Boookz: Dale Carnegie – "How to win friends and influence people" – დეილ კარნეგი "როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები"

დღეს მინდა გესაუბროთ დეილ კარნეგის  (1888-1955) ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ  ნაშრომზე, რომელსაც ჰქვია „How to win  friends and influence people”-“როგორ  შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ  ადამიანები“.

ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ სახლში, ერთ-  ერთ თაროზე აღმოვაჩინე. სათაურმა  დამაინტერესა და კითხვასაც შევუდექი.

დამაინტერესა და მალევე ჩავიკითხე  ბოლომდე. ეს ნაშრომი  ფაქტობრივად არის  სახელმძღვანელო ადამიანებთან  ურთიერთობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების  შესახებ. წიგნი მთლიანად რეალურ  ცხოვრებისეულ მაგალითებზეა აგებული, რომლებსაც თავი დეილ კარნეგიმ მოუყარა.

რომ გითხრათ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სხვა ადამიანად იქცევით, არა, მაგრამ რამდენჯერმე თუ გადაიკითხავთ, უკვე გარკვეული შეხედულება ჩამოგიყალიბდებათ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება უსიამოვნებას თავი აარიდო, როგორ მოახდინო დადებითი შთაბეჭდილება ადამიანზე, როგორ გახდე კარგი მოსაუბრე, როგორ დააინტერესო ადამიანები და ა.შ.

წიგნი ამერიკელის მიერ არის დაწერილი და ქართულ რეალობას პირდაპირ ვერ შევუსაბამებთ, თუმცა მასში არის ისეთი რჩევები, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ კარგი „იმიჯის“ შექმნაში ან უბრალოდ წარმატებულ ადამიანად ქცევაში.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, რაც აქ წერია – სიმართლეა. მაგრამ მე აღმოვაჩინე სასარგებლო იდეები და ვცდილობ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანას.

წიგნი ყველგან იშოვება, ქართულადაც არის ნათარგმნი… ასე რომ, ღირს წაკითხვად…

Advertisements

Tags: , , , ,

2 Responses to “Boookz: Dale Carnegie – "How to win friends and influence people" – დეილ კარნეგი "როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვიმხროთ ადამიანები"”

  1. David Says:

    ეს წიგნი ბიბლიოთეკაში შემხვდა შემთხვევით. სათაურმა დამაინტრიგა და წამოვიყოლე 😀

    მერე გამახსენდა რომ შენ მანახე რამდენიმე წლის წინ.. სკოლაში გქონდა მოტანილი =)

    საიტნერესო წიგნია.

  2. admin Says:

    hoo… adre ganaxe : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: