Archive for the ‘ეს საინტერესოა !’ Category

ფიგურალური გამოთქმები

March 12, 2010

იცით რას ნიშნავს ბალამის ვირი?  ან იანუსი ? ანდაც პასკვილი? თუ არ იცით, და გინდა იცოდეთ, მაშინ მე გთავაზობთ  ფიგურალური გამოთქმების მოკრძალებულ, მაგრამ საკმაოდ ნორმალურ კრებულს, რომელსაც ბლოგზე ცალკე გვერდი აქვს მიძღვნილი.

ფიგურალური გამოთქმების გვერდი

აქ გაიგებთ, თუ საიდან მომდინარეობს ისეთი გამოთქმები, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად ვიყენებთ, ან ყოველდღიურად ვაწყდებით საუბარში. არის შემთხვევები, როცა წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა, გამოთქმა.

ჰოდა მე ცოტას დაგეხმარებით…

მაგალითისთვის, იცით თუ არა საიდან მომდინარეობს სიტყვა ჰულიგანი/ხულიგანი ? არა ხომ?

აი რას ნიშნავს ხულიგანი და სად წარმოიშვა იგი:

ჰულიგანი/ხულიგანიქუჩის ავარა, გამოუსწორებელი უწესო, უსაქციელო, უხამსი, უშვერი

მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, გვარად ჰულიგანი, რომლის წევრები ცნობილი იყვნენ, როგორც გამოუსწორებელი უწესონი, უსაქციელონი, უხამსნი, უშვერნი, და ეს გვარი ნელ-ნელა ასეთი ზნის ადამიანების საზოგადო სახელად იქცა.

ამ გვარის გადაქცევამ საზოგადო სახელად ხელი შეუწყო იმან, რომ ჰულიგანის ოჯახის შესახებ შეითხზა სახუმარო სიმღერა, რომელიც „კომიკურად“ აღწერდა მათ „ვაჟკაცობას“. სიმღერას ხალხურ საესტრადო თეატრში ასრულებდნენ და ამრიგად მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ჰულიგანი მკვიდრდებოდა, როგორც ქუჩის ავარას აღმნიშვნელი სიტყვა. შემდეგ ინგლისურიდან ეს სიტყვა ამავე მნიშვნელობით გადავიდა სხვა ენებში.

მგონი უინტერესო არ უნდა იყოს, არა?

მსგავსი სიტყვები და გამოთქმები ურიცხვია, თუმცა მის პატარა ნაწილს შეგიძლიათ ჩემთან გაეცნოთ…

მოკლედ, ეს პოსტი, ფიგურალური გამოთქმების პოპულარიზაციას ემსახურება : ))

ჰოდა აი ისინიც !     ფ ი გ უ რ ა ლ უ რ ი    გ ა მ ო თ ქ მ ე ბ ი

ალექსანდრე ქართველიშვილი

March 12, 2010

F-105 Thunderchief

ძალიან ცოტამ თუ იცის ამ პიროვნების შესახებ. ისიც ალბათ ყურმოკრული ექნებათ. მე ძალიან მოკლედ, გიამბობთ მის შესახებ…

ალექსანდრე ქართველიშვილი (1896-1974) იყო ამერიკული ავიაციის ერთ-ერთი მამა.
იგი თბილისშია დაბადებული. სკოლაც აქვე დაამთავრა. სკოლის შემდეგ, 1892 წელს ჩააბარა საავიაციოზე, პარიზში. გარკვეული დროს განმავლობაში იგი მუშაობდა ადგილობრივ კომპანიაში და შექმნა “ბერნარი” და “ფებრუა”.
1924 წელს, ერთ-ერთმა მისმა შექმნილმა თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიოს რეკორდი სისწრაფეში.

1927 წელს, ამერიკელმა მილიონერმა, ჩარლზ ლევინმა, მიიპატიჟა ალექსანდრე ქართველიშვილი ნიუ-იორკში, სადაც იგი მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. 1931 წელს გაიცნო მეცნიერი, ალექსანდრე დე სევერსკი, და გახდა მთავარი ინჟინერი კომპანიისა ” Seversky Aircraft Corporation”.
1939 წელს, ამ კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა “Republic Aviation Company”.
ეს დუეტი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და მის მერეც ქმნიდა სხვადასხვა მოდელებს. მათგან ყველაზე ცნობილია Republic P-47, Republic F-84 Thunderjet და Republic F-105 Thunderchief.

ალექსანდრე ქართველი(შვილი) გარდაიცვალა 1974 წელს, ნიუ-იორკში.

სხვათაშორის, სევერსკიც თბილისშია დაბადებული : )

ცოტა რამ იოგას შესახებ…

March 8, 2010

ჰო… რატომღაც მგონია, რომ იოგა საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. ამ ის ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით, მის შესახებ მწირი ინფორმატიულობაა… ამ პოსტში (რომლის მიზანიც იოგას ცოტათი მაინც პოპულარიზაციაა) მე გამოვიყენე მასალები ვიკიპედიიდან და საკუთარი გამოცდილებიდან (რომელიც სამწუხაროდ  ასევე ძალიან მწირია).

იოგა ინდური კულტურის ნაყოფია და იგი ბუდიზმისა და ინდუიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. მისი მთავარი იდეა არის ადამიანის გასხივოსნება ანუ თეოზისი. იოგა, როგორც ასეთი, არის სულიერი და ფიზიკური სავარჯიშოების ერთობლიობა, რომლის მთავარი ზნეობრივი იდეალი  – ადამიანის თვითრეალიზაციაა.

რაც შეეხება მის ეტიმოლოგიას, სანსკრიტზე იგი “გაერთიანებას”, “კავშირის აღდგენას” ნიშნავს, მაგრამ მისი ფუძე “იოჯ” ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და “ვარჯიშს” და “განსწავლასაც” ნიშნავს…

იოგას წარმოშობის და მისი ისტორიის შესახებ აქ არ მოვყვები, რადგან ბევრისთვის უინტერესო იქნება.

უბრალოდ იოგას სისტემაზე მსურს ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ.

იოგას კლასიკური სისტემა 8 ძირითადი საფეხურისაგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა,პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა,დჰიანა, სამადჰი. ამათაგან თითოეულს  გააჩნია საკუთარი ქვედონე. ამ 8 ძირითადი საფეხურის გავლა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს მაღალ დონეზე დაეუფლოს ამ ხელოვნებას.

ყოველი საფეხური  მოიცავს სულიერი თუ მორალური წესების დაცვის აუცილებლობას.

იამა- ეს არის იოგას მიმდევარის თავისებური ეთიკა. თუმცა, იამა არა უბრალოდ ”ქცევის წესები” და ”თავის დაჭერის ნორმებია”, არამედ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიებთან ურთიერთობისას საჭირო ერთგვარი უსაფრთების მექანიზმია.

იამა 5 ძირითად საფეხურს მოიცავს:

აჰიმსა – არ ავნო;

სატია – სიმართლე, სიმართლის დაცვა, სიცრუისაგან განრიდება;

ასტეია – არ იქურდო;

ბრაჰმა-ჩარია – სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება, სხვა განმარტებით, მოძღვრის პატივისცემა.

და 6 დამატებითი საფეხური:

კარუნა – თანაგრძნობის პრინციპი;

აბჰაია – უსაფრთხოება;

აკროდჰა – მძვინვარებისაგან განყენება;

მაიტრი – კეთილგანწყობა;

ატმიატა – ერთობის პრინციპი;

მუდიტა – აღტაცების პრინციპი.

ნიიამა- არის არა თვისებები, რომელიც უნდა განავითაროს იოგინმა, არამედ თავისებური გზაა, სათნოებები, რომელთაც ის თანდათანოიბით ეუფლება.

ნიიამა მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:

შაუჩა – სისუფთავე, სიწმინდე;

სანტოშა – კმაყოფილება;

ტაპასია – თვითშეზღუდვა;

სვადჰაია – საკუთარი თავის შესწავლა, თვითშესწავლა;

იშვარა პრატიახარა – ღმერთის, პირადი იშვარას თაყვანცემა.

და ზოგი წყაროს მიხედვით, 7 დამატებით საფეხურს:

სამუმანასია – კეთილმოსურნეობა;

მან-დჰატარ – დაკვირვებულობა;

ნირაგა – ვნებათაგან განყენება;

ავაშა – დამოუკიდებლობა, სხვაზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება;

მანტრა-ვიდ – მანტრების ცოდნა;

დამსანავატ – ზეძალის ფლობა;

ნიშპრატიდვანდა – მტრის, მოწინააღმდეგის, მოქიშპეს არყოლა.

ასანა-სხეულის სტატიკური მდგომარეობა. ასანა იოგის ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია. მედიტირება შეუძლბელია მაშინ, როცა სხეული მოუხერხებელ მდგომარეობაშია და ძნელდება აზრის მოკრება. ასანებში გავარჯიშება სასარგებლოა ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოოლოგიური სიჯანსაღისათვისაც.

პრანაიამა – სუნთქვის კონტროლი. პატანჯალის თქმით, პრანაიამაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძება, როცა ასანები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვაზე კონტროლით იწყება კოსმოსური ენერგიის, პრანას ათვისება.

პრატიაჰარა – განყენება და გრძნობათა კონტროლი, საგნებიდან გრძობათა მოწყვეტა, შეგრძნებათა თავის თავში მჩაბრუნება.

დჰარანა – კონცენტრაცია. ამ საფეხურზე გონება სრულ კონცენტრირებას ახდენს ერთ ნივთზე, აზრზე ან შეიძლება ღმერთზე.

დჰიანა – მედიტაცია. როცა იოგას მიმდევარი დაეუფლება სრულ და ღრმა კონცენტრაციას, მას შეუძლია დაინთქას მედიტაციაში, რაც თავის მხრივ, შემდეგი საფეხურის კარს ხსნის.

სამადჰი – ეს არის იოგას კულმინაცია, ცნობიერების უმაღლესი საფეხური, სამყაროსთან მიმართებისა და სამყაროს შემეცნების პრინციპულად განსხვავებული ფორმა.

ხოლო რაც შეეხება იოგას სკოლებს და მიმდინარეობებს, ამაზე მოკლედ:

კლასიკური იოგა, ანუ პატანჯალის იოგა, სინონიმებია ”რვასაფეხურიანი იოგა” და ”აშტანგა იოგა”;

ჯნანა-იოგა- შემეცნების იოგა. მისით ნათელი ხდება, რომ შემეცნება, შემმეცნე და სამეცნავი ერთიდაიგივეა;

კარმა-იოგა – მოქმედების შედეგთა იოგა;

კრიია-იოგა – მოქმედების იოგა;

კუნდალინი იოგა- ადამიანის ორგანიზმში მთვლემარე ძალთა გაღვიძებისა და მართვის იოგა;

ლაია-იოგა- ახლოს დგას კუნდალინი იოგასთან. მისი ამოსავალი ასევე არის სპეციფიური ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიების გაღვიძება;

რაჯა-იოგა- ყველა ადამიანურ შეგრძნებაზე, ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიაზე, ასევე მთელ სამყაროზე გაბატონების იოგა;

საჰაჯა-იოგა-მედიტაციური პრაქტიკაა, რისი საშუალებითაც ადამიანის ევოლუციური და სახეობრივი ამაღლება ხორციელდება;

ხატჰა-იოგა – სხეულის ვარჯიშის და გაჯანსაღების იოგა;

ტანტრა – ტანტრები ძველ ინდური ტექსტებია, სადაც გადმოცემულია თავისებური მაგიური რიტუალები.

ფიტნეს-იოგა-თანამედროვე დასავლეთში მოდებული გამაჯანსაღებელი იოგა.

მგონი უპრიანი იქნება თუ დაიწყებთ ამ მეცნიერების შესწავლას. იგი შეგძენთ ბევრ რამეს, დაწყებული ფიზიკურიდან, დამთავრებული სულიერი სიჯანსაღმდე.

პლიუს მინუსობანა რეალურ ცხოვრებაში….

March 5, 2010

არ გეგონოთ ან “ადნაკლასნიკების” პლიუს-მინუსებზე ვწერდე, ან კიდევ ბლოგროლის პოსტებისაზე… არაფერიც : )

ძალიან პატარა პოსტი მინდა მივუძღვნა პლიუს-მინუსის დაუწერელ, თუ დაწერილ თუ რაც არის და როგორც არის, კანონს.

+ + = + ჩემი მეგობრის მეგობარი, ჩემი მეგობარია…
+ – = – ჩემი მეგობრის მტერი, ჩემი მტერია…
– + = – ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია…
– – = + ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია…

ჰო.. უბრალო არითმეტიკის ამ წესს, ცხოვრებაშიც ვხვდებით, როგორც ხედავთ…

მაინტერესებთ, როგორ ფიქრობთ, მართლა ასეა?


მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამგვარ განსაზღვრებებს… ჩემი მეგობრის მეგობარი თავისუფლად შეიძლება არ იყოს ჩემი მეგობარი, უფრო მეტიც, შეიძლება ჩემი მტერიც კი იყოს…
ან მტრის მტერი რატომ უნდა იყოს აუცილებლად ჩემი მეგობარი? გასაგებია, საერთო მტრის წინააღმდეგ გვაერთიანებს ინტერესი, მაგრამ ხვალ შეიძლება იგი ჩემი მტერი გახდეს… ასე რომ, არც ამას ვეთანხმები…
მეგობრის მტერი ჩემი მტერია თუ არა? ჰმმ.. აბა რა გითხრათ… მეგობრიდან გამომდინარე, შეიძლება ასეც იყოს…
მტრის მეგობარი ჩემი მტერი ან შეიძლება იყოს, ან არა…
ასე რომ, ჩემს შემთხვევაში, “არითმეტიკ-ცხოვრების” ეს წესი არ გამოდგება…
თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს დამთხვევა… არც ესაა გამორიცხული… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ეს კანონი, თუ წესი, თუ რაცაა, მტკიცდება…
აი ასე…

"Kings" – "მეფეები" (2009)

March 4, 2010

"Kings"

ყველა რაღაცას უყურებს : ) ზოგი “Lost”-ს, ზოგი “House M.D”-ს, ზოგი რას და ზოგიც რას…

მე ამჯერად საინტერესო სერიალს შევყევი, რომელიც უკვე “რუსთავი 2″-ზე გადის. ეს არის “მეფეები” – “Kings”.

თქვენი რა გითხრათ და მე ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვუყურებ.

დავითის და გოლიათის გათანამედროვებული ვარიანტია. წარმოდგენილია თანამედროვე სამეფო, თავისი შიდა თუ გარე ინტრიგებით.

ფილმის მთვარი გმირები არიან ახალგაზრდა ჯარისკაცი, დევიდ შეფარდი, მეფე სილასი, მისი შვილები, ჯეკი და მიშელი, რომელიც დევიდს უყვარს, და ასევე სილასის ცოლი – დედოფალი როუზი.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და ჩახლართულ ინტრიგათა მთელი ქსელია სამეფოს შიგნით გაბმული. რასაც გარეშე მტერი, გეთი ემატება, რომელთანაც მშვიდობის დამყარება სილასის პრიორიტეტია.

სამეფო ოჯახი

სილასის ტახტიდან ჩამოგდება სურთ მისი ცოლის ძმას, რომელიც ამავე დროს შეკრულია სილასის შვილთან, ჯეკთან, რომელიც სილასის მოშორების შემდეგ, მარიონეტი მეფე უნდა გახდეს. მაგრამ ვერ შეძლებენ სილასის მოშორებას…

მოკლედ, ყველაფერს ვერ მოგიყვებით  : )

ისე, საინტერესო საყურებელია… თუ დაგაინტერესებთ, ნახეთ ინტერნეტში… რამოდენიმე სერია ნახეთ და მერე “რუსთავი 2″-საც დაეწევით….

მათემატიკის საერთაშორისო დღე !

March 2, 2010

3 მარტი არის მათემატიკის საერთაშორისო დღე. www.worldmathsday.com არის საიტი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეეჯიბროთ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან… არანაირი სერიოზული მათემატიკა საჭირო არაა, უბრალო არითმეტიკა და სისხარტე დაგჭირდებათ გასამარჯვებლად… მე შევდივარ და ვერთობი ხოლმე ხანდახან : )

ასე რომ, ძალიან კარგია პატარებისთვის და არა მარტო პატარებისთვის.
ადვილი არ გეგონოთ გამარჯვება ! : )

თანდათან უფრო ძნელ მოწინააღმდეგეებს შეგირჩევთ Random-ი : )

გიყვარდეთ მათემატიკა !

აი ჩემი გვერდიც : )

: )

იაკუტსკის მთავარი გზატკეცილი – Yakutsk Highway

February 23, 2010

ეს არის მოსკოვისა და იაკუტსკის დამაკავშირებელი გზატკეცილი… თავად შეაფასეთ….

ერთი დღე ქიმიურ ელემენტთა სამყაროში…

February 17, 2010

დღეს სკოლიდან უნივერსიტეტში წავედით, სადაც ლაბორატორიაში საინტერესო ცდები ვნახეთ, ძირითადად რეაქციის სიჩქარის განმსაზღვრელ ფაქტორებზე: ტემპერატურაზე, ნივთერების კონცენტრაციაზე და ა.შ.

მაგრამ უფრო მეტი ეფექტისთვის სახალისო ცდებიც გვანახეს : )

წარმოგიდგენთ ფოტო კოლაჟს და ვიდეოებს…

ჰმმ.. ეს მე... "რაღაცებით" ხელში : )

ამის იდეა ის არის, რომ რაც უფრო გახსნილია ნივთიერება წყალში, მით უფრო კარგი ელექტროლიტია...

ეს კი ამონიუმის ბიქრომატია, ნახავთ როგორ ამოიფრქვევა ვულკანივით...

აი... ამის ვიდეოც მაქვს... ქვემოთ ნახავთ..

ეს კი ფილმებში რომ სისხლი გგონიათ, ისაა : ) სისხლის ეფექტი : )

"ფარაონის გველი" - ვერცხლისწყლის რადონიდის წვით როგორც ხედავთ ამოიკლაკნება გველის მსგავსი რამ : ) ვიდეო ქვემოთ....

ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია, რეაქციის კატალიზატორია, ანუ ამაჩქარებელია..

 ახლა კი ვიდეოებიიიიი :

კათოლიკე იერარქის ხედვა დასავლურ ცივილიზაციაზე

February 11, 2010

კრისტოფ შონბორნი

ამას წინად ინტერნეტში წავაწყდი კათოლიკე კარდინალს, კრისტოფ შონბორნს, რომელიც ძალიან საინტერესო “რაღაცებს” ამბობს… ძალიან დამაინტერესა და წავიკითხე მისი სტატია…
აი სტატიის მისამართიც ვისაც ვრცლად გსურთ მისი წაკითხვა, ოღონდ რუსულადაა..
ს ტ ა ტ ი ა

მოკლედ, ეს კაცი მსჯელობაში აღნიშნავს ზუსტ ასპექტებს…

იგი ამბობს, რომ ქრისტიანობა ახლანდელი დასავლური ცივილიზაციისთვის უცხო რამ არის, თუმცა მეორეს მხრივ ეს ცივილიზაცია ზუსტადაც რომ ქრისტიანობას ეფუძნება.” პარადოქსია, მაგრამ ასეა…”

შონბორნი, თავის გამოსვლაში აღნიშნავს, რომ იგი მიესალმება ეკლესიის ჯანსაღ კრიტიკას. უფრო მეტიც, იგი  აცხადებს, რომ კრიტიკა აუცილებელიც კია ეკლესიის მოდერნიზაციისთვის…

ანუ მისი თქმით, თანამედროვე, სეკულარული ევროპა და მისი კრიტიკა, პირიქით უფრო აძლიერებს ეკლესიას და ფილტრავს მას მოძველებული ტრადიციებისა და დოგმებისაგან…

“ქრისტიანობას დაუშრეტელი რესურსი გააჩნია” – ამბობს კარდინალი შონბორნი, ” და ეს ქრისტეს სიტყვებში ჩანს: მე თქვენთან ვარ უკუნითი უკუნისამდე”.

შონბორნი თვლის, რომ ქრისტიანობა, ეკლესია, მუდმივად უნდა განიცდიდეს განახლებას, მუდმივად უნდა ხდებოდეს მისი მოდერნიზაცია, სიახლის არ უნდა ეშინოდეს…

P. S.  ძალიან მომწონს ამ კაცის ხედვა და დიდი სურვილი მაქვს ჩვენს ეკლესიაშიც გამოჩნდეს ვინმე ასეთი პიროვნება, რომელიც იქნება პროგრესის მომხრე, არ შეეშინდება ჯანსაღი კრიტიკის, შეცდომის აღიარების და სიახლის…

Google Buzz !

February 11, 2010

“გუგლმა” მომხმარებელს ახალი პროდუქტი შესთავაზა…
“Google Buzz” – ეს არის ახალი სოციალური ქსელი, რომელმაც იდეაში “Facebook”-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია…
ვნახოთ რა იქნება…
მგონი “გუგლი” თავისას იზავს… და ეს პროდუქტიც “გაიქაჩება”, მაგრამ არამგონია “Facebook”-ს აჯობოს… ნუ ამ ეტაპზე მაინც…


Follow

Get every new post delivered to your Inbox.