ახალი წელი ბათუმში !

აჰა ბატონო ! მოვიდა ახალი წელიც…
როგორი იყო 2010 წლის პირველი წამები, წუთები, საათები…
2010-ში უკვე დაირღვა ერთი “ტრადიცია” და საახალწლო ზეიმის ეპიცენტრი არა თბილისი, არამედ ბათუმი გახდა !
დიახ დიახ…
ჩამოსულ სტუმრებს აღარ ჩამოვთვლი.. ალბათ თავადაც მშვენივრად იცით..

უბრალოდ მსურს რამდენიმე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, რაც კონცერტის მიღმა იკითხებოდა, ანუ ის “მესიჯები”, რომლებიც კონცერტის შემდეგ უნდა გაგვეგო.

კონცერტის დადგმაში, რეჟისურაში, თითოეულ მონაკვეთში, თითოეულ დეტალში იგრძნობოდა ევროპა, თითქოს რაღაც უჩვეულო, აქამდე უცნობი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. ეს იყო აზიური და ევროპული კულტურის ზედმიწევნით კარგად შეხამება. ეს “მიქსი” მოცეკვავეების რაფინირებულ მოქმედებაშიც ნათლად ჩანდა. კონცერტის შემდეგ მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წარმოდგენა არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოდერნიზაციისკენ, ევროპეიზაციისკენ, ცივილიზაციისკენ… კონცერტი თავისთავად შედევრი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის გზავნილებია ევროპისათვის, რუსეთისათვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ აფხაზები და ოსები შეცდნენ… შეცდნენ იმაში, რომ საქართველოს რუსეთი ამჯობინეს.  ამითი ფაქტობრივად თავიანთ “ნაციონალურ იდენტობას”, თუკი ასეთი რამ მათ გააჩნიათ, ხაზი გადაუსვეს.  კონცერტი გზავნილი იყო მათთვის, რომ მათი მომავალი საქართველოშია, ევროპულ და ასევე ეროვნულ ტრადიციების მქონე საქართველოში.

ევროპელებსაც უნდა დაენახათ დასანახი. ასეთ კონცერტებს ათასს ჩავატარებთ, მაგრამ რუსეთს ისე უჭირავს ევროპა, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, რომ უძლური არიან გაზის წინაშე. გერმანიის და საფრანგეთის გაგონებაზე, ევროპაზე საერთოდ მეკარგება შთაბეჭდილება… ჩემთვის ბალტიისპირა ქვეყნები უფროა ევროპა, ვიდრე გერმანია..    ძალიან გადავუხვიე მგონი თემას..

ერთი რამ, რაც ძალიან არ მომეწონა, იყო ის, რომ კარერასი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ჩამოვიდა აქ და იმის მაგივრად, რომ მისთვის ესმინათ, პეტარდების ბათქა-ბუთქის მეტს არაფერს აკეთებდა  ევროპის მოედანზე შეკრებილი “საზოგადოება”. ვართ კი მზად კარერასის და სხვანის და სხვანის მოსასმენად? ძალიან დიდი კულტურული ჩამორჩენა გვაქვს და იმედია მომავალში ამას გამოვასწორებთ და კონცერტების დროს აღარ იქნება იმის გამოცხადება საჭირო, რომ 12 საათამდე არავინ არ უნდა ისროლოს “ბომბები”…

საბოლოო ჯამში, ნამდვილად საქართველოსთვის არნახული მასშტაბის და დონის წარმოდგენა შედგა ბათუმში!
და ის გეზი, რაც აღებულია, მგონი სავსებით მისაღები უნდა იყოს.
საქართველო უნდა გახდეს ნამდვილი ევროპული ქვეყანა, რომელიც ამავე დროს არ დაკარგავს თავის  სიმდიდრეს…

Advertisements

Tags: , ,

5 Responses to “ახალი წელი ბათუმში !”

  1. Landish Says:

    ძალიან მინდოდა წასვლა ბათუმში და ახალი წლის იქ შეხვედრა, სამწუხაროდ ჩემმა "კაშილიოკმა" უარი მითხრა…ერთ-ერთი საუკეთესო ახალი წლის ღონისძიება იყო ნამდვილად წელს ბათუმში…იმედი მაქვს გაისად კიდევ უკეთესი სანახაობის მომსწრენი გავხდებით

  2. GlowBug Says:

    ჰოო.. ნამდვილად კაი იყო… : ) იმედია მომავალ წელსაც იქნებაა : )

  3. Know-it-aLL Says:

    რო მცოდნოდა ეგეთი თუ იქნებოდა, კი წავიდოდი : )

  4. noNAME Says:

    postis damwers didi pativiscemit… getyoba batumshi ar yopilxar da ar daswrebixar koncerts amitomac gaq egeti kargi shtabechdileba… am posts ertadertshi rashic veTanxmebi is aris rom karerasis mosasmenad namdvilad ar aris qartveli xalxis umetesoba mzad… rac sheexeba evropastan miaxloebas… romel evropul qveyanashi ginaxiat 3 milioni (es mxolod oficialuri monacemebit) daxarjuliyo koncertshi roca batumshi yvela qucha gadaTxrilia da asfalti marto iq aris dagebuli sadac koncerti iyo da sadac sareklamo klipi gadaiges, romelmac tbilisshi myopi batumeli sixarulit “agmavso” da megona rom batums bolosdabolos eshvela ragac… evropas kidev koncertebi ar schirdeba saqme unda davanaxot tore sadgac fulis modzebna da karerasis chamoyvana bevrs sheudzlia…

  5. noNAME Says:

    ეს უსჰნო არსება კიდე რა პონტში დაეხატა… :):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: