Boookz: John Braine – Room At The Top (1957) (ჯონ ბრეინი – გზა მაღალი საზოგადოებისკენ)

ზუსტად გუშინ დავამთავრე ინგლისელი ნოველისტის, ჯონ ბრეინის “გზა მაღალი საზოგადოებისკენ”.
ორი სიტყვით მწერალზე…
ჯონ ბრეინი  (13 აპრილი 1922 – 28 ოქტომბერი 1986)  დაიბადა ქალაქ იორკშირში. მას მიაკუთვნებენ “გაბრაზებულ ახალგაზრდათა” (“Angry Young Men”) მოძრაობას…
მას ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები:

Room at the Top (1957)
The Vodi (1959)
Life at the Top (1962)
The Jealous God (1964)
The Crying Game (1968) (Not related to the 1992 film of the same title)
Stay with Me Till Morning (1970)
The Queen of a Distant Country (1972)
The Pious Agent (1975)
Waiting for Sheila (1976)
One and Last Love (1981)
The Two of Us (1984)
These Golden Days (1985)

ჩამოთვლილთაგან დღეს გესაუბრებით   “Room At The Top”-ის შესახებ, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც “გზა მაღალი საზოგადოებისკენ”.

წიგნის მთავარი გმირია ჯო ლემპტონი, 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა, რომელიც თავისი მიყრუებული დაფტონიდან, გადავა უორლიში, რომელიც გაცილებით უფრო დიდი და მჩქეფარე ქალაქი გახლდათ.
წიგნის სათაურიდანაც მიხვდებით ალბათ, თუ რაზეა იგი…
ჯო ლემპტონი ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს მაღალ საზოგადოებაში.
ეს მეორე მსოფლიო ომი შემდეგ არსებული პერიოდია. როცა თავიდან იწყება ეკონომიკის მშენებლობა, კაპიტალისტური ცხოვრება ხელახლა ცდილობს გაფურჩქვნას, და შესაბამისად ყველა ცდილობს გზა გაიკაფოს მაღალი საზოგადოებისკენ, რაც ნიშნავდა დიდ სახლს, “ბენტლის”, ცოლს, საყვარელს და ასე შემდეგ…ცხოვრებას, სადაც არანაირი ადამიანური გრძნობები არ არის.. სადაც ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო…

ჯო ლემპტონი უორლიში გაიცნობს მასზე 10 წლით უფროს ქალბატონს, ელისს… მათ თავდავიწყებით შეუყვარდებათ ერთმანეთი.. მათი ურთიერთობის დიდი ნაწილი სექსს ეკავა… თუმცა მათ შორის იყო სიყვარული…

ელისი არ იყო “მაღალი საზოგადოების” წარმომადგენელი… ეს იყოს ის დამაბრკოლებელი მიზეზი, რის გამოც ჯომ იგი მიატოვა… და გაცვალა მდიდარი მამიკოს, ქარაფშუტა შვილიკოზე, სიუზენზე.

სიუზენ ბრაუნის მამა, ჯო ლემპტონს შესთავაზებს მაღალანაზღაურებად სამუშაოს, დიდ სახლს, თავისი ქალიშვილის ხელს და ა.შ.. მოკლედ,  ადგილს “მაღალ საზოგადოებაში”…
და ამ სიბინძურეზე, ჯო ლემპტონი გაცვლის ღვთიურ, სათუთ გრძნობებს, რომელიც მასსა და ელისს შორის არსებობდა…

იგი ელისთან მივა და მოიმიზეზებს რაღაცას, რის გამოც დაშურდება…  ელისი უორლიში არავის ეპიტნავებოდა… და ამიტომაც ჯოს საქციელს არავინ ამტყუნებს მიუხედავად იმისა, რომ ელისი, მას შემდეგ რაც ჯომ საზარელი ამბავი ამცნო, დათვრა და ავარიაში გარდაიცვალა.. იმდენად უყვარდა ჯო, რომ ვერ აიტანა მის გარეშე სიცოცხლე…

წიგნის ბოლოს, ჯო ლემპტონს გაორება ეწყება.. ჩვეულებრივი, ძველებური, კარგი ჯო, რომელსაც ელისი უყვარდა, ებრძვის გრძნობადაცლილ, ბინძურ, “მაღალი საზოგადოების” “ღირსეულ” წევრს, ახალ ჯო ლემპტონს….

ჯომ როცა შეიტყო სიუზენის სიკვდილი, ყველაფერი სცადა, მაგრამ ვერ ამოიგდო მისი სახე თვალებიდა… ვერ შეძლო მისი დავიწყება… ბევრი დალია, ქალთანაც იყო, მაგრამ ელისი ვერაფერმა ვერ შეცვალა… ვერც ახალმა “ბენტლიმ”, ვერც 1000-მა შილინგმა თვეში და ვერც მისმა ახალმა პიჯაკმა.. ვეც სიუზენმა და ვერც “მაღალმა საზოგადოებამ”…

წიგნი ამ სიტყვებით სრულდება, რომელსაც ჯო ამბობს: ” ოჰ, ღმერთო, მე მოვკალი ელისი…”  ჯოს პასუხობენ: ” ჩემო კარგო, ასე ძალიან ნუ განიცდი. ელისი მთელ ცხოვრებას დაგინგრევდა. შენ არავინ გამტყუნებს, ძვირფასო. არავინ გამტყუნებს.”
ჯო: ” ოჰ ღმერთო.. სწორედ ეგ არის საშინელება ! სწორედ ეგ არის რომ მაწამებს ! ”

ემოციური შეტევა მივიღე ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ…
ნამდვილად გირჩევთ რომ წაიკითხოთ..
გაგრძლებაც აქვს ამ წიგნს…  “Life at the Top” ანუ “ცხოვრება მაღალ საზოგადოებაში”… რასაც ვეძებ.. ჯერ არ წამიკითხავს….

ძალიან კარგად იკითხება…. არავითარი რთული დიალოგები, არავითარი ტექსტს მიღმა დამალული აზრები… უბრალო, მარტივი ენით, რეალისტურად ასახული მოვლენები….

მე ძალიან მომეწონა…. ასე რომ… კარგი იქნებოდა წაგეკითხათ…

Advertisements

Tags: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: