Boookz ! || თეოდორ დრაიზერი – "ფინანსისტი"

მოგესალმებით ! : )
ლიტერატურაზე ჯერ არ მისაუბრია თქვენთან… ხოდა სწორედ ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას..
ვერ გეტყვით რომ ჩემგან რაიმე საოცრებას მოისმენთ… მაგრამ ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ…
ლიტერატურა… ეს ისეთი რამაა… აი მართლაც რომ მინუს უსასრულობაში იწყება და აღარ მთავრდება…. ამოუწურავია…. არარსებობს თემა, რაზეც რაიმე წიგნი, ნაშრომი, ან უბრალოდ 1 სტროფიანი ლექსი მაინც არ იყოს შექმნილი…
ლიტერატურა, ეს სულის საზრდოა… კი, მესმის, ძალიან ბანალურია რასაც მე ახლა ვამბობ, და ახალსაც არაფერს ვამბობ, მაგრამ ასეა : )
დღეს მინდა თეოდორ დრაიზერზე რამოდენიმე სიტყვით მოგითხროთ…
ამ ლინკს თუ მიყვებით, ეს არის ვიკიპედიას ინფო მის შესახებ:
http://en.wikipedia.org/wiki/Theodore_Dreiser
მაგრამ მე მისი ორი ნაწარმოები მაქვს წაკითხული და ზოგადად რა შთაბეჭდილება დამრჩა და როგორ გავიგე მისი იდეები, ეს მინდა გითხრათ და არა მშრალი ფაქტებით და თარიღებით სავსე ბიოგრაფია…
დავიწყებ “ფინანსისტით”. ბევრს გექნებათ სახლში… იმიტომ რომ ნათარგმნია ქართულად : )
საერთოდ “ფინანსისტი” ტრილოგიის ერთი ნაწილია.
წიგნის შინაარს ორი სიტყვით გეტყვით..
მთავარი გმირია ფრენკ კაუპერვუდი, რომლის გარშემოცაა სიუჟეტი აწყობილი.
იგი ბავშვობიდან ისეთ გარემოში იზრდება, სადაც აქტუალურია ფული, ბიზნესი.
ეს ის დროა, როცა კაპიტალიზმს ეყრება საფუძვლები ამერიკაში.
ეკონომიკა საოცარი ტემპებით ვითარდება.
ფრენკის მამა, ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, ანუ ამ მხრივაც ფრენკს მისაბაძი მაგალითი ჰყავს.
როცა ფრენკი წამოიზრდება, უმარტივეს, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგავს კარიერაში.
სადღაც 13-14 წლის არის.. შედის ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც მისი სახლიდან რამდენიმე კვარტლით არის დაშორებული. იქ მოისმენს საუბარს. გაიგებს, რომ ერთი ტიპი საპნის მთელ პარტიას ყიდის 28 დოლარად (პირობითად, ზუსტი ფასი არ მახსოვს ). საცალო ფასი, კი ბევრად იაფი გამოდის იმასთან შედარებით, რაც მის კვარტალში არსებულ მაღაზიაშია.
გაიქცევა მამასთან, ისესხებს ფულს ! ხაზს ვუსვამ, ისესხებს ! წავა ამ მაღაზიაში, შეიძენს ერთ პარტია საპონს და ჩააბარებს თავის ქუჩაზე არსებულ მაღაზიაში.
ფულს აიღებს თუ არა, წავა მამასთან და დაუბრუნებს ნასესხებ ფულს. სუფთა მოგება კი 20 დოლარს შეადგენდა..
ეს იყო მისი პირველი კომბინაცია, რომელიც იყო უმარტივესი, შინაარსით. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამას აკეთებს 13 წლის ბიჭი, თანაც სრულიად დამოუკიდებლად.

მოკლედ, შემდეგ იგი გაიზრდება. გარკვეულ წარმატებას მიაღწევს. ბირჟის მოთამაშეა.
გაიცნობს 24 წლის ქალს. თვითონ 18 წლისაა.. მოიყვანს ცოლად. ეყოლებათ 2 შვილი.
მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია რომ მას სულ წინსვლა სურდა. არსებულით არ კმაყოფილდებოდა, და ეს არის აქ მნიშვნელოვანი..
მან გამოიყენა ის, რომ აშშ-ში ბუმი იყო სამშენებლო ბიზნესის და არა მარტო…
შემდეგ იგი გაშორდება ცოლს და შეუყვარდება თავისი უფროსის და პარტნიორის შვილი…
გაეხვევა ფინანსურ მაქინაციებში და ჩასვამენ სიცხეში.

მან მილიონები დაკარგა ! სრული კრახი განიცადა. მაგრამ გამოვიდა თუ არა, ჩიკაგოში წავიდა, და ნოლიდან დაიწყო კარიერის კეთება.
მოიყვანა მესამე ცოლი…
მოკლედ…
საქმე იმაშია, რომ იგი არ დანებდა ! მისთვის მხოლოდ 1 დევიზი არსებობდა ! “რაც არ გკლავს – გაძლიერებს !”

საერთოდ, დრაიზერი ამერიკელი მწერალია და სწორედ ამერიკის რეალობას აღწერს..
უდიდესი ნაწარმოები ნამვდილად არ არის “ფინანსისტი”, თუმცა ძალიან საინტერესო წასაკითხია…

მოკლედ, ეს იყო ჩემი პატარა პოსტი დრაიზერზე და “ფინანსისტზე”…
კარგად ვერ აგიხსენით შეიძლება…
სჯობს თვითონ წაიკითხოთ..
და თავად გამოიტანოთ დასკვნები…

Advertisements

Tags: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: