განათლება საზღვარგარეთ

გამარჯობა !

დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ.
არის თუ არა საკმარისი საქართველოში მიღებული განათლება, იმისთვის, რომ გქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო?
მე თუ მკითხავთ, არა.
საქართველო განიცდის პროფესიონალი კადრების დეფიციტს და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ სწავლას არავი აფასებს, ეს ასე არ არის.
პროფესიონალებს ყველგან აფასებენ, მითუმეტეს საქართველოში, სადაც კაპიტალიზმი ჯერ კიდევ ახალი ხილია.
ასე რომ, თქვენ როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება განათკების მიღება სასურველ დონეზე?

სკოლის მოსწავლეთათვის არის ყოველწლიური პროგრამა “FLEX” (Future Leaders Exchange Program), რომელსაც ამერიკის საბჭოები ატარებენ.
3 ტურიან კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, სასწავლად იქნებიან გაგზავნილი 1 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ეს ყველაფერი დაფინანსებულია.
სკოლის დონეზე, ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იქნება მათთვის, ვინც გაიმარჯვებს და ამერიკაში წავა.
ენის საფუძვლიანად სწავლას რომ თავი დავანებოთ, დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობს ბავშვი, და მე თუ მკითხავთ ეს უფრო მნიშვნელოვანია.
წელს მეც მივიღე მონაწილეობა და ბოლო ტურში გავედი.
საბოლოო პასუხები მაისში იქნება.
გავალ თუ არ გავალ, ეგ თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იქნება, მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ნებისმიერ ინგლისური ენის საშუალოდ მცოდნე მოსწავლეს, 9-11 კლასამდე, აქვს შანსი უფასოდ ისწავლოს აშშ-ში.

სტუდენტებისთვისაც არის სხვადასხვა პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებს.

მაგრამ მე უფრო თქვენი აზრი მაინტერესებს. რას ფიქრობთ? აუცილებელია საზღვარგარეთ სწავლა, თუ. როგორც იტყვიან “თუ სწავლა გინდა ყველგან ისწავლი” ?

მოდით ვისაუბროთ ამაზე.

და ვინც რა გაცვლითი პროგრამები იცით, მოგვწერეთ!

Tags: , ,

5 Responses to “განათლება საზღვარგარეთ”

  1. Sophie Golden Says:

    კაპიტალიზმში ცოდნას კი არა, ვირივით მომუშავე ხალხს აფასებენ, trust me. ის ხალხი კიდევ, ვისაც ჰგონია, რომ საზღვარგარეთ უკეთეს განათლებას იღებენ – სნობები არიან. ვიცი მე ინგლისში კოლეჯდამთავრებული ტიპები, რომლებსაც წიგნებს თსუ-ს სტუდენტები უთარგმნიან.

  2. Irina_K Says:

    tu swavla ginda yvelgan iswavli… : ) tu waxval ufro saintereso iqneba sheni blogi… : ) mec vapirebdi monawileobis migebas "FLEX", magram gadavifiqre da momaval wels vapireb vcadoo …

  3. Landish Says:

    საზღვარგარეთ სწავლა გაძლევს საშუალებას მიიღო მეტი ცოდნა და გამოცდილება და არა გარანტია მაღალანაზღაურებად სამსახურზე. ის რომ ამერიკიდან ჩამოხვალ ნასწავლი, არ ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე 4 ციფრიანი თანხის ხელფასიანი სამსახური გელოდება : )მეც მეხვეწებოდნენ, გადი მაგ კონკურსზე გადიო… მარა ეგეც რომ ყოფილიყო და ამერიკაშიც წავსულიყავი იქ ალბათ გართობის გარდა არაფერს ვიზამდი : ) შენ წარმატებები ფლექსზე : )

  4. Know-it-aLL Says:

    მე მგონია რომ საზღვარ გარეთ მიიღებ უკეთეს განათლებას, მაგრამ თავს სულაც არ ვთვლი სნობად.კი, შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ საზვარგარეთ სწავლა უზრუნველყოფს მათ ნათელი მომავლით, მაგრამ მე ამის ილუზია არ მაქვს.უბრალოდ, საზღვარგარეთ სწავლა, მითუმეტეს მარტო, 1 წელი, მოგცემს იმხელა გამოცდილებას, რასაც ვერცერთი სკოლა.P.S. (Landish) მადლობა : )

  5. GlowBug Says:

    ჩემი აზრით, თუ შესაძლებლობა გაქვს, საზღვარ გარეთ აუცილებლად უნდა წახვიდე სასწავლებლად… თავი დავანებოთ იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილებაა უცხო ქვეყანაში მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება, არამგონია არ დამეთანხმოთ, უცხოეთში ბევრად უკეთესი განათლების მიღება შეიძლება… მითუმეტეს დღეს უამრავი პროგრამაა და თუ ხელის განძრევა არ დაგეზარება სწავლიან, ცხოვრებიანად დაგიფინანსებენ, სახარჯო ფულსაც მოგცემენ და ხელსაც დაგიქნევენ წასვლისას… ნუ ოღონდ ეგ ყველაფერი ციდან არ დაგეცემა თავში… მოძებნა უნდა… სულაც არ მიმაჩნია სნობიზამდ ის, რომ საზღვარგაერთ მინდა სწავლის გაგრძელება… უბრალოდ იქ ( თითქმის ყველა ქვეყანაში) ბევრად უკეთ ასწავლიან… და არც იმის სათქმელად მინდა, რომ მერე უკან დაბრუნებულმა უცხოეთში აღებული დიპლომით "ვიმარიაჟო"… "სწავლა ყველგან შეიძლება"… ვინ გედავებათ, ბატონო, მაგრამ იმასაც ხო აქვს მნიშვნელობა რისი, რამდენის და როგორ… იმის თქმა არ მინდა, რომ იმან, ვინც აქ რჩება, ნებისმიერი მიზეზით, ფარ–ხმალი უნდა დაყაროს და "თერგდალეულებს" დაუთმოს გზა… არა, უბრალოდ რა უშლით ხელს დასხდნენ კომპიუტერებთან და მოძებნონ სტიპენდია და თვითონაც გაემართონ საზღვრებს იქითთ…

Leave a reply to Sophie Golden Cancel reply