ილაპარაკე ამერიკელივით ! ["Speak English Like An American"]

გამარჯობა!
ალბათ მეტნაკლებად ყველა ვსაუბრობთ ინგლისურად, ანუ ისე, როგორც ამას სკოლაში გვასწავლიან. მხედველობაში მაქვს სტანდარტული, ბრიტანული ინგლისური.
მაგრამ თუნდაც იგივე ამერიკული ფილმების ყურების დროს, ბევრ რამეს ვერ ვიგებთ, არა იმიტომ რომ ჩვენ არ ვისწავლეთ, არამედ იმიტომ რომ ამერიკული თანდათან უფრო და უფრო შორდება სტანდარტულ ინგლისურს.
ჰოდა ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ ამ წიგნს თქვენს გაეცნობოდით. ეს არის თვითმასწავლებელი, სიუჟეტური გაკვეთილებით, რომელცსაც მოყვება აუდიო სეტი და ტესტები.
ამ წიგნის დახმარებით, ისწავლით უამრავ ახალ იდიომას, “expressions” და  თუნდაც სლენგის ელემენტებს.

“Speak English  Like An American” – თვითონ სათაურიც მრავლისმთქმელია. “ვისაუბროთ ინგლისურად ამერიკელივით”.
აქ არის იმაზე საუბარი აუცილებელი, რომ ზოგს შეიძლება სტანდარტული ინგლისური უფრო მოსწონს, ამერიკელები ბგერებრს ყლაპავენ და ა.შ.
უბრალოდ, ჩემი აზრით, აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ ის სიტყვა-თქმები, იდიომები, რომლებსაც ამერიკელები ხმარობენ, რადგან ნელ-ნელა დომინანტი ენა, არა სტანდარტული ინგლისური, არამედ ამერიკული ინგლისური ხდება.
მე თუ მკითხავთ, რა თქმა უნდა ლამაზია ბრიტანული ინგლისურის მოსმენა. გაცილებით უკეთესი “Pronounciation” აქვს, ამერიკულ ინგლისურთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმით სჯობს მას.
ასე რომ, ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ ცოტათი მაინც გაიუმჯობესოთ თქვენი ლექსიკური მარაგი…
ძალიან სასარგებლო წიგნია, და მეც რეკომენდაცია გაძლევთ, წაიკითხოთ.
რატომ უნდა დამიჯეროთ? 1 წლის წინ აღმოვაჩინე ეს წიგნი და ჩემით გავიარე თავიდან ბოლომდე, წიგნი ამოვაპრინტერე და აუდიო ვერსია Ipod-ში ჩავწერე.
“მარშუტკაში”, ავტობუსში, ყველგან შეძლებთ მის გამოყენებას. და ნელ-ნელა შეატყობთ, რომ უკეთესად ალაპარაკდებით.
ეს არ არის წიგნი მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის. ეს სწორედ მათთვისაა, ვინც იცის და სურს მეტი იცოდეს…
არჩევანი თქვენზეა.

აი წიგნის და აუდიო სეტის გადმოსაწერი ბმული:
გადმოწერე || Download

Advertisements

Tags: , , , , ,

3 Responses to “ილაპარაკე ამერიკელივით ! ["Speak English Like An American"]”

  1. როდრიგო სანტორო Says:

    საინტერესოა

  2. Know-it-aLL Says:

    კი, ნამდვილად : )

  3. Anonymous Says:

    nice book

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: