2010 ისევე როგორც 1810,1910,3010

მოდის 2010 წელი… მაიმუნის არის, ვეფხვის თუ იხვნისკარტის, ნაკლებად მაინტერესებს.
2009 მიდის, 2010 მოდის…
რას ველოდები 2010-ისგან? ჰმმ.. რავიცი რა გითხრათ.. რადიკალურად განსხვავებულს არაფერს.
უფრო სწორად, თუ გამიმართლა, კი ველოდები : ))
ქვეყანაში რა შეიცვლება? ვერც მაგას გეტყვით… 2010 წლის მოსვლა მიხარია თუ არა?
არანაირი გრძნობა არ გამაჩნია, არც პოზიტიური და არც ნეგატიური.
მოდის და მოდის…. მე რას მიშლის? ან რომ მიშლიდეს, რა შემიძლია გავაკეთო?
ჰოდა, მეც ჩვეულებრივად შევხვდები ახლო წრეში. არაფერი განსაკუთრებული.. არაფერი ახალი.
“ახალი” მარტო 2010-ს ჰქვია და არა იმას, რასაც ის მოიტანს. აბა გეკითხებით, რას მოიტანს ახალს და კარგს? : )
უბრალოდ ერთი რაღაცაა… ბავშვობაში მეც (ისევე როგორც ყველას) გვატყუებდნენ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და სანტა ახალი წლის ღამეს ბუხრიდან ჩამოყრის სათამაშოებს.
ყოველთვის მიკვირდა, ჩვენ სახლს ბუხარი არ ჰქონდა, “ხრუშოვკაში” ვცხოვრობთ, და საიდან ყრის მეთქი სათამაშოებს.
მაგრამ მაინც მჯეროდა და რაც მთავარია მიხაროდა.
მიხაროდა მანამდე სანამ….. სანამ მამაჩემი არ დავინახე ჩუმად “ლეგოს” სათამაშოებს რომ დებდა ჩუმად, გაიძვერულად ნაძვისხის ქვეშ…
დავინახე და გული მეტკინა. უბრალოდ, ჩემი სამყარო, წარმოდგენილი, არარსებული სამყარო დამემსხვრა. ის ოცნება დამემსხვრა, თოვლის ბაბუასთან რომ ვნატრობდი შეხვედრას.
ყველაფერი ტყუილი იყო.. სიცრუე და მეტი არაფერი. თან მაშინ პატარა ვიყავი… 6 წლის ალბათ.

და მივხვდი, რომ ის წერილები, სანტას რომ ვუწერდი, ის თხოვნები, ყველაფერი ჰაერში დარჩა…
არ მიუვიდა…
მას მერე აღარც მიყვარს დიდად ახალი წლის აღნიშვნა. ნაძვისხის მორთვაც აღარ მახალისებს და სანტასაც აღარ ველი არც პეტარდებს ვისვრი… შარშან აგვისტოში საკმაოდ ვნახეთ…

ახალ წელს ალბათ ზოგი ბაკურიანში, ზოგიც გუდაურში, ზოგის ბორჯომში ან რომელიღაც ზამთრის კურორტზე შეხვდებით.

აი მე კი სახლში თბილად და წყნარად, თორმეტს რომ შემოჰკრავს საათი, ერთ სასმისს შამპანურს გეახლებით და გოზინაყით ჩავიტკბარუნებ პირს….

Advertisements

Tags: , , , , ,

3 Responses to “2010 ისევე როგორც 1810,1910,3010”

  1. GlowBug Says:

    თოვლის ბაბუის მეც მჯეროდა, მანამ სანამ ჩემმა მართლაცდა გაიძვერა დამრიგებელმა არ გამოგვიცხადა, ნუ აყვებით უფროსების ტყუილებს, არავითარი ბაბუა არ არსებობს და საჩუქრებსაც მშობლები ყიდულობენო… მაშინ 5 წლის ვიყავი და შოკი იყო… თანაც ახალი წლის წინ გვითხრა… გადავწყვიტე, რომ ეს ამბავი ჩემ მშობლებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეგოთ (წინააღმდეგ შემტხვევაში გული დაწყდებოდათ, ოღონდ რატო არ ვიცი… 😛 ) ჰოდა ასე გაგრძელდა კიდე ორი წელი… წერილებსაც ვწერდი, და ველოდებოდი კიდეც, სანამ ვითომდა გაგზავნილი წერილი სხვა წინა გაგზავნილებთან ერთად დედაჩემის უჯრაში არ ვიპოვნე… ( სხვათაშორის აღმოვაჩინე, რომ თანდათან "ვნაგლდებოდი" და მეტ და მეტ საჩუქარს ვითხოვდი წლების მატებასთან ერთად… ) იმ საღამოს კი ვეღარ გავძელი და ყველაფერი საჯაროდ გამოვაცხადე… სხვათაშორის დამცინეს :პ ეხლა დიდად აღარ მიხარია ახალი წლის მოსვლა, უფრო სწორად განსაკუთრებულად… უბრალოდ ბევრი რამ ემთხვევა, სასიამოვნო საღამო ჯერ ოჯახის წევრებთან და მერე მეგობრებთან, საჩუქრები რაღათქმაუნდა და არდადეგებიიიი…. :Dახალი წლისგან კი ახალს მართლაც არაფერს ველოდები, იმედია უფრო საინტერესო იქნება ვიდრე წინა, თუმცა არც ძველის საწინააგმდეგო მაქვს რამე… ვნახოთთ რა იქნება 😛

  2. Know-it-aLL Says:

    :*

  3. Ilia Says:

    eh .. axali weli ? ravici martlac gansakurebuli grznoba maqvs am dgesaswaulis mimart , Magram ver vityvi rom miyvars … axali weli rom dgeba sashinlad vnerviulob … vibnevi … peerverkebze sashineli reaqcia maqvs, erti suli maqvs rodis morchebian xolme (omis mere mitumetes) … saaxalwlod yoveltvis vemzadebi, ojaxtan ertad vrtav saxls , vawyob nazvis xes … es procesi yvelaze metad momwons da miyvars … magram esec zalian male mbezrdeba … ar vici ratom magram axal wels saxlshi arasdros vxvdebi … mpatijeben xolme da mivdivar … Tovlis babuastan kargi mogonebebi ar ar makavshirebs … ertxel sachuqari rom momitana "tovlis babuam" warwerac moayola da bebiachemis xeli vicani … chems tavs ar vazlevdi uflebas damejrebina rom tovlis babua ar arsebobda … magram ertxelac bakurianshi visvenebdi da chemi tovlis babua chemtan ar iyo (babuachemi) zustad mashin mivxvdi rom tovlis babua ar arsebobda … ganvicade da sicxe momca … usachuqrod darchenilma ugunebod gavatare axali wlis dgeebi da davbrundi Tbilisshi … Chemi patara bizashvilistvis moetana sachuqari … mominda mec vyofiliyavi 3 wlis … magram es mashinac ki sheuzleblad momechvena… 😀 Imis mere var ase… babuachemi pirdapir muebneba ra gachuqo axal welso … mec ugunebod vpasuxob ragacas rac im wams momiva tavshi … yvelaze metad axali wlis sacuqari ar mixaria … Imitom rom Tovlis babuas aagar moaqvs…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: