Darwinism Vs Bible – დარვინიზმი და ბიბლია

გამარჯობა !
გუშინ “პირველ არხზე” გოგი გვახარიას გადაცემას ვუყურებდი, რომელიც დარვინს და მის ევოლუციის თეორიას ეძღვნებოდა.
მთელი გულისყურით ვუსმენდი… სტუმრად კახა ბენდუქიძე ჰყავდათ მიწვეული.
ძალიან, ძაააალიან საინტერესო საუბარი შედგა.
ისაუბრეს საბაზრო ეკონომიკაზე, ბიოლოგიაზე, ევოლუციონიზმზე და ასე შემდეგ… და ეს ყველაფერი დარვინის თეორიებიდან გამომდინარე.
ბოლო ბოლო, საიდან წარმოიშვა ადამიანი?
ღმერთმა მართლა 7 დღეში შექმნა სამყარო? თუ ეს ყველაფერი პირობითია, და ეს 7 დღე შეიძლება მილიონობით წელს გაგრძელდა…?
დარვინის თეორია საფუძვლად უდევს საბაზრო ეკონომიკას.
ანუ გადარჩევის პროცესი მაქვს მხედველობაში. ძლიერი იმარჯვებს სუსტზე. ზუსტად ეს პრინციპია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში. კონკურენციის, ბრძოლის შედეგად იმარჯვებს უფრო ძლიერი.
კრეაციონისტების და ევოლუციონისტების დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია და კონსენსუსამდე ჯერ არ არის მისული.
გუშინ “წითელ ზონაში” (გოგი გვახარიას გადაცემა) საუბრის შემდეგ აჩვენეს სურათი სახელწოდებით “ქარიშხალს მოიმკი” – “Inherit the wind”.
ეს არის ფილმი შედევრი. სხვა ეპითეტს უბრალოდ ვერ იხმარ.
ფილმი ნამდვილ ამბავზე, ძალიან ცნობილ “მაიმუნების პროცესზე”- “The Great Monkey Trial”-ზე არის გადაღებული, რომელიც 1925 წელს გაიმართა ამერიკის ერთ-ერთ სამხრეთულ შტატში და სადაც ერთმანეთს ევოლუციონისტები და კრეაციონისტები დაუპირისპირდნენ.

სიუჟეტი ასე ვითარდება: ერთ პატარა ქალაქში, ჰილსბოროში, ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის მასწავლებელი გეიტსი. იგი ბიოლოგიის მასწავლებელია და ერთ დღესაც ევოლუციონიზმს პრინციპებს უხნის ბავშვებს, როცა მას კონსერვატორი, პურიტანები შეუვარდებიან და დააპატიმრებენ.
მართლაც, ევოლუციონიზმის სწავლება შტატის კანონს ეწინააღმდეგებოდა.

და გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა, სამყაროს შექმნის ორი სხვადასხვა იდეა დაუპირისპირდა ერთმანეთს.
ფილმის შინაარს დაწვრილებით ვერ მოგიყვებით. ორი სიტყვით გეტყვით, რომ მთელი ქალაქი დაუპირისპირდა ერთ განათლებულ მასწავლებელს, რომელსაც უბრალოდ აზროვნების უნარი გააჩნდა.
სასამართლო პროცესის ნახვა ერთ რამედ ღირს.
მოკლედ, სასამართლომ საბოლოოდ გამოიტანა დასკვნა, რაც მხოლოდ 100 დოლარის ოდენობის ჯარიმას აკისრებდა გეიტსს. მაგრამ მისი ადვოკატი ამას აპროტესტებდა ! 100 დოლარი არაფერია, თუმცა იგი 1 ცენტსაც არ გადაიხდის, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია…

ბოლოს ფილმი მთავრდება იმით, რომ ეს ადვოკატი ერთ ხელში ბიბლიას აიღებს, მეორე ხელში დარვინის ევოლუციონიზმის თეორიას, და ასე ტოვებს ცარიელ სასამართლოს დარბაზს…

ჩემი აზრით, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ არცერთის უარყოფა ბოლომდე არ შეიძლება.
დარვინიზმს ვერ უარყოფ იმიტომ, რომ ამით სხვა ყველა მეცნიერების უარყოფა ხდება, და მივიდვართ სრულ აბსურდთან.
ღმერთის არსებობასაც ვერ უარყოფს ვერავინ, რადგან ერთმა დიდმა “ტვინმა” თქვა: “ღმერთი რომ არ არსებობდეს, ადამიანი გამოიგონებდაო”.

რატომ არ შეიძლება რომ ის 7 (6, მე7-დღეს დაისვენა) დღე, რომელშიც ღმერთმა სამყარო შექმნა, რამდენიმე ათასწლეული და მილიონობით წელი მოეცვა?
ეს ხომ პირობითია? მართლა 6×24 საათში შექმნა ღმერთმა სამყარო?
მე მწამს ღმერთის და ჩემი აზრით დარვინიზმი და ბიბლია, კრეაციონიზმი და ევოლუციონიზმი, თუ სწორად მივუდგებით საკითხს, სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ყველას თავისი სიმართლე აქვს, ჭეშმარიტება კი ერთია…

Advertisements

Tags: , , , ,

7 Responses to “Darwinism Vs Bible – დარვინიზმი და ბიბლია”

  1. ნათია Says:

    martalia 🙂 ara mgonia saboloo jamshi darvinizmi da kreacionizmi ertmanets ecinaagmdegebodes, gaachnia ubralod am mimdinareobis mimdevrebs ramdenad sheuzliat iyvnen moqnilebi da gaxsnilebi ertmanetis mimart.. da biblia rom pirobitia amashi arasodes mepareboda echvi, adami da evac isetive pirobitia rogorc is shvidi dge.. 🙂

  2. Ilia Says:

    cxovrebashi adamianta orgvar tiptan gviwevs shexvedra .. ertni romlebic mecnierebis saxelit uaryofen religias da meoreni romlebic religiis gamo undoblad ekidebian mecnierebas …isetebic arian romlebmac am or sulier motxovnilebas shoris harmonia hpoves…. tanamedrove ganswavluli adamianis kriziss zustad is warmoadgens rom mas goneba gultan tanxmobashi ar aqvs … es aris calmxrivi ganswavluloba , adamianebis nawili romelic mecnierebis droshis qvesh dganan romelmac TITQOS da ukve religia uaryo , ateizmsa da antiqristianobas eqadageba … Es yvelaferi ki gvaizulebs kargad gavacnobierot da gadavwyvitot sakitxi ewinaagmdegeba tu ara mecniereba religias … Modit jer gavakrviot ra aris mecniereba sokrates davesesxebi da vityvi :swori daskvnebis gamosatanad saChiroa cnebata zusti gansazgvra… Mgvdelmtavari luka gveubneba : " mecniereba sinamdvilis movlenata Shesaxeb Chveni dakvirvebit mopovebuli da migweuli codnis sistemas warmoadgens" … Geanxmebit rtuli gasagebia .. magram iqve izleva ganmartebas : "mecniereba esaa sistema e.i. ara codnata shemtxveviti shekreba aramed mati mwyobri , mowesrigebuli Shexameba , rac klasifikaciit xerxdeba e.i. ertnair da ertgvarovan monaxemta jgufebis da ganzogadebebis mixedvit gantasebit da ganawilebit : anu im zogadi formulebisa kanonebis dadgenit , romeltac buneba eqvemdebareba da emorchileba " erti sityvit sinamdvilis namdvili da utyuari asaxva sheadgens mecniereis dadgenil da statikur shinaarss…(dasabutebu damtkicebuli sayoveltaod agiarebuli da migebuli azrebi ,romlebic logikurad gamartlebulia) ra aris religia? Zogadad rom vtqvat religia es aris kavshirurtiertoba absoliturtan anu mastan visac chven gmerts vuwodebt … es urtertoba yvelas aqvs – amitom gamotqma rom yvelas tavisi religia aqvs absoliturad gamartlebulia…. Mgvdelmtavari luka religiis shesaxeb gveubneba : "religia rogroc gancda urtulesia es aris specipikuri gancda romelic gmertan urtertobis shesazleblobas gvazlevs … (xshirad locvit)" locva rogorc sulieri eqstazi sheuzlebelai mecnierebis gverdit davayenot … mecnierebisa da religiis shedarebisas shesazloa uamravi winaagmdegoba agmcohndes , shedarebit ki , shegvizlia cnebebi da movlenebi shevadarot ertmanets , magram religias unda chamovashorot sinamdvilis shesaxeb , gonebistvis xelmiswavdomi ,tkicebebi , religiis is mxare , romelic saertoa rogorc religiistvis , ie mecnierebistcis – da vnaxot orivematganis codna da shexedulebebi ewinaagmdegeba tua ra ertmanets sinamdvilis shesaxeb shexeduleba , romelsac chven vagiarebt : gmerti arsebobs , moxlod is arsebobs da is ' rac masshia da rac mastaanaa dajavshirebuli .. qrieste gmertkacia , romelic jvars ecva chventvis , agdga mkvdretit da amaglda , romelic kvlav dabrundeba da gansjis cocxals da mkvdars .. adamianis sula aqvs tavisi pirovnuli ukvdaveba … tavistavad ibadeba shekitxva chvens mecnierebebshi sad aris mtkiceba obiekturi da dasabutebuli … Mecnieruli … ar aris da arc sheizleba iyos imtiom rom yvela debuleba tu shexeduleba exeba iset arss romelic mecnierebis kompentenciis migmaa ar ara movlenebis , romelic mevnierebistvisaa xelmiswavdomi … xolo kitxvaze tu saidan modis azri rom religia ewinaagmdegeba mecnierebas … pasuxi martivia : es aris zedapiruli codnis mizezi rogorc mecnierebis ise religiis sferoshi.

  3. Know-it-aLL Says:

    კომენტარი მე გამომივიდა მგონი : )))

  4. Know-it-aLL Says:

    ჰოო.. ზოგადად არაპროფესიონალიზმი წარმოქმნის პრობლემას… აბა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს" რომ დააკვირდე, მაგათმა რა უნდა გასწავლონ??? სრული ბნელეთია და მეტი არაფერი…ამიტომ მეტი წიგნი ! ! !

  5. ნათია Says:

    hoda saqmec esaa.. mashin roca mecnierebam fexis adgma daicyo, bnel shuasaukuneebshi eklesia religiis meshveobit akontrolebda evropis mosaxleobas. Mecnieruli agmochenebi fardas xdida zalian bevr movlenas da, bunebriv movlenata agcerashi, eklesiis moxeleta srul arakompetenturobasa da umecrebas amjgavnebda. amitom gaxda mecniereba religiis mteri. adamianebs tavis droze rom escavlat am ori cnebis shetanxmeba, axla saqme uket iqneboda. Garda amisa gaachnia ramdenad gavaigivebt religias eklesiastan. Me magalitad var martlmadideblad monatluli, magram upirveles yovlisa qristiani var. Imisgan gansxvavebit, rasac qadagebs eklesia da ara saxareba, homosexualoba codvad da avadmyofobad ar mimachnia da martlac mecnierulad aris damtkicebuli, rom es avadmyofoba araa da sruliad bunebrivi movlenaa. Adamianebis sixistesa da mouqnelobas zogadad mivyavart konfliqtebamde. Dgesdgeobit sachiroa sinthezi tundac mecnierebasa da religias shoris da is aris migcevadi.

  6. David Says:

    Inherit the wind წიგნი შარშან წავიკითხე და არ ვიცოდი ფილმიც თუ იყო. მიყვარს ეს წიგნი ძალიანრელიგია უბრალოდ ადამიანის გონების მართვაა და სხვა არაფერი. არანაირად არ მჭირდება მე პირადად რელიგია იმისათვის რომ ღმერთს ვესაუბრო. მაგ წიგნში კარგად არის ნაჩვენები რა არის ბრბო. ქეითსი რო ამბობს ცოლის მკვლელს მარტო ინტერესის გამო უყურებდნენო და მე კიდე ყველას ვძულვარო. ქრისტიანობა შემწყნარებელი უნდა იყოს არა და პირიქით ხალხს ზიზღს და სიძულვილს უნერგავს გულში განსხვავებული ადამიანების მიმართ. youtube.com ზე კომენტარი დავტოვე პატრიარქის ვიდეოზე სადაც თუთბერიძეს აგინებდნენ ხო და ესეთი პასუხი მომწერა ერთმა :nu mastavli ra gavaketo da vis ra vutxra…salanzgavs da saginebels vagineb mudam roca chavtvli sachirod-rogorc ambobs biblia:tvali tvalis tsil,kbili kbilis tsil..მზად არიან თავისი სარწმუნოების გამო ხალხიც კი დახოცონ 🙂 მაგარი კიდიათ თუ ეს ცოდვაა.. ზატო თავისას იცავენ. და არცაა გასაკვირი ბიბლიაში ზოგი რამ არასწორი იყოს. ამდენი ხნის მანძილზე ის ხომ რამდენჯერმე გადაიწერა ..ნუ რაც შეეხება დარვინის თეორიას და ბიბლიას .. დიდად არ მაინტერესებს ღმერთმა შექმნა ეს სამყარო თუ დიდმა აფეთქებამ. მაგაზე ადრე ჯერ სხვა კითხვებზე გვაქვს პასუხი გასაცემი. უბრალოდ ის წლები და ცოდნა მენანება რაც რელიგიის გამო დაიკარგა.. მეცნიერება ბევრად წინ იქნებოდა რომ არა რელიგია.

  7. Know-it-aLL Says:

    საქმეც ეგაა, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს რელიგია და მეცნიერება.რელიგიას უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა რომ შეუძლია ბრბოზე, ამით სარგებლობს.მეცნიერება კი იჩაგრება…რელიგიას თავისი ადგილი აქვს, მეცნიერებას თავისი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: