Boookz: კნუტ ჰამსუნი – მისტერიები (Knut Hamsun – Mysteries)

დღეს ცოტა რამ მსურს მოგიყვეთ კნუტ ჰამსუნის და მისი ერთ-ერთი ნაწარმოების, “მისტერიების” შესახებ.
სულ ცოტახნის წინ წავიკთხე და ძალიან მოვიხიბლე.
კნუტ ჰამსუნი მოღვაწეობდა მეცხრამეტე-მეოცე (1859-1952)საუკუნეებში. იგი ნორვეგიელი მწერალია.
მან თავის ნაშრომებში ჩააქსოვა ნეო-რომანტიზმის და ნეო-რეალიზმის ელემენტები, რომელთაც დაურთო ფსიქოლოგიური ფონი.
მის ნაწარმოებებში ისმის კითხვები, რისთვის დავიბადეთ? რა როლი აკისრია ადამიანს?
კონკრეტულად “მისტერიებს” მივუბრუნდეთ.
არის პატარა წყნარი ქალაქი, რომელშიც ერთ მშვენიერ დღეს ჩამოვა ექსენტრიული უცნობი, იოჰან ნაგელი. ის იყო ადამიანი, რომელმაც გადარია მთელი ქალაქი, დიდიან პატარიანად, თავისი უჩვეულო, არაორდინალური ქცევით და ქმედებებით.
მისი წარსულის შესახებ არავინ არაფერი იცის. მას თან მხოლოდ ტანსაცმლის და ვიოლინოს ჩასადები ჩანთა ჰქონდა თან, რომელშიც სინამდვილეში ვიოლინო არ იდო.
ნაგელი თავს აგრონომად ასაღებდა.
იგი, საზოგადოებაში ხშირად საუბრობდა საკაცობრიო თემებზე, სხვადასხვა საკითხებზე, თუნდაც პოლიტიკაზე. მას ყველასაგან განსხვავებული შეხედულება გააჩნდა, ან არ გააჩნდა და ცდილობდა მათთვის ესა თუ ის ამბავი, ფაქტი, მეორე მხრიდან ეჩვენებინა.
იგი იყო გენიოსი, რომელიც ცდილობდა ეკეთებინა კარგი საქმე, მაგრამ ხშირად სხვებისთვის მიუღებელი იყო მისი ამგვარი ქმედება.
ნაგელი უცნაურად იქცეოდა, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივებისთვის მისი ქმედებები უჩვეულო და ხანდახან გამაღიზიანებელიც კი იყო.
იგი პატივს სცემდა ისეთ ადამიანს, რომელსაც სხვები ცუდად ეპყრობოდნენ. მას აძლევს ფულს, უყიდის თანსაცმელს და ა.შ.

მოკლედ იგი, ერთგვარად, ცდილობს სამართლიანობის აღდგენას.
ერთი გაჭირვებული ქალისაგან იყიდის ძველმან სავარძელს ძალიან დიდ ფასად. მაგრამ ქალს არ სურს თანხის გამორთმევა. და მაშინ ნაგელი გაითამაშებს სცენას, გაგზავნის მასთან ერთ ქალს, რომელიც მასთან ვალში იყო და ათქმევინებს, თითქოს იგი კოლექციონერია და სავარძელში რაღაც უძვირფასესი, საინტერესო შენიშნა და აყიდინებს ძვირად.
სავარძელს კი თავის ოთახში განათავსებს, რომელიც სასტუმროში მდებარეობს.
შეუყვარდება დაგნი ჰელანი, ადგილობრივი ქალბატონი.
მასაც უყვარს ნაგელი, თუმცა სხვაზეა ჯვარდაწერილი და არ ამჟღავნებს საკუთარ გრძნობებს და ნაგელს ყველანაირ იმედს დაუკარგავს.
ნაგელი სხვას დაადგავს თვალს, თუმცა დაგნი იმდენს იზამს, რომ იგიც უარს ეტყვის.
დაგნის უყვარს ნაგელი, მაგრამ ამ სიყვარულს მომავალი არ აქვს…
ნაგელი იყო ადამიანი, რომელსაც სურადა საკუთარი მისია ჰქონოდა ამ ქვეყანაზე.
მაგრამ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ არის…
საბოლოოდ კი ისე ხდება, რომ როგორ უცბადაც გამოჩნდა ქალაქში, ისევე უცბათ გაუჩინარდება, თავს იკლავს…
სინამდვილეში იგი აგრონომი კი არა, მუსიკოსი იყო… ვიოლინოზე ბრწყინვალედ უკრავდა.
მას სურდა ადამიანთა ფსიქოლოგიის შეცვლა…

ეს არის წიგნი ადამიანთა ფსიქიკაზე, გონებაზე. ხაზგასმულია ის, თუ როგორ შეიძლება უდიდესი მოაზროვნეები ასე უბრალოდ წავიდნენ ამ ქვეყნიდან, პესიმიზმით სავსე, იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს თავიანთი ფუნქციის შესრულება საზოგადოებაში…
“მისტერიები” გვისვამს კითხვას: “რისთვის ვცხოვრობთ?”

აქვე მახსენდება შექსპირის ცნობილი ფრაზა: “To be or not to be?” – “ყოფნა არყოფნა, საკითხავი აი ეს არის”…

მე მშრალად, რაც მოვახერხე გადმოგეცით. ძალიან ბევრი საინტერესო წვრილმანი გამომრჩა, რომელთა გარეშეც ვერ გაიაზრებთ ბოლომდე წიგნის აზრს…
ასე რომ, სჯობს თავადვე წაიკითხოთ იგი და თავადვე გამოიტანოთ დასკვნები, რადგან ყველა ადამიანი უნივერსალურია. მე შეიძლება ამ თემებზე გავამახვილე ყურადღება. სხვისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რამ იყოს ნაწარმოებში, რაც მე ვერ შევნიშნე…
ასე რომ, წ ა ი კ ი თ ხ ე თ !

Advertisements

Tags: , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: