ჩვენი საზოგადოების გადაუჭრელი პრობლემები

ფილოსოფოსოფოსფოსფოსი არ ვარ… არც ფილოსოფოსფოსი და არც ფილოსოფოსი… მაგრამ მაინც მსურს ამ თემაზე ჩემი აზრი გამოვხატო.

ქართველების პრობლემა მე მაინც ის მგონია, რომ ბავშვებს არ ჰყავთ ისეთი მშობლები, რომლებიც მათ ლიბერალურ ღირებულებებს აზიარებენ… ჩვენ ვართ ჩაკეტილი საზოგადოების წევრები… და ახალი თაობაც ვერ ვითარდება…

ძალიან ბევრი პრობლემაა ერთმანეთში გადახლართული და ერთიდან მეორეზე მომიწევს გადახტომა ხოლმე..

დილით ვდგები, ვემზადები სახლიდან გასასვლელად. გავდივარ. ვჯდები “მარშუტკაში”. მივდივარ სკოლაში. ვუახლოვდები შენობას. შევდივარ. კიბეებს ავუყვები. ნაცნობი სიტუაცია. “გოგო, გაიგე ნათიას ბიჭი ამერიკაში მიდის, რით სჯობს ჩემს დათუნას…” – და ა.შ.
მსგავს სიბრძნის მარგალიტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.ალბათ მიხვდებით საითკენ მიმყავს საუბარი.
ქართველების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი მავნე ჩვევაა სხვის პირად ცხოვრებაში ძრომა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა კომპლექსით, შურით ან უბრალო ცნობისმოყვარეობით. მაგრამ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა? რატომ უნდა მეკითხებოდეს ვინმე რამდენი მაქვს ხელფასი, ან სექსი თუ მქონია ვინმესთან, ან რაიმე ნებისმიერი სხვა რამ, რაც ძალიან პირადულია და არაფის აქვს მისი ცოდნის უფლება, თუ ამას თვითონ არ ჩავთვლი საჭიროდ.
ეს პრობლემა არც გუშინ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება, მაგრამ ხომ შეიძლება აღარ გვაინტერესებდეს ვინ რამდენჯერ არის გათხოვილი, რა ქნა პირველ ღამეს და ა.შ.
ჩემი თუ არ გჯერათ, ერთი მარტივი ექსპერიმენტი შეგიძლიათ ჩაატაროთ. უბრალოდ მიმოიხედეთ თქვენს ახლო წრეში. გაზეთების გაყიდვის მაჩვენებელს კარგად დააკვირდით. რა ტიპის ჟურნალ-გაზეთები უფრო ხშირად იყიდება? და რა ტიპის ხალხი ყიდულობს მას?
ყველაზე რეიტინგულია “თბილისელები”, “პრაიმ-ტაიმი”, და ასე შემდეგ, ანუ ყვითელი პრესა. ყველაფერი ნათელია. ჩემთვის გასაგებია ცნობისმოყვარეობა ადამიანისა. მესმის თუ რატომ არის სტატისტიკურად ყველაზე კარგად რეალიზებადი მსგავსი ტიპის პროდუქტი. ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ხალხს აინტერესებს ჭორები, Rumours about celebs….ანუ ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება. მაგრამ საქართველოში ეს მაჩვენებელი სასტიკად მაღალია.
ხალხს არ აინტერესებს Hi-Tech, არ აინტერესებს არაფერი, გარდა ჭორებისა და ათასი სისულელისა,რომელსაც ყოველდღიურად ან ვინმესგან გაიგებს, ან სადმე ამოიკითხავს…
მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ჯერ ერთი, ჟურნალისტიკის კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა, რაც ისევ და ისევ გაუნათლებლობით და არაპროფესიონალიზმით არის გამოწვეული, და მერე მეორე, მასა ხალხისა ვერ ვითარდება პიროვნულად. სახეზეა სრული რეგრესი. ამის მიზეზიც სუსტი ინდივიდუალიზმი, და გაუნათლებლობაა… ( მოგვიანებით განვაგრძობ)…

Advertisements

Tags: ,

3 Responses to “ჩვენი საზოგადოების გადაუჭრელი პრობლემები”

  1. Know-it-aLL Says:

    მგონი საინტერესო უნდა იყოს….

  2. ania Says:

    tavidanve shevecdebi mivyve tkvens mier daweril texts da chemi azri gamovtkva… tkveni posti iwyeba sakmaod mkacri shepasebit rom titkos chveni sazogadoeba chaketilia..rashic ver dagetanxmebit.. sakmaod bevri sashualebaa informaciis migebis: tv, compiuteri, gazetebi, wignebi da a.sh…mtavari problema aris tu ra saxis informaciis migebis depicits ganicdis sazogadoeba.. rac sheexeba pirad cxovrebashi charevas am porblemis mogvareba sheudzlebelia,radgan es usakmurobis damsaxurebaa.. usakmuri xalxi ki didi naxi iarsebebs:)) gaunatleblobis temastan dakavshirebit dzalian pesimisturi ganwyobaa chemi azrit.. ese imedis gadawurvac araa sachiro procentulad sakmaod bevri axalgazrdaa,romelic ganatlebulia shedzlebisdagvarad da kval cdilobs codnis ganmtkicebas..da bolos..chemi azrit sakartveloshi unda moxdes wignis da ganatlebuli adamianis popularizacia da tavistavad mogvardeba problemac..memgoni es procesebi ukve dawyebulia da nel-nela uket moikidebs chvenshi pexs.. ganatlebulobis kriteriumis gansagzvra xom isev sazogadoebis ganatlebis donedan gamomdinareobs..ase rom bevri ikitxet,isaubret tkvens megobrebtan saintereso wignebze,gaecanit axal informaciebs… gaigimet yvelaze lamazebi da chkvianebi vart :)imedia amis shemdeg mainc davimsaxurebt potsis avtoris ketilganwyobas… :*

  3. Know-it-aLL Says:

    აჰაა.. ესე იგი რა ხდება.. ჩემი აზრით, სრულებითაც არ იგრძნობა პესიმისტური განწყობა ამ პოსტში. მე მაინც მგონია რომ რეალისიტურადაა ასახული ჩვენი დღევანდელი საზოგადოების პრობლემები. და იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის 10 % მაინც არის განათლებული. განათლება, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ წიგნის კითხვა ან თუნდაც რაიმე პროფესიის ცოდნა. განათლება უფრო მასშტაბური რამ არის.. ყოველ შემთვხვევაში, მე ასე წარმომიდგენია. განათლებაა ახალი გამოცდილების მიღება, რისთვისაც სულაც არ არის საჭირო აუცილებლად დაჯდე და რაიმე წიგნი წაიკითხო. შეიზლება რაიმე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ უფრო მეტი გასწავლოს, ვიდრე ცალკე აღებულმა რაიმე წიგნმა… თუმცა წიგნის კითხვა რომ აუცილებელია, ამას არათუ ვუარყობ, არამედ დიდი ლობისტიც ვარ რომ რაც შეიძლება პოპულარული გახდეს,მით უფრო საქართველოში, წიგნის კითხვის კულტურა… ასე რომ, ძალიან საინტერესო თემაა და იმედია სხვებიც შემოგვიერთდებიან ! ! !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: