ქსენოფობია საქართველოში

ქსენოფობიას რომ მყარად აქვს ფეხი მოკიდებული ჩვენს ქვეყანაში, ამას ვერავინ უარყოფს.
რასობრივი დისკრიმინაცია, რელიგიური არატოლერანტულობა და ა.შ.
რასობრივი დისკრიმინაციის მაგალითები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ არის ჩვენში ძალიან თვალშისაცემი, რომ ჯერ-ჯერობით არც იმდენი უცხოელი შეინიშნება ჩვენთან, რომ მათ წინააღმდეგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ან ვინმე სხვამ აქციები მოაწყოს.
თუმცა რელიგიური მრწამსის უპატივცემულობას და დისკრიმინაციას, რაც არ უნდა ვეცადოთ, ვეღარ დავმალავთ. რა უბედურებაა ხალხო მაინც ეს?
ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს ფრაზები: “გადავჭამენ ჩინელები”, “ეს წვრილთვალებიანი სათამაშოები რითი გვჯობიან ქართველებს?”. გჯობიან ბატონო, გჯობიან, იმიტომ რომ შენზე ჭკვიანები არიან. შენგან განსხვავებით მათ იციან ვაჭრობა, იციან ყიდვა-გაყიდვა, ყველაფერი ეს კი ქართველისთვის ყოველთვის სათაკილო იყო.
მაგიტომაც ვართ ასე.
ჩვენი ტრადიციებით რომ ვტრაბახობთ, ჩინელების კულტურას შევედრებით რამით?
მაგრამ მოდით ახლა ნუ ვისაუბრებთ მათ კულტურაზე. ჯერ ჩვენს პრობლემებს უნდა მივხედოთ…
დღეს-დღეობით, მართლმადიდებელი ეკლესია იმხელა ავტორიტეტს წარმოადგენს, რომ  პატრიარქის ერთ ნათქვამზე, შეიძლება მრევლი კანცელარიისკენ დაიძრას და მთავრობა გადააგდოს ძალადობრივი გზით. ეს ისე, მაგალითად. ანუ მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოუდგენლად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მის მრევლზე, და მისი მრევლი დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა…
მაგრამ ამავე დროს საქართველო მრავალეთნიკური და მრავალი რელიგიური მრწამსის გამაერთიანებელი ქვეყანაა, ყოველ შემთხვევაში ამას ღაღადებს პრეზიდენტი. მაგრამ მტკიცე ნაბიჯებს ვერ ვხედავ გადადგმულს იქითკენ, რომ ერის თვითშეგნება შეიცვალოს, თუმცა მცდელობები არის, მაგრამ ესეც დიდ პროტესტს იქვევს ხალხში და აღიქმება როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.
ხალხმა უნდა დააფასოს სხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენლები, მითუმეტეს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მუსულმანი ცხოვრობს. აღარაფერს ვამბობ კათოლიკეებზე.
პარადოქსია, მაგრამ კათოლიკებს უფრო ცუდი თვალით უყურებენ საქართველოში, ვიდრე მუსულმანებს.  რა, კათოლიკე არ არის ქრისტიანი?
ალბათ ყველას გახსოვთ, იოანე პავლე მეორე, რომის პაპი., რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. რატომ არის მისი პიროვნება მიუღებელი ჩვენთვის? ვისზე ნაკლები ქრისტიანია იგი, რომელმაც იმ პიროვნებას, რომელმაც მისი მოკვლა სცადა, ციხეში მივიდა მასთან და დანაშაული შეუნდო ! და თეა თუთბერიძეს რატომ არ შეიძლება დანაშაული მიუტევოს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და რატომ უნდა პასუხობდეს მის უხამს საქციელს ასევე არამიმტევებლური ნაბიჯით?
ანდა ხალხი ავიღოთ, “ჭეშმარიტი მართლმადიდებლები”, რომლებიც თუთბერიძეს აგინებენ:” შენი დ*** მ******, ღმერთი არ გწამს?” და ა.შ.  – განა მათ ჭეშმარიტად სწამთ ღმერთი? გინება ასხივოსნებს ადამიანს? იგივე ბიბლიაში წერია, რომელიც უდიდეს უმრავლესობას დარწმუნებული ვარ არ აქვს წაკითხული, რომ როგორც მიუტევებ- ისევე მოგეტევება.
მე აქ მქადაგებელი არავის ვეგონო, უბრალოდ ფაქტები მომყავს.
იმავე ბიბლიიდან ერთი ეპიზოდი გაიხსენეთ, როცა მეძავი ქალის ჩასაქოლად ემზადებოდა ბრბო, და იესომ უთხრა მათ, ვინც მასზე სუფთა არის სულით პირველმა მან ესროლოსო.
რომელი თვლით, რომ განაღდებული გაქვს სამოთხეში ადგილი?
შეცდომის ხაზგასმას და ამის ი
უსტრაციას არაფერი უნდა… მიტევებაა ძნელი !
და სამწუხაროდ მე ეს ვერც სასულიერო პირების და ვერც “ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მრევლის”მხრიდან ვერ დავინახე.

მგონი ნათელია, რომ ამ მხრივ რთული სიტუაციაა საქართველოში…
პრობლემებზე თუ არ ვისაუბრეთ, ისევ ქვის ხანაში დავრჩებით…

Advertisements

Tags: , ,

6 Responses to “ქსენოფობია საქართველოში”

  1. Tomushka Says:

    amitom miyvars blogebi!aqamde xSirad gamego sityva qsenofobia, Tumca ar vicodi ras niSnavda. axla ki bolosdabolos gavige ras gulisxmobs es sityva.

  2. Jupaaaao Says:

    gamarjoba,dghes aghmovachine sheni blogi da dzalian momewona :)titqmis yvelapershi getanxmebi!ase megona, me vlaparakobdi titqos….magari statiaa, gaixare.magram erti momentia….saqartvelo mravaletnikuri qveyanaa, romelshic 80 eris warmomadgeneli cxovrobs.yvela karg pirobebshia, amitom ver dagetanxmebi ertad ertze:qartveli xalxi namdvilad tolerantulia, zogjer ki imdenad, rom tavis uplebebs ikvecavs, tavis lukmas iklebs da stumars stavazobs da tviton ki, xshirad, mshieri da uuplebo rcheba tavissave miwaze.rogor sheidzleba, chveni eris tolerantobahi echvi shetano, roca ebraelebi, 26 (!) saukunis ganmavlobashi cxovroben saqartveoshi da ar yopila erti shemtxvevac ki, mati etnikuri an religiuri diskriminaciisa (sxva qveyana aseti ertic ki ar arsebobs).rogor unda vutxrat xalxs, romlis dedaqalaqshic sunitebi da shiitebi ert mechetshi loculoben, rom is religiurad sheuwynarebelia?mtavari problema isaa, rom radikalizms ver avcdit…an unda gvdzuldes sxvebi, an bolomde shevudzvret mat…yvela qveyanashi, yvela adamians, ganurchevlad erovnebisa, sqesisa, sarwmunoebisa, asakisa, rasobrivi kutvnilebisa, tanabari uplebebi unda gaachndes, amas bavshvobidan chagvchichineben.magram gana is samartalia, rom qartveli xalxi, saqartveloshi(tumca, amas ara aqvs gadamwyveti mnishvneloba)uplebrivad metad dabla dgas sxva xalxtan shedarebit?ase ar aris, gana?gtxov, am kitxvaze pasuxi dado.pativiscemit,Jupaaaao

  3. Jupaaaao Says:

    titqmis yvelapershi getamxmebi!magram qartveli xalxi rom tolerantuli araa, amas ver vityvit, ebraelebisa da sxva religiis warmomadgenletan damokidebulebis tvalsazrisit

  4. Know-it-aLL Says:

    ki, martali xar.. kvelafers ori mxare aqvs..

  5. GlowBug Says:

    ჰმ… მე არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხში…მაგრამ ადამიანის უფლებები რომ ირღვევა ჩვენთან, ეგ ნათელია.,. თუმცა წინა წლებთან შედარებით, პროგრესი ნამდვილად არის….

  6. ნათიი Says:

    სხვათაშორის ამ სტატიას რომ ვკითხულობდი ბოლომდე კარგი რომ ყოფილიყო მინდოდა მეძავის ისტორიაც ჩაგერთო და რომ წავიკითხე გამიხარდა!!! შენს ნაწერში სიმართლის მარცვალი არის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: