალიზმი, ყველაფერში საჭიროა მეგობრებო…

http://kardu.ge <– ესაა მათი ფორუმი, და შეგიძლიათ უკეთ გაეცნოთ მათ ხედვას და თუ საერთოს აღმოაჩენთ, გაწევრიანდით კარდუში….

მე არ ვაპირებ… (მართალია არც არავინ მეხვეწება, მარა მაინც : ) )

Advertisements

Tags: ,

17 Responses to “"კარდუს ორდენი" – what is this???”

  1. ნათია Says:

    გიკვირს ეს ყველაფერი? ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ სიახლეზე გაიძახიან “ქართველობას გვართმევენ!” ასეთი გამოხტომებიც მოსალოდნელია. პატრიოტიზმი და სარწმუნოების დაცვა ხალხში დაგროვილი აგრესიის გამოსამჟღავნებლად საკმაოდ კარგი საფარია.. რაც მთავარია “კარგ და მაღალ” მიზანს ემსახურება და ადამიანს სახეში შევაფურთხებ თუ თავს წავაცლი, არ აქვს მნიშვნელობა. ამას კიდევ ემატება მთელი ის ნათავისარი, რომლითაც ეკლესიის მოხელეები (ნუ ყველა არა, საბედნიეროდ) ტვინს ურეცხავენ მრევლს და რომლის გადამკიდეც სახარების შინაარსი, იდეა, დანიშნულება და მიზანი კაციშვილს აღარ ახსოვს.. მოკლედ.

  2. David Says:

    “კარდუელთა მთავარ პრიორიტეტად განათლება და პროფესიონალიზმი უნდა იქცეს” << მივესალმები ამას და კარგი იქნება თუ მართლა შეუერთდება პოლიტიკას ისეთი პარტია რომელსაც მართლა ესმის პოლიტიკის ..

    იმედია დასავლეთს არ გაუკეთებენ იგნორს თორე იქვე დაერხევათ 🙂

    მართლმადიდებლობაც თავის ადგილზე უნდა დააყენონ და ფანატიკოსებად არ უნდა იქცნენ.

    ისე .. ესე დაიწყო მესამე რაიხმაც 😀 (joke)

  3. admin Says:

    : )) დასავლესკენ რო ჰქონდეთ მიდრეკილება კიდე ხოოო, მარა აშკარად პრო-რუსულად განწყობილები არიან….

  4. H.L.H Says:

    რაღაც ძალიან უცნაური ხალხი ჩანს…
    წესიერად ვერ გავიგე რა უნდათ(თავად თუ იციან ნეტა…); იმედია “პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე” რომ გამოვლენ მაშინ მაინც მივხვდები(თ).

    :S

  5. კარდუელი Says:

    აქა მშვიდობა 🙂
    წავიკითხე ზემოთქმული 🙂
    წერილის ავტორის გარკვეულ შენიშვნებს ვიზიარებ გარკვეულში კი თავად მაქვს შენიშვნები
    ჩემი შენიშვნა: როცა რაიმეზე დასკვნას ვაკეთებთ მაშინ მას კარგად უნდა ვიცნობდეთ…ავტორს რომ კარგად წაეკიტხა კარდუს თემები განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანესი თემისათვის “ქართული ნაციონალიზმი” გადაევლო თვალი მიხვდებოდა რომ ფაშიზიმისგან კი არა ჩვეულენბრივი ზომიერი ეთნონაციონალისტებისგანაც კი შორს ვდგავართ 🙂 რამეთუ კარდუს საძმოს ძირითადი და რაც მთავარია მმართველი ბირთვის იდეებია: სამოქალაქო ნაციონალიზმი, პროდასავლური კურსი, მშვიოდბიანი და სამართლებრივი სახლმწიფო 🙂
    ეხლა შენიშვნები რომელიც მიღებულია:) კი ბატონო საკმაო არეულობაა რადგან ჩვენთან არიოან ფორუმში ხალხი რომელიც მართლაც ფაშიზმისკენ იხრება თავიანთი მოსაზრებებით და რიტორიკით..ასევე ხალხი რომელთაც შეიძლება კიდე თავიანთი რაღაცა საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდეს იმ ძირითადი იდეოლოგიური ხაზისგან რომელსაც ჩვენ მივყვებით და ეს მართლაც სასტიკ ქაოსურ სახეს აძლევს ამ ყველფერს 🙂 მაგრამ ზევით კარდუელთა ნების თემიდან დაციტირებულ მონაკვეტშიც ნათლად წერია რომ ჩვენ არავიტარ პრეტენზიას არ ვაცხადებთ პოლიტიკურ აქტივობაზე მინიმუმ უახლესო 5 წლის განმავლობაში მაინც..რადგან ვიცით რომ თუ მართლაც რაიმე ღირებული გსურს შექმნა ადამიანმა მას ინტელექტუალური დახვეწა და პროფესიონალიმზი სჭირდება იმ სფეროში რაშიც აპირებ რაიმეს გაკეტებას..ჩვენ კიდე ვთვლით რომ უამრავია ჩვენში დასახვეწი სასწავლი გამოცდილება მისაღები..ასე რომ ეს ყველაფერი დაიფილტრება დაიწმინდება…ყველანარი ფაშისტური ნაცისტური ან თუნდაც მასთან მიხალოებული ჩამოშორდება კარდუს საძმოს და დარჩება პროევროპული პატრიოტული განათლებული მძლავრი ინტელექტუალური რესურსის მქონე ძალა რომლის უმტავრესი მიზანი იქნება საქართველოში არსებული პიროვნული დაქუცმაცების გათუშულობის აღმოფხვრა და ერთიანი ნაციონალური იდენტობის გამტკიცება, ქართული ენის მკაცრად დაცვა, დემოგრაფიულ პრობლემებზე მთელი ძალისხმევით ზრუნვა,, სასოფლო მეურნეობის აღორძინება განათლება განათლება და კიდევ ერთხელ განათლების სიტემაზე ზრუნვა თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოყვანა.. 🙂 კანონის უზენაესოაზე დამყარებული სმართლებრივი სახლმწიფოს პრინციპების რეალურად განხორციელება და არა მხოლოდ ქაღალდზე ,.. საქარტველოში მმცხოვრები სხვა ეთნოსების ინტეგრირება ერთიან ქართულ ნაციაში..არაეთნიკური ქართველისათვის იმის განცდის ჩანერგვა რომ ისიც ისეთივე თანაბარადაა საქართველოს სახლმწიფოს მოქალაქე და წევრი როგორც ნნებისმიერი ეთნიკურად ქართველი და მასაც თანაბარი პატივისცემით მოეპყრობიან აი ესაა მმართველი ბირთვის მიზნები და ნელ-ნელა ყველანაირი პირისა და იდეებისაგან რომელიც ამის განხორციელებას ხელს უშლიან კარდუში კარდუ დაიწმინდება..მერწმუნეთ 🙂 ნუ მომავალი მაინც დაგიდასტურებთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას 🙂
    დიდება იბერიას 🙂

  6. ადმინ Says:

    admin-გეშლება. ჩვენ პრორუსულები არ ვართ.

  7. ლოლ Says:

    წინა პოსტის ავტორი მე ვარ, ბოდიში, “ადმინ” ჩამეწერა შემთხვევით სახელში =)))

  8. კარდუელი Says:

    პრორუსულები არა..მაგრამ ანტი-რუსულები ვართ 🙂 ძირითადი მმართველი ბირთვის მიმართულება ასეთია 🙂

  9. admin Says:

    ანტი-რუსულები თუ ხართ ეგ არაა პრობლემა… და იმედია პრორუსულები არ იქნებით : )

  10. ramo Says:

    anti rusulebi vart viyavit da viqnebit 😀

  11. Death Says:

    hahaha 😀 pro russulebio 😀 ra sisulelea 😀

  12. admin Says:

    კარდუელო,

    მომწონს შენი მსჯელობა.. და თქვენი იდეების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩემთვის მისაღებია.
    შენიშვნას ვიზიარებ: მართალი ხარ, კარგად არ მყავხართ შესწავლილი. ზედაპირულად გადავავლე თქვენს ფორუმზე საუბრებს თვალი და ამაზე გავაკეთე კომენტარი.
    მსიამოვნებს, რომ იზიარებთ გარკვეულ შენიშვნებს.
    რაც შეეხება თქვენს ხედვას.. მომწონს,რომ ხართ პროდასავლურები.
    მომწონს ეთნიკური უმცირესობების მიმართ თქვენი დამოკიდებულება.
    მომწონს რომ გსურთ ერთიანი ნაციონალური იდენტობის გამტკიცება.
    ვფიქრობ, რომ თქვენნაირი მოძრაობა უნდა არსებობდეს ქვეყანაში.
    ეს უკეთესია პოლიტიკური პლურალიზმისთვისაც…
    მაგრამ 1 შენიშვნა მაქვს.
    რასაც უკვე უპასუხეთ. საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი. და ეს როგორც თქვენ, ისე მეც მეხება.
    მოკლედ.. კარგია რომ გამოეხმაურეთ ამ პოსტს.

  13. admin Says:

    Death, Ramo,

    წაიკითხეთ ზემოთ ჩემი კომენტარი.

  14. admin Says:

    დიდება კოლხ-იბერიას ! 🙂

  15. admin Says:

    კარდუელის მიერ ჩამოყალიბებულ კრედოს ვეთანხმები….
    თუ ესაა კარდუელთა პოლიტიკა, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მეტიც, I support u : )

  16. ატილა Says:

    კარდუელი რასაც წერს და ამბობს ისაა კარდუს პოზიცია. ორდენი ემორჩილება კარდუელს და მის გადაწყვეტილებებს…

  17. admin Says:

    გასაგებია… და მისაღებია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: