რაღა ჰაიტი და რაღა "2012"

ალბათ ყველამ ნახეთ თუ რა უბედურება დაატყდა თავს კარიბის ზღვის აუზის ერთ-ერთ კუნძულ ჰაიტის.
შვიდბალიანმა მიწისძვრამ მთლიანად მიწასთან გაასწორა კუნძულზე არსებული ინფრასტრუქტურა.

ცნობისთვის, ჰაიტი მსოფლიო რეიტინგში ბოლოდან მესამეა სიღარიბის მაჩვენებლით. ამას ეს უბედური მიწისძვრაც დაემატა და წარმოიდგინეთ რა ხდება ახლა იქ.
წინასწარი მონაცემებით 100.000-მდე ადამიანია დაღუპული,თუმცა ამ ციფრის გაზრდას ვარაუდობენ ნახევარ მილიონამდე.
ასეთი მასშტაბური კატაკლიზმა დიდი ხანია არ მომხდარა, თუ ინდონეზიაში მომხდარ ცუნამის არ გავითვალისწინებთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და 250.000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჰაიტის დახმარების ორგანიზება აშშ-მ ითავა. პრეზიდენტმა ობამამ ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი მოიწვია დასახმარებლად.

უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დახმარება გაიგზავნება ჰაიტიზე. დაზარალებულებს ქართველთა ათკაციანი ჯგუფიც გაუწევს დახმარებას.

Advertisements

Tags: , , ,

4 Responses to “რაღა ჰაიტი და რაღა "2012"”

  1. David Says:

    საშინელებაა.. კიდე ეს უნდოდათ? 😦

    ბუში.. ორლეანის გადამრჩენელს ახალი მისია აქვს =))

  2. ჰაიტი და რელიგია » City of Fallen Angels Says:

    […] იცით ალბათ ჰაიტიზე მომხდარი მიწიძვრის შესახებ რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა.. დაიღუპა ათასობით ადამიანი. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. […]

  3. David Says:

    რა უნდოდა ეთქვა ვიღაცას (ან შენ) ამ კომენტარით? 🙂

    Backlink ებს მიმატებ? 😀

  4. ნინო Says:

    მართალი გითხრათ დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ ცოტა არ იყოს და შემეშინდა, რა იცი სად მთავრდება ტყუილი და იწყება სიმართლე….. ხალხი ძალიან მეცოდება, ისედაც გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდათ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: