გვითარგმნეთ ქართულად !

გამარჯობა !
ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მომაწოდა იდეა, და დღეს მსურს საქართველოში საერთოდ კინო-გაქირავების კულტურაზე გესაუბროთ.

დავიწყოთ იმით, რომ თბილისში სულ 3 წამყვანი კინოთეატრია: “რუსთაველი”, “ამირანი” და “ახმეტელი”. კინოთეატრების სიმცირის გამო, მათ შორის კონკურენციაც შედარებით ნაკლებია. ამის გამო ქართველ მაყურებელს ექმნება პრობლემა.
ერთი ის, რომ მსოფლიო პრემიერის შემდეგ ხდება საქართველოში ამა თუ იმ ფილმის ეკრანებზე ჩვენება. ხომ შეიძლება რომ გადაიხადონ უფრო მეტი, და მსოფლიო პრემიერას დაემთხვეს საქართველოში ამ ფილმის პრემიერა?
მეორე ის, რომ თუ რუსულს ვებრძვით ყველაფერს, და რუსულის გაგონებაც არ გვინდა, ხომ შეგვიძლია ვთარგმნოთ პროფესიონალურ დონეზე ინგლისურენოვანი, ჰოლივუდის ფილმები?

ეს რას დავაბრალოთ? ყველამ არ იცის საქართველოში რუსული და ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მალე ძალიან ცოტას თუ ეცოდინება.
არ არის დრო ამაზე ვიფიქროთ?
მე ვფიქრობ – კი.

ასე ძნელია ინგლისურიდან თარგმნა? მსახიობების დაქირავებას რაღა უნდა?

ჰოდა, ძვირფასო მკითხველო, მოდით ამაზეც ვისაუბროთ ცოტა…

Advertisements

Tags: ,

5 Responses to “გვითარგმნეთ ქართულად !”

  1. Sophie Golden Says:

    ერთი გამოცდილი ბლოგერული რჩევა: აღარ დაწერო "ძვირფასო მკითხველო, მოდით ამაზეც ვისაუბროთ ცოტა…" , ძალიან მოძველებული ფორმაა და ადამიანს დიდად არ მოუნდება თავისი აზრი გაგიზიაროს.

  2. Know-it-aLL Says:

    მადლობა რჩევისთვის : )

  3. Landish Says:

    საქმე ისაა, რომ ქართველებს არაფერში ფულის გადახდა არ გვინდა, მით უმეტეს ფილმებში, როდესაც ინტერნეტში სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი ნებისმიეირ ფილმის გადმოწერა. რამდენჯერმე სცადეს ქართველებმა რომ ამერიკული შოუები (სერიალები) ეთარგმნათ, მაგრამ როგორც მე ვიცი, ეს პროექტ(ებ)ი კრახით დასრულდა..იდეა კარგია, იდეალური, მაგრამ დღევანდელ სააქართველოში რამდენად აღსრულებადი, ვერ გეტყვი… მე პირადად ინგლისურიც მესმის და რუსულიც და ქართულად ფილმის ყურება ჩემთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.. მით უმეტეს ვიცი რაც იქნება, ქართულად ნათარგმნი…

  4. Know-it-aLL Says:

    "Landish"- მეც მესმის ინგლისურიც და რუსულიც : )მაგრამ მერწმუნე ძალიან ცოტაა ასეთი.და შენ რაც აღნიშნე ეგეცაა.. ნდობა ნაკლებია ქართული თარგმანის მიმართ. მაგრამ თუ არ ამოძრავდა ეს სფერო, სულ ესე იქნება…

  5. GlowBug Says:

    ქართული ფილმების ნორმალურად გახმოვანება რომ დაიწყონ, ბევრისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება… მართლაც, რამდენმა არ იცის ინგლისური ან რუსული… მაგრამ ერთი პრობლემაა… როგორ ახმოვანებენ… (არ ვგულისხმობ დონეს…) პირველი ასოციაცია ქართულად გახმოვანებულ ფილმზე, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის ზვიო… და ეგეთები… ანუ ის საშინელი ხმა… რეპლიკები… რაღათქმაუნდა შეცვლილი შინაარსი… რა ვიცი, მე არ მომწონს… და მასეთ ქართულ ფილმს მირჩევნია სულ არ ვუყურო… (მაგრამ ეგ ჩემი პირადი აზრია) თუმცა, მასეთ ფილმებს თავისი მაყურებელი ყავს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: